სხვა უცნაური სილამაზე და სექსუალურობა სხვადასხვა ქვეყნებში 2017, 5 მაისი, 0:39 ევროპული სილამაზე და სექსუალურობა ჩვენთვის ნათელია, მაგრამ ყველა ქვეყანაში ერთნაირი როდია, არამედ საპირისპიროც კი.ეს იმის დამადასტურებელია, რომ ჩვენი ჩაცმულობა, აქსესუარები და გარეგნობა ყოველთვის როდია სხვისთვის მიმზიდველი.
სხვადასხვა ქვეყნებში სექსუალურად ჩვენგან სრულიად საპირისპირო გარეგნობა და ფასეულობები მიაჩნიათ, რაც უემოციოდ ნამდვილად არ დაგტოვებთ.
იაპონია-კბილები ![]() დასავლეთ ქვეყნებში გლუვი ღიმილი სილამაზედ ითვლება, იაპონიაში კი პირიქით.მრუდე კბილები აქ მოდის და სილამაზის განმსაზღვრელია, ამიტომ ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები სტომატოლოგთან სპეციალურად დგებიან რიგში, რათა ასეთ შედეგს მიაღწიონ. დას. აფრიკა. პაპუა-ახალი გვინეა - ნაწიბურები ![]() სხვადასხვა ნაწიბურები, ტატუები და ორნამენტები სხეულზე, ეს აფრიკის ამ ქვეყნებში სილამაზედ და სექსუალურად ითვლება.ძირითადად ეს არის ექსტრავაგანტული სხეულის მოდიფიკაცია მათი თაყვანისმცემლებისთვის. სამხრეთ კორეა - გულის ფორმის სახე ![]() სამხრეთ კორეაში პლასტიკური ქირურგია მხოლოდ ნორმალიზებული არ არის.ერთ-ერთი მთავარი ნიშანი სილამაზისა გულის ფორმის სახეა, რის ოპერაციაც ძალიან მტკივნეული და პრობლემატურია პაციენტისთვის, მაგრამ უამრავი ადამიანი მიმართავს ამ გზას, რათა უფრო ლამაზი და სექსუალური გახდეს. მავრიტანია-კუჭის დაპატარავება ![]() ირანი - ქირურგირებული სახე ბაფთით ![]() ჩინეთი, ტაილანდი - თეთრი კანი ![]() ტაივანში თეთრი სახის კანი ძალიან მიმზიდველად და ლამაზად ითვლება, ამიტომ სახის მზისგან დასამალად ამგვარ ხერხსაც მიმართავენ ხოლმე. აფრიკა, ეთნიკური ჯგუფი - მაღალი შუბლი ![]() ბურმა - მაღალი კისერი ![]() ეთიოპია, მურსის ტომი - დაჭიმული ტუჩები ![]() ამ ტომის სილამაზეს მათი დაჭიმული ტუჩები და ამ დისკების ზომა განსაზღვრავს.რაც უფრო დიდია დისკი, უფრო მაღალი სტატუსის მქონეა პიროვნება. ტაჯიკეთი - გადაბმული წარბები ![]() როგორც ჩანს ეს ტრადიციები მხიარულზე მეტად ბარბაროსულს უფრო წააგავს, მაგრამ ადამიანი ეჩვევა ყველაფერს რაც ნორმად მიაჩნია.ამ მხრივ არც ჩვენ ვართ გამონაკლისები: გახვრეტილი ყურები, სხვადასხვა პირსინგი, უამრავი ტატუ და ა.შ. შესაძლოა ეს ამ ტომელებისთვის პირიქით უცნაური და ბარბაროსული აღმოჩნდეს. 432 10-ს მოსწონს
|