x
image
ცუდი ბავშვი
გრძნეული ბარბარას შვილიშვილი მირანდა და სხვენში მცხოვრები კეთილი არსება
პირველი დამოერე ნაწილი იხილეთ ლინკზე

1 საშიში ისტორია. მიტოვებული სახლი

2 საშიში ისტორია. მიტოვებული სახლი გაგრძელება






imageბარბარეს შვილიშვილს სახელად მირანდა ერქვა.


ერთ დღეს მეზობლის ბავშვი მაღალი ხიდან ჩამოვარდა და დაიღუპა იმ წუთას სასწრაფოს გამოვუძახეთ მაგრამ გვიანი იყო. მირანდამ გაიგო თუ არა ეს ამბავი მივიდა ბავშვს ხელი ხელზე მოჰკიდა და თქვა რომ ის ცოცხალია გვთხოვა დაგვეცადა სანამ თვალს გაახელდა, მაგრამ ბავშვი რომ ამ ქვეყნად დაბრუნებულიყო გვირჩია იმ ღამით გარეთ დაეწვინათ ღია ცის ქვეშ და ახლოს არავინ გაკარებოდა რაც შეიძლებოდა ბავშვისგან შორს დაეჭირათ თავი. ეს სიგიჟეთ გვეჩვენებოდა ყველას მაგრამ სხვა იმედი რომ აღარ იყო დათანხმდნენ. მართლაც ასე მოიქცნენ ბავშვი ღამით მოწმენდილი ღია ცის ქვეშ დააწვინეს, თითქმის მთელი სამეზობლო ვიყავით გარეთ ბავშვისგან რამოდენიმე მეტრის მოშორებით და ვყარაულობდით, გავიდა რამოდენიმე საათი უკვე შუაღამე დადგა სამ საათში გათენებას დაიწყებდა მაგრამ ჯერ არაფერი ხდებოდა, დაძაბულობისგან გული გამალებით გვიცემდა ძალიან დავიღალეთ ლოდინით ვამთქნარებდით და გვეძინებოდა დაღლილობისგან მაგრამ ინტერესი გვაფხიზლებდა, ამდენი ლოდინის შემდეგ იმედი გადაგვეწურა გვეგონა არაფერი მოხდებოდა მაგრამ უეცრად ირგვლივ უცნაური სიჩუმე ჩამოწვა ისეთი სიჩუმე იყო მხოლოდ საკუთარი გულის ცემის ხმა გვესმოდა ყველას, მოულოდნელად ხმა გაისმა თითქოს სადღაც ბომბი აფეთქდა და მოწმენდილი ცა განათდა, არსაიდან წამოსული ელვა ბავშვს დაეცა, ყველა გავშეშდით, გაოცებული და შეშინებული სახეები გვქონდა, ხმას ვერ ვიღებდით, არ გასულა ერთი წუთი და ბავშვი ზემოთ წამოხტა, ტირილი დაიწყო და დედ-მამას ეძახდა.

image








ერთხელ ტყეში წავედი შეშის მოსატანად და უკან როდესაც დავაპირე წამოსვლა გზა ამებნა. ბევრი ვეძებე მაგრამ ტყიდან გამოსასვლელს ვერ ვაგნებდი, თითქოს წრეზე დავდიოდი, ამდენ ძებნაში დაღამდა და გადავწყვიტე ტყეში გამეთენებინა და გზა დილით მეძებნა. ცეცხლი დავანთე და თბილად მოვკალათდი კოცონთან, დაღლის ძილი მომერია და ჩამეძინა. შუა ღამე იყო როდესაც გამეღვიძა, ისეთი სიბნელე იყო თვალთან თითს ძლივს მივიტანდი. ცეცხლი თითქმის ჩამქრალი იყო, მინდოდა ჩემი მოგროვებული შეშა დამემატებინა და ისევ დამენთო ცეცხლი რა დროსაც უკუნეთი სიბნელიდან ვიღაცის ხმა შემომესმა და მეუბნება რომ ცეცხლი არ დამენთო, ირგვლივ მიმოვიხედე ახლოს ვერავინ შევნიშნე, ვიფიქრე რომ მომეჩვენა. ისევ დავაპირე ცეცხლის ანთება და კიდევ იგივე მესმის, ეხლა კი ნამდვილად არ მომჩვენებია და შეშინებულმა ფეხზე წამოვხტი ნაჯახი ხელში დავიკავე და დავუყვირე ვინ ხარ დამენახეთქო. ხმა არავინ გამცა, ამაზე სულ შევშინდი და ტანში საშინლად გამაჟრიალა, ირგვლივ საშინელი სიჩუმეა ამ დროს ვგრძნობ ვიღაც მიახლოვდება ფეხის ხმა მესმის მაგრამ არ ვიცი რომელი მხრიდან, შემდეგ გაჩერდა, აღარ ვიცი რა გავაკეთო ადგილიდან ვერ ვინძრევი, ვიგრძენი ჩემს წინ ვიღაცის გამყინავი სუნთქვა რადგან მისი ამონასუნთქი სახეში მხვდებოდა, შეშინებულმა და გამწარებულმა ნაჯახის ქნევა დავიწყე მაგრამ ჰაერს ვებრძოლებოდი წინ არავინ იყო. გაქცევა დავაპირე თუ არა რაღაცას წამოვედე და წავიქეცი, ეხლა კი ველოდები ეს რაღაც ნამდვილად თავს დამესხმებოდა და მომკლავდა, მოულოდნელად შორიდან გაისმა საშინელი ღრიალის ხმა რომელმაც ყურთასმენა დამიხშო და გონება წამართვა გავითიშე. როდესაც გამომეღვიძა უკვე გათენებული იყო თავს კარგად ვგრძნობდი და ჩემს ირგვლივ ვხედავ პატარა უცნაური არსების ნაბიჯებს თოვლზე. დამაინტერესა და გავყევი ნაკვალებს რომელმაც ტყიდან გამიყვანა, როდესაც ტყიდან გავედი დავინახე ჩემი სოფელი, ეს პატარა ნაკვალები კი ჩემი სოფლისკენ მიდიოდა. ნაკვალებს ბოლომდე მივყევი რომელმაც მიმიყვანა ბარბარეს შვილიშვილის სახლთან, ნაკვალები ეზოში შედიოდა. მეორე დილით მივედი ამ სახლში მირანდა კარებთან დამხვდა და მეუბნება რომ გელოდებოდიო. შევედი და მან დაიწყო საუბარი ისე რომ მე არც არაფერი მიკითხავს. ჩემს გადახდენილ ამბავზე მითხრა, იმ ღამეს შენ შეხვდი ბოროტ ალქაჯს რომელიც შენს მოკლვას აპირებდა მაგრამ ხელი შეუშალა პატარა არსებამ რომელიც ბარბარეს სახლის სხვენში ცხოვრობს, პატარა არსება რომელიც სახლს იცავს წარმოუდგენელი ძალის პატრონია . მირანდამ იგრძნო ჩემი გასაჭირი და ის ჩემს დასაცავად გამოაგზავნა. ავდექი და სხვენთან მივედი ხმამაღლა გავძახე მადლობა ჩემი გადარჩენისთვის, მან კი რაღაც მითხრა უცნაურ ენაზე, როგორც შემდეგ მირანდასგან გავიგე არსებას უთქვამს რომ მეტი სიფრთხილე გამომეჩინა.


image


5
30
8-ს მოსწონს
ავტორი:ცუდი ბავშვი
ცუდი ბავშვი
30
  
2017, 10 მაისი, 0:51
:D ხო რა რავი რაც მოვიფიქრე დავწერე სათაურიც და ისტორიაც. მადლობა გაიხარე
2017, 9 მაისი, 23:40
რაღაცნაირი სათაურია მაგარი ვიცინე :))) მონდომება მომწონს ჰორორები ასწორებს :)
2017, 6 მაისი, 21:25
კი დავწერ სანამ არ მოგწყინდება :)
ხომ კიდევ დაწერ?
0 1 5