სხვა საწყალი უმწეო ცხოველები 2012, 12 ივნისი, 22:35 "გიყვარს ცხოველები?"
"კი აბა რა " ბევრის პასუხი ალბათ ზუსტად ასეთი იქნებოდა.
ხო ჩვენ გვიყვარს ცხოველები აბა რა მაგრამ ძირითადად გვიყვარს მაშინ როდესაც პატარები, ფუმფულები და სასაცილოები არიან მერე როცა იზრდებიან გვავიწყდებიან, გვბეზრდებიან და გამოსავალსაც მარტივს ვპოულობთ _ სახლიდან ვუშვებთ..
არ ვფიქრობ იმაზე როგორ შეძლებს ეს ცხოველი ჩვენ გარეშე ცხოვრებას, არ ვფიქრობთ რომ ჩვენ ის მზრუნველობას მივაჩვიეთ არ ვფიქრობთ რომ მასაც მოენატრება ჩვენი თბილი გარემო. უბრალოდ ვდგებით და თავიდან ვიცილებთ როგორც ძველ სათამაშოს უსარგებლო ნივთს...
არადა ცხოველები ხომ ერთადერთი არსებები არიან რომლებსაც ჩვენ ყველაფრის მიუხედავად ვუყვარვართ და ჩვენგან მხოლოდ ყურადღებას ითხოვენ.. მათ ხომ არ აინტერსებთ ჩვენი ბანკის ანგარიში, გარეგნობა, ჩაცმულობა, რემონტი, მანქანის მარკა... ისინი უბრალოდ ჩვენთან ყოფნას ითხოვენ და ჩვენ მათ ამასაც კი ვერ ვაძლევთ... რამდენიმე დღის წინ ჩემი მეზობელი ტომარით ხელში ნაგვის ურნასთან იდგა, მივესალმე და ისიც გამომელაპარაკა : "რა გყავთ ამ ტომარაში, რაღაც მოძრაობს მგონი??" "კატა, უნდა გადავაგდო... სანამ პატარა იყო ჩემი შვილიშვილი ერთობოდა ეთამაშებოდა, ეხლა გაიზარდა და ბეწვს ყრის ბევრს ჭამს და თამაშიც აღარ უყვარს აბა რაღაში მჭირდება, გამოვიყვანე ტომარით და აქ უნდა დავსვა თურმე კატა სიბნელეში უნდა გადააგდო თორემ გზას იმახსოვრებს და უკან ბრუნდება" ნერვები მომეშალა, კატა რომელიც ჩემ მეზობელს რაღაში ჭირდებოდა დღეს ჩემი ეზოს ბინადარია და ბენდიერია.... თუმცა ყველა კატას ყოველთვის ვიღაც ჩემნაირი ვერ მიუსწრებს, ამიტომ კარგად დაფიქრდით სანამ ცხოველს აიყვანთ. მანამდე კი ნახეთ ფოტოები რა დამართეს ადამიანებმა ერთ დროს ფუმფულა საყვარელ და მხიარიულ ცხოველებს... 220 4-ს მოსწონს |
ჩემს პიპინიას ამ დღეში არასოდეს ჩავაგდებ,იმდენად მიყვარს,დილით მისი კოცნა მაღვიძებს...
და კერძო სახლში ვცხოვრობ
უმეტესობა ე.წ სანაგაოდან წაყვანილი...
მეტს უბრალოდ ვერ ვინახავ
ცხოველები ადამიანებს მირჩევნია იმიტომ რომ მხოლოდ სინი არიან მუდამ ჩვენი ერთგულნი