სხვა მაკიაჟის ჯადოსნობა– ისინი ცნობილებს გაჭრილი ვაშლივით გვანან 2017, 16 მაისი, 11:21 ის, რომ ქალი მუდამ უნდა იყოს ფორმაში– ეს აქსიომაა. დამეთანხმებით, რომ არავის მოწონს მოუვლელი და მოუწესრიგებელი ქალები. ყველა შემთხვევაში აუცილებელია ვიყოთ ფორმაში, განსაკუთრებით კი სახლიდან გასვლის წინ. მართალია უმეტესი თქვენგანი ამას ფინანსური სახსრებით უახლოეს ან რჩეულ სილამაზის სალონებში ახერხებს, თუმცა უმეტესობას ამისათვის ფული არ გააჩნია და საკუთარი ნიჭის წყალობით შეუძლია იდეუალურად გამოიყურებოდეს გამოსაშვებ დღეებსა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში. როგორც ისტორიული წყაროები იუწყება, ქალის თავის მოვლას ოდითგანვე ექცეოდა ყურადღება. ჰიგიენის გარდა კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მაკიაჟი იყო. მაკიაჟი - არის სახის კანის ზედაპირზე დეკორატიული კოსმეტიკიკის დატანის ხელოვნება, რომლის მიხედვითაც იქმნება ლამაზი გამოსახულება და ინიღბება ხარვეზები. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არ არსებობდა ტუჩსაცხები, ქალბატონები ბაგეებსა და ღაწვებს სისხლითა და სხვადასხვა კენკრით იფერავდნენ, რადგან დაეფარათ სახის სიფერმკრთალე. დროის ცვლილებასთან ერთად მაკიაჟის ხელოვნებაც გაიზარდა. კინო ინდუსტრიამ კი ნამდვილი რევოლუცია მოახდინა მაკიაჟის ხელოვნებაში, გაჩნდნენ გრიმის პირველი ოსტატები და ნელ-ნელა კიდევ უფრო დაიხვეწა როგორც პროდუქცია, ისე სპეციალური ხელსაწყოები, რომლებიც უშუალოდ ცხოველების ბეწვისგან მზადდებოდა. დღეს მაკიაჟი ნებისმიერი ქალის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი და ამავდროულად ერთგვარი ხელოვნებაა, თუმცა ყველამ როდი იცის მისი სწორად გაკეთება. მოვლილი ქალი- მაკიაჟით, დამეთანხმებით, რომ სასიამოვნო შესახედია, თუმცა ის, რასაც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ, ყველანაირ ჩარჩოს სცდება. ამ ფოტოების ხილვის შემდეგ ნამდვილად იტყვით, რომ ვიზაჟისტები არამარტო მხატვრები და სტილისტები არიან, არამედ ნამდვილი ჯადოქრები. გთავაზობთ ფოტოებს, რომლებზეც ჩვეულებრივი ადამიანები მაკიაჟის წყალობით გაჭრილი ვაშლივით გვანან ჩვენს ცნობილ ვარსკვლავებს. იხილეთ აგრეთვე: ● ამ მამაკაცებმა მსოფლიო გააოგნეს და თქვენც გაგაოცებთ ● როგორ გავიკეთოთ სწორი მაკიაჟი - ის, რაც აქამდე არ იცოდით ● როგორ შევნიღბოთ სახეზე არსებული დეფექტები? ნამდვილად გამოგადგებათ 212 20-ს მოსწონს
|