სხვა პატარა საიდუმლო, რომელიც დენის გადასახადს შეგიმცირებთ! - ეს ყველამ უნდა იცოდეს! 2017, 9 მაისი, 11:15
ჩვენს დროში კომუნალური გადასახადების დაფარვა ბევრი ოჯახის ბიუჯეტს საკმაოდ დიდ პრობლემას უქმნის. ამასთან, ხარჯების უმეტესი წილი ელექტროენერგიაზე მოდის. შეიძლება თუ არა ელექტროენერგიის დანახარჯის შემცირება ისე, რომ მნიშვნელოვნად არ შევიზღუდოთ თავი და ოჯახის თითოეულ წევრს უკან არ ვსდიოთ ნათურების გამორთვის მოთხოვნით? როგორც აღმოჩნდა, შეიძლება და ქვემოთ სწორედ ამაზე ვისაუბრებთ. როგორ შევამციროთ ელექტროენერგიის დანახარჯები? ტელევიზორი ყველაზე მცირე რაოდენობით ელექტროენერგიას თანამედროვე პლაზმური და LCD ტელევიზრები მოიხმარს. იგივე ეხება კომპიუტერის მონიტორებსაც. თუ 17 დიუიმიან კინესკოპურ ტელევიზორს ჩართულს დავტოვებთ, იგი 190კვტ/სთ. ენერგიას დაწვავს. ახალი მოდელის ტელევიზორები კი აღჭურვილია ეკონომიის რეჟიმით, რომელიც წელიწადში130-135 კვტ/სთ ენერგიის დაზოგვის საშუალებას იძლევა. კომპიუტერი თანამედროვე კომპიუტერების მოდელებს გააჩნიათ ეკონომიის რეჟიმი, რომელიც შეიძლება ხელით ჩავრთოთ, ან ავტომატურად გააქტიურდეს. ამ პროცედურის შემდეგ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა 50%-მდე უნდა შემცირდეს. მტვერსასრუტი ელექტროენერგიის ეკონომია ამ ხელსაწყოსაც შეუძლია. ამგვარი ეფექტის მისაღებად საკმარისია დროულად გავწმინდოთ მტვრის ტომარა და გამოვცვალოთ ჰაერის გამწმენდრი ფილტრები. მობილური ტელეფონი ყველამ არ იცის, რომ დენის წყაროში დატოვებული დამტენი ენერგიას მოიხმარს ტელეფონის გამორთვის შემდეგაც კი. იმ შემთხვევაში თუ დამტენი გამუდმებით რჩება როზეტში შეერთებული, მოხმარებული ენერგიის 95% იკარგება. ელექტროღუმელი იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ ჭურჭელს, რომელიც არ შეესაბამება ელექტროღუმლის კომფორების ზომას, დახარჯული ენერგიის 10% იკარგება. ენერგეტიკული რესურსების ხარისხიანი მოხმარებისთვის საჭიროა ქვაბების, ჩაიდნებისა თუ ტაფების სწორი შერჩევა - მათი ძირის დიამეტრი უნდა ემთხვეოდეს გაცხელებადი ზედაპირის დიამეტრს. ასევე უმჯობესია, საჭმლის მომზადების დროს ქვაბს თავსახური დავახუროთ - ეს ენერგიის 20%-ს დაზოგავს. სარეცხი მანქანა სარეცხი მანქანა ზედმეტ ელექტროენერგიას მოიხმარს ორ შემთხვევაში: ჩატვირთული სარეცხის ნორმის გადაჭარბების ან პირიქით, არასრული ჩატვირთვის დროს. პირველ შემთხვევაში, ენერგიის გადამეტება შეადგენს 10-15%-ს, მეორე შემთხვევაში კი - იზრდება 30%-მდე. მაცივარი მაცივარი მოთავსებული უნდა იყოს გრილ ადგილზე, იმ მოწყობილობებისგან მოშორებით, რომლებიც სითბოს გამოყოფს. თუ შენობის შიგნით ტემპერატურა 30 გრადუსს აღწევს, მაცივრის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება 100%-ით იზრდება. ასევე დაგაინტერესებთ: 1. შეამოწმეთ დენის მრიცხველი ჩვენებას ხომ არ აორმაგებს - ეს ძალიან მარტივია! 2. იცოდით რისთვის გამოიყენება კავიატურაზე ეს კლავიში? - ეს ძალიან დაგეხმარებათ! 3. რატომ არის საშიში "ემდეეფის" ავეჯი და როგორ ავირიდოთ საფრთხე - დაიმახსოვრეთ ეს მოქმედებები! 4. ამ მეთოდით ზამთარში გათბობაზე საგრძნობლად დაზოგავთ ფულს - გაითვალისწინეთ! 5. რატომ აქვს გაზის ღუმელს 4 "კონფორა" - საოცარი აღმოჩენა, რომელიც ცხოვრებას გაგიადვილებთ! 36139 9-ს მოსწონს
|