სხვა სატანის მედალიონი 2017, 14 მაისი, 2:01 დასაწყისი იხილეთ აქ. სატანის მედალიონი სამი წელი ყველაფერი კარგად მიდიოდა და მედალიონისგან ბოძებული ნიჭი არასოდეს მღალატობდა. ძალიან მაინტერესებდა რა ძალა ჰქონდა იმ მედალიონს და მხოლოდ ეხლა მოვიცალე ამისთვის რომ გამომეძიებინა მედალიონის საიდუმლო. სამსახურში მივედი და ჩემს ყოფილ სტაჟიორს ვკითხე იმ დღის ამბავზე როდესაც კაცი ვნახეთ სატანის ნიშნის ფორმის წრეში, გამოვკითხე თუ სად იყო ის მედალიონი და გაკვირვებულმა შემომხედა, მიპასუხა არანაირი მედალიონი არ გვინახავსო, მე კიდევ უფრო გაკვირვებული დავრჩი. შემდეგ მთელი ინტერნეტი გადავქექე ვეძებდი რაიმე ლეგენდებს და სატანისტურ ფაქტებს მედალიონის შესახებ მაგრამ ამის თაობაზე ვერაფერი ხელჩასაჭიდი იმფორმაცია ვერ ვიპოვე. იმ ღამეს ისევ ის კოშმარი ვნახე, ჩემი სატანად გადაქცევა და უდანაშაულო ადამიანების სულების მითვისება, უცნაურია დილით სასწრაფოდ გამომიძახეს სამსახურში მკვლელობების თაობაზე, ადგილზე მისულს ისევ იგივე სურათი დამხვდა რაც სამი წლის წინ ვნახე, ექვსივე მსხვერპლს თვალები გახელილი და შეშინებული სახე ჰქონდა, ჩემმა ნიჭმა კი ისევ მიღალატა და აქაც ვერაფერი დავადგინე რადგან ძალიან ძნელი იყო რაიმე სამხილის მოძიება და დადგენა თუ ვინ აკეთებდა ამას, ისე გამოდიოდა თითქოს ეს ხალხი თვითონ იკლავდა თავს რადგან მათ არანაირი ძალადობის კვალი არ ჰქონდათ და მასთან ახლოს მკვლელის ვერანაირი ხელის ჩასაჭიდი სამხილი ვერ ვიპოვეთ, სამხილების არარსებობის გამო ეს საქმეც დაიხურა როგორც ადრე. ამ ფაქმა უკვე ძალიან შემაწუხა და რატომ ხდებოდა ასე კიდევ უფრო დავინტერესდი. ნათელმხილველების არასოდეს მჯეროდა არც ჯადოების და მითუმეტეს სატანის მაგრამ ამ უცნაურობამ რაც ჩემს თავს ხდებოდა გადამაწყვეტინა ყველანაირი ლეგენდების მითების და ზებუნებრივი ძალის დამეჯერებინა, დავიწყე ვინმე ნათელმხილველის ძებნა ვინც იქნებ ცოტათი მაინც დამეხმარებოდა და მოვძებნე კიდეც მაგრამ ძალიან შორს ცხოვრობდა ქალაქიდან ერთ-ერთ პატარა სოფელში, ვიფიქრე მასთან მოგვიანებით წავიდოდი როდესაც დასვენების დღე მექნებოდა. სამსახურში ხელმეორედ გადავხედე ამ ექვსი ადამიანსი საქმეს და მთელი ღამე ოფისში გავატარე, შუაღამემდე არ დამისვენებია თუმცა უშედეგოდ, ვერაფერი დავადგინე, ძალიან დავიღალე და გადავწყვიტე სახლში წავსულიყავი, წამოვდექი თუ არა სკამიდან მოულოდნელად რაღაც საიტნერესო დავინახე, ჩემს მაგიდაზე დალაგებული ექვსი ადამიანის მკვლელობების ჩანაწერებზე, რუკაზე აღნიშნული იყო ექვსი ადამიანის მკვლელობების ადგილმდებარეობა მონიშნული წითელი ხაზით, ავიღე ფანქარი და ეს ადგილები ერთმანეთთან შევაერთე. რაც დავინახე საოცარი და დაუჯერებელი იყო, მონიშნული ადგილები სატანის ნიშნის ფორმას ქმნიდა. ამის დანახვის შემდეგ სასწრაფოთ გადავწყვიტე რომ მეორე დღეს წავსულიყავი ნათელმხილველთან და აღარ დავლოდებივარ დასვენების დღეებს. საღამოს სამსახურის დამთავრების შემდეგ წავედი ნათელმხილველის სოფელში, როდესაც მივედი და კარზე დავაკაკუნე, კარი პატარა ხანში შესულმა ქალმა გამიღო და როდესაც მან შემომხედა სახე შეეცვალა თვალები გაუფართოვდა და შიშისგან ყვირილი დიაიწყო საშველად ვიღაცას ეძახოდა უკან იხევდა და თან მე მიყურებდა, ამ დროს მისი ნათესავები იყვნენ სახლში და ქალის ყვირილზე გამოვიდნენ ამშვიდებდნენ, მე კი გაოცებული სახით ვეუბნებოდი რომ პოილიციელი ვიყავი და მასთან დახმარების სათხოვნელად მივედი, მსურდა დამემშვიდებინა თუცმა ქალი ვერაფრით დამშვიდდა და მისმა ნათესავებმა მირჩიეს სხვა დროს მოვსულიყავი დამხარების სათხოვნელად. რა უნდა მექნა იძულებული გავხდი სახლში დავრუნებულიყავი. როდესაც უკან ვბრუნდებოდი მანქანით გზაში შემომაღამდა. გაგრძელება შემდეგ სტატიაში. 99 5-ს მოსწონს
|