სისხლის სამართალი ამერიკაში 40 წლის შემდეგ დააკავეს მკვლელი,რომელიც ტყეში იმალებოდა 2017, 12 მაისი, 11:48 ![]() 1976 წლის მაისის თვეში ტეხასში მოხდა მკვლელობა, მაშინ ცხელ კვალზე საქმის გახსნა ვერ მოხერხდა.სამართალდამცავებმა საქმეს ხელმეორედ 2014 წელს გადახედეს.პოლიციამ დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილი დნმ-ს ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ სავარაუდო მკვლელი, დევიდ ესი იქვე ახლოს ცხოვრობდა. ![]() პოლიციელებს ეჭვი დაებადათ, რომ დევიდი შესაძლოა მისისიპის ტყეში იმალებოდა, რადგან იგი კარგად იცნობდა ამ ადგილებს და ხშირად ნადირობდა კიდეც. აპრილის ბოლოს პოლიციამ აღმოაჩინა ედსის ავტომობილი, რამაც სამართალდამცავებს საშუალება მისცა შეემცირებინათ ძებნის არეალი.შედეგად პოლიციამ დამნაშავე უღრან ტყეში აღმოაჩინა, სადაც ედსი კარავში ცხოვრობდა. ბრალდებულს დაკავების დროს წინააღმდეგობა არ გაუწევია.უახლოეს მომავალში ედსს ტეხასში გადაიყვანენ, სადაც სასამართლოში გაიმართება 40 წლის წინანდელი საქმის განხილვა. 1976 წლის 11 მაისს პოლიციამ მთებში, სოფლის შარაზე აღმოაჩინა 28 წლის რენე ენტონი გილიოტის გვამი, რომელსაც დანით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული სხეულზე, თავში, ყელის არეში.მაშინ საქმის გახსნა ვერ მოხერხდა. დნმ-დაქტილოსკოპიის აღმოჩენის შემდეგ ბრიტანელი კრიმინალისტების მონაცემებით ყოველწლიურად დაახლოებით 2 ათასამდე საქმე იხსნება, რომელიც აქამდე წლობით არქივებში იყო გადანახული. ![]() 268 8-ს მოსწონს 1-ს არა
|