თავის მოვლა აუცილებელი რჩევები თქვენი კანის მოსავლელად 2017, 13 მაისი, 1:01 ლამაზი კანი ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი საკითხია ყველასთვის.განსაკუთრებით გოგონებისთვის.კანის პრობლემებთან საბრძოლველად მთელი რიგი კოსმეტიკური საშუალებები არსებობს: პილინგი, კრემები, ლოსიონები, ნიღბები, სკრაბები და ა.შ, თუმცა ეს საშუალებები არ იძლევა დიდი ხნის ნანატრ შედეგს.რა შეიძლება მოვიმოქმედოთ? გთავაზობთ რამდენიმე მარტივ და ეფექტურ წესებს კანის მოვლისთვის.
მაკიაჟის ჯაგრისების არასწორი გამოყენება შეიძლება იყოს მიზეზი კანის გაღიზიანების, აკნესა და სხვა პრობლემებისა, ამიტომ უმჯობესია თუ ხშირად გარეცხავთ მათ. თუ მსგავს ადგილზე გაქვთ გამონაყარი ან სიწითლე შესაძლოა ეს თქვენი ტელეფონის ბრალი იყოს.სტატისტიკურად ტელეფონი უამრავ ბაქტერიას შეიცავს, ვიდრე თქვენი ტუალეტი, ამიტომ საჭიროა ხშირად გაწმინდოთ იგი. სკრაბები კარგია კანისთვის, მაგრამ მათ ვისაც მშრალი კანი აქვს, ხშირმა გამოყენებამ, შეიძლება ცუდად იმოქმედოს და უფრო გააღიზიანოს კანი.ამიტომ 2 კვირაზე ნაკლებ დროში ნუ გაიკეთებთ მას.უკეთეს შემთხვევაში ჯობია ლოსიონი გამოიყენოთ.ხოლო ცხიმიანი კანისთვის დასაშვებია კვირაში ერთხელ. სწორი კვება ჯანმრთელობისა და სილამაზის საწინდარია.ზედმეტი ან ნაკლები საკვები პირდაპირ მოქმედებს კანზე.ამიტომ მთავარია ვიტამინებით სავსე პროდუქტები მიირთვათ. სპორტი მნიშვნელოვანია ცხოვრებაში.ადამიანების უმრავლესობა დიდ დროს უთმობს სპორტულ დარბაზებს, მაგრამ ყოველთვის როდია იგი კომფორტული ოფლის გამო.არ დაგეზაროთ ვარჯიშის დასრულებისთანავე დაბანა, რადგან ოფლი აჩენს აკნესა და გამონაყარს. თქვენი კანი ხშირად გიგზავნით სიგნალებს, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.სიმშრალე, შეშუპება, გამონაყარი შესაძლოა ორგანიზმიდან მოდიოდეს, ამიტომ საჭიროა მათი გამოკვლევა და დიაგნოსტიკა უარი თქვით ცხელ შხაპზე, რადგან ცხელი წყალი აზიანებს კანის ზედა დამცავ ფენას.ასევე მან შეიძლება ნაადრევი ნაოჭები გამოიწვიოს.კანი მშრალი და მოდუნებული გახადოს. არ უნდა დაგავიწყდეთ წყლის მიღება.რაც უფრო ბევრ წყალს დალევთ, მით უფრო უკეთესი და ლამაზი კანი გექნებათ.თუ გავიწყდებათ წყლის ხშირად დალევა, ჭიქა მობილურზე მოათავსეთ.ასე მუდმივად შეგახსენებთ თავს. აუზებში ძირითადად ქლორიანი წყალია, რაც კანისთვის სასარგებლო არაა, ამიტომ აუზში ჩასვლამდე გამოიყენეთ მკვებავი კრემები. 63 6-ს მოსწონს
|