პარამეცნიერებები ეშმაკის ხვრელი 2017, 7 მაისი, 2:30 ნევადას უდაბნო არის ადგილი სადაც ხშირია პარანორმალური მოვლენები. აქ ხშირად იკარგებიან ცნობისმოყვარე ტურისტები და იქაური მაცხოვრებლები. ამ უდაბნოში არსებობს ერთი ძალიან დიდი ხვრელი გზა მიწისქვეშეთისკენ ადგილი რომელთანაც მიახლოვების დროს ადამიანი თავს ძალიან ცუდად გრძნობს, ადგილობრივი ინდიელები მას ეშმაკის ხვრელს უწოდებენ და სჯერათ რომ მის შიგნით ბინადრობს ბოროტი სული რომელიც ღამით ზევით ამოდის. ამბობენ რომ ამ ადგილას ბევრი ადამიანია დაკარგული. მეცნიერებმა ყურადღებით შეისწავლეს და ადგინეს თუ რატომ ხდებიან ცუდად ადამიანები მასთან მიახლოვების დროს. მღვიმეში არის მდინარე და მხუთავი გაზი რომელიც მეცნიერებს ვერ დაუდგენიათ თუ საიდან მოდის. მეცნიერი ჯონ როკსტოუნი აპირებს უფრო დაწვრილებით და გულმოდგინეთ შეისწავლოს მღვიმე და გაარკვიოს რა პროცესები მიმდინარეობს მის შიგნით თუ საიდან წარმოიქმნება გაზი და საიდან მოდის ეს მდინარე, მან აღნიშნა რომ მღვიმე დაახლოებით 500000 წლისაა. პირველი გამოკვლევის დროს მასში თოკით ჩაუშვეს აღჭურვილობა კამერით, თოკი გაწყდა, ეს შემთხვევითობას დააბრალეს და ისევ ჩაუშვეს მეორე კამერა მაგრამ ამჯერად თოკის ნაცვლად მსხვილი კაბელით სცადეს და ისევ იგივე განმეორდა, როდესაც გაწვეტილი კაბელის ნახევარი ზემოთ ამოიტანეს ნახეს რომ რაღაცას კბილებით ჰქონდა გადაჭრილი. პროცესი ისევ გაიმეორეს კაბელით, კაბელი ისევ რაღაცამ გადაღეჭა. მეცნიერი ამბობს რომ მღვიმის ბოლოში ბინადრობს რაღაც ბოროტი არსება რომელსაც ძლიერი ყბები და კარგი ჯანსაღი კბილები აქვს. 400 8-ს მოსწონს
|