საზოგადოება აღარ უყიდოთ ბავშვს ეს ფეხსაცმელი! შოკისმომგვრელი შემთხვევა 2017, 8 მაისი, 8:55 გამოთბა და ალბათ უკვე ბევრმა თქვენგანმა შეურჩია ბავშვს სეზონისთვის შესაფერისი ფეხსაცმელი, ბევრმა თქვენგანმა კი შესაძლოა უკვე შეუძინა კიდეც, თუმცა თუ ასე არ არის, მაშინ ვფიქრობ სტატია სწორედაც რომ დროულია.
მშობელთა განსაზღვრული ნაწილი ბავშვის ფეხსაცმლის შეძენისას ყურადღებას მხოლოდ დაბალ ფასსა და ე.წ უფრო მასიურ ფეხსაცმელს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა ცდებით! ორი შვილის დედა Lisa Conner–ი ინგლისიდან, ქალაქ ბლეკპულადან გვიზიარებს შოკისმომგვრელ ფოტოს ფეხსაცმლის ამბავთან ერთად The Daily Mail-სთან ინტერვიუს სახით. "ჩემს გოგონას თავის მეორე დაბადების დღეზე აჩუქეს ვარდისფერი სანდლები, რომლებიც Jelly sandals–ის სახელითაა ცნობილი. დღესასწაულიდან რამოდენიმე დღის შემდეგ მან პირველად ჩაიცვა ისინი და მხოლოდ ნახევარი საათით გაისეირნა ჰაერზე სახლის ირგვლივ, ფაქტობრივად არ ურბენია, მხოლოდ დადიოდა, თუმცა რაც ამ მოკლე დროში შევამჩნიე, შოკისმომგვრელი იყო. მას ფეხები სულ სისხლიანი ჰქონდა, ტკივილებიც არ ცხრებოდა და საათზე მეტი დაგვჭირდა მის დასამშვიდებლად. იმის გამო, რომ ჩემი გოგონა ესმე ჯერ ორი წლისაა და საუბარი უჭირს, სიტყვებითაც ვერ გადმოსცა ეს ჯოჯოხეთური ტკივილი. ბრენდულმა ფირმა Next–მა აუცილებლად უნდა განიხილოს ამ ფეხსაცმელების საკითხი და ამოღებული იქნას მისი გაყიდვა ყველა მაღაზიიდან"– ყვება ლიზა The Daily Mail–სთან ინტერვიუს დროს. როგორც აღმოჩნდა მხოლოდ ლიზა და ესმე არ აღმოჩნდნენ მსგავს სიტუაციაში, მათ სხვა დედებიც წერდნენ მსგავსი შემთხვევების შესახებ. ბრენდ Next–ის პრესსპიკერი კი შემდეგ კომენტარს აკეთებს: "ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო და ამ საკითხს სერიოზულად განვიხილავთ ფეხსაცმლის დეტალური ექსპერტიზის შედეგად. ეს ჩვენი პირველი სარჩელია, რომელიც ფეხსაცმელთან დაკავშირებით მივიღეთ". ესმეს მშობლები მოგიწოდებენ, რომ კარგად დაათვალიეროთ ბავშვის ფეხსაცმელი შეძენამდე, რადგან თავიდან ააცილოთ შვილებს ის ტკივილი, რაც მათ პატარა ესმეს გადახდა და იმედია მალე გაქრება ეს ამბავი გოგონას მეხსიერებიდან. P.S. გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რადგან არ შეცდნენ სწორ არჩევანში! 349 17-ს მოსწონს
|