საზოგადოებრივი ავი სულები, რომლებსაც ხალხისგან მოშორებით, მთებში ახლაც პოულობენ 2017, 5 მაისი, 19:34
წლების განმავლობაში ნიღბებმა სახეცვლილება განიცადა. ისინი ახლა სქელი თიხისგანაა გაკეთებული, რომელიც ძალიან მძიმეა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიების დროს რამდენიმე წუთით თუ შეიძლება ატარო. ამ ტომის წევრებს ახლაც შეხვდებით ვაგხის ველებზე და პაპუა-გვინეას მთებში. სულ 2000-მდე პატარა ტომია. ამ წლის დასაწყისში ვაგხის ველზე, ჰაგენის მთიდან დაახლოებით 31 მილის დაშორებით პოგრეს "წვიმიან ტყეებში" ფოტოგრაფი ესტუმრა. ფოტოგრაფს შიშვლები, ტალახში ამოსვრილნი, გენიტალიებზე ფოთოლაფარებულნი, თავზე სქელი თიხის ნიღბებით დახვდნენ. პაპუა-ახალი გვინეას ტომებს, მუდამ უწევდათ ბრძოლა მიწის, ქალებისა და ღორებისთვის, ამიტომ კაცები ცდილობდნენ ახალ-ახალი ნიღბები მოეგონებინათ და სხვადასხვაგვარად მოეხატათ. არსებობს ლეგენდა, რომ ოდესღაც მტერი შემოესია ერთ-ერთ ტომს. მათ უკან დაიხიეს და მდინარის პირას დაიმალნენ. შებინდებისას დასვენებულებმა და ერთად მოგროვილებმა კვლავ შეუტიეს მტერს. რადგან მდინარის პირას ტალახი იყო, ისინი ამოსვრილები იყვნენ. მტერს ავი სულები ეგონა და შეშინდა. ახლაც ბევრ კლანს ეშინია ავი სულების, ამიტომ გარბიან და მოწინააღმდეგე იმარჯვებს. მათი ნახვა როგორც უკვე გითხარით ახლაც შეიძლება მთებში. ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქი ჰაგენი, ქვეყანაში სიდიდით მესამეა, თუმცა მაინც "ველური საზღვრის" რეპუტაცია აქვს. ამჟამად მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საუბრობენ 800 სხვადასხვა ენაზე. აქედან ენების 12% ადგილობრივია. ხშირად მეზობელ ტომს არ შეუძლია გაიგოს რას საუბრობენ რამდენიმე მილის მოშორებით მცხოვრები ტომები. ზოგიერთ ენაზე მხოლოდ 5 000 ადამიანი თუ მეტყველებს.
სამზარეულოს ულამაზესი ინტერიერი, რომელშიც აუცილებლად უნდა შეიხედოთ როგორ ვზრდით შვილს - რა შეკითხვები არ უნდა დავუსვათ ბავშვს 297 3-ს მოსწონს |