1. ფიზიკოსები სწავლობენ ატომებს, — ეს არის ატომების ჯგუფი, რომელიც საკუთარ თავს შეისწავლის.
2. თვეში, რომელიც კვირა დღით იწყება, 13 – აუცილებლად პარასკევი იქნება.
3. პიცა გადმობრუნებული ღვეზელია.
4. კოსმოსი უსიცოცხლო და ცარიელი არ არის. სინამდვილეში, მასში ყველაფერია.
5. ჩვენი კუჭისთვის კარტოფილი ყოველთვის პიურეა.
6. ჰავაის სკოლებში სერფინგი სასკოლო პროგრამაშია.
7. ადამიანის თვალი ფოტოკამერა რომ იყოს, მისი რეზოლუცია, დაახლოებით, 576 მეგაპიქსელი იქნებოდა.
8. ბავშვს, 6–7 თვის ასაკამდე, ერთდრულად სუნთქვა და ყლაპვა შეუძლია. უფრო დიდებს, ამის შესაძლებლობა არა აქვთ.
9. ზაფხული ნეპტუნზე 40 წელი გრძელდება, მაგრამ ტემპერატურა − მინუს 200 გრადუსია ცელსიუსით.
10. იდუმალი სიგნალი, რომელიც ავსტრალიაში მდებარე კოსმოსის კვლევის ტელესკოპმა მიიღო და რომელსაც მეცნიერები 17 წელი იკვლევდნენ, მათი მიკროტალღური ღუმელის მიერ იყო გამოცემული.
11. 70 წლის ადამიანის სიცოცხლის 10 წელი, ორშაბათზე მოდის.
12. დედამიწის ზედაპირი უფრო გლუვია, ვიდრე ბოულინგის ბურთი. მაღალი მთები და ოკეანეების ღრმულები, დედამიწის გარშემოწერილობის მხოლოდ 1/5000-ია.
13. დედამიწაზე არსებული ყველა ცოცხალი არსებიდან, მხოლოდ ადამიანი იხდის ფულს, რომ იცხოვროს.
14. «ჭიანჭველები», რომლებიც სასიამოვნო სიმღერის მოსმენის დროს იწყებენ კანზე სირბილს, — ორგანიზმში დიდი რაოდენობით დოფამინის გამოყოფის შედეგია.
15. იაპონიაში სპორტის ექსტრემალური სახეობა გაჩნდა — ბანზაი-პარაშუტიზმი. ადამიანი თვითმფრინავით 3000 მ. სიმაღლეზე ადის, აგდებს პარაშუტს და 2 წამის შემდეგ, ხტება. მიზანი? — პარაშუტის დაწევა და დაჭერა არის.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
25 უჩვეულო ფაქტი ადამიანის სხეულის შესახებ
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სამყაროს რომის არომატი და ჟოლოს გემო აქვს
10 ფაქტი ჩვენი სხეულის შესახებ, რომელიც მითი აღმოჩნდა
რა მოხდება ქვეყანაში, ყველაფერი უფასოდ რომ იყოს
რატომ აქვთ მამაკაცებს დვრილები?