x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138532
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512213
5 დაუჯერებელი გადარჩენა, რომლებიც მსოფლიო ისტორიას არ ავიწყდება! (II ნაწილი)

ადამიანის ყველაზე ძირითად ისტიქტს, გადარჩენის და სიცოცხლის ინსტიქტი წარმოადგენს. ზოგადად ადამიანებს შეუძლებელი რაც ჰგონიათ, იმის გაკეთება უწევთ, მაშინ როდესაც სიცოცხლეს და სიკვდილს შორის რჩებიან. დღევანდელი სტატია ზუსტად ამ თემას ეხება! წარმოგიდგენთ 5 რეალურ ისტორიას, სადაც ადამიანების დაუჯერებელ გადარჩენაზე იქნება საუბარი.


1. დუგლას მოუსონი - 1912 წელი, ანტარქტიდა!


image


1912 წელს, დუგლას მოუსუნი თავის სამეგობართან ერთად, ძაღლებზე მიბმული ციგებით დაიწყებს ანტარქტიდაზე მგზავრობას. ერთ-ერთი ციგიანი ძაღლი, რომელიც საკვებ რეზერვს დაატარებდა, კლდიდან უფსკრულში გადაგორდა. მოუსონმა 2 მეგობარი დაკარგა. ურთულეს პირობებში მხოლოდ ორს მოუწიათ მგზავრობა. შიმშილისგან მათ ძაღლების ჭამა დაიწყეს, შემდეგ მოუსონის დარჩენილი მეგობარი დაიღუპა, თუმცა დიდი სირთულეებისდა მიუხედავად მოუსონმა მაინც მოახერხა 160 კილომეტრის ფეხით გავლა და სიცოცხლე შეინარჩუნა.





2. ჯონ კალტერი - 1808 წელი!


image


1808 წელს ჯონ კოლტერი ინდიელებმა შეიპყრეს. მათ გართობის მიზნით კოლტერი გააშიშვლეს და სანადირო მოედანზე გაუშვეს, რამოდენიმე წუთში ისრებით და ნაჯახებით დაიწყეს კოლტერზე ნადირობა. სტატიის თემის გმირს ძალიან გაუმართლა, იგი რამოდენიმეჯერ ისრით დაიჭრა, თუმცა კოლტერმა მოახერხა ერთ-ერთი ინდიელის მოკვლა, რის შედეგადაც მიმალვა მოახერხა. 10 დღის განმავლობაში Little Big Horn -ის კლდეებზე ჯონ კალტერი შიშველ მდგომარეობაში ძრომიალობდა, საბოლოოდ მან მოახერხა გადარჩენა.





3. ლეონის როგოზოვი - 1960 წელი, ანტარქტიდა!


image


1960 წელს, როდესაც ლეონიდ როგოზოვი იმყოფებოდა ანტარქტიდაზე, მოულოდნელად შეაწუხა აპენდიციტმა. სამწუხაროდ ადგილზე არც სავადმყოფო და არც ექიმი იყო. როგორზოვმა აპენდიციტის ოპერაცია დამოუკიდებლად და რაც მთავარია წარმატებულად ჩააატარა.






4. იოსი ჯინსბერგი - 1981 წელი ამაზონებში!


image


იოსი ჯინსბერგი იყო ისრაელის კომენადოს წარმომადგენელი. როდესაც იოსიმ კომანდო დატოვა, გადაწყვიტა დაკავებულიყო მოგზაურობით. პირველ ეტაპზე იმოგზაურებს ბოლივიაში, სადაც ოქროს საძებნელად მიეშურება ამაზონის ტყისკენ. მოულოდნელად მისი ნავი ჩანჩქერიდან გადმოვარდება, იოსი მძიმედ დაიჭრება, მაგრამ სირთულეების და მიუხედავად 3 კვირის განმავლობაში ამაზონის ტყეში გადარჩენას შეძლებს.




5. სტივენ კალაჰანი - 1982 წელი, ატლანტიკის ოკეანე!


image


1982 წელს სტივენ კალაჰანი თავის მიერ წარმოებული ნავით გაემგზავრება ბერმუდის სანაპიროზე. სამწუხაროდ ნავი არასანდო აღმოჩნდება და ჩაიძირება. სტივენი გადარჩენას რეზინის ნავით შეძლებს, სადაც ასევე რამოდენიმე დღის საკვები რეზერვი ჰქონდა გადამალული. გარდა რეზერვისა, კალაჰანს გადარჩენაში დაეხმარა წიგნი, სადაც აღწერილი იყო, თუ როგორ უნდა გადარჩე რთულ სიტუაციებში. ზუსტად 76 დღის განმავლობაში კალაჰანი ოკეანის წყლებში მიცურავდა რეზინის ნავით, იკვებებოდა თევზებით და ჩიტებით, ხოლო დასალევად წვიმის წყალს იმარაგებდა. 76 დღის განმავლობაში კალაჰანმა შორიდან 9 გემი შეამჩნია, აქედან ორს ფეირვერკიც ესროლა, თუმცა ყველაფერი უშედეგოდ! იმედების გაცრუების მომენტში გამოჩნდა მოთევზავე, რომელმაც კალაჰანს ახალი სიცოცხლე აჩუქა. ამ 2, 5 თვიან პერიოდში კალაჰნმა 25 კილოგრამით დაიკლო.





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი




{თქვენთვის საინტერესო}


1. 5 დაუჯერებელი გადარჩენა, რომელიც მსოფლიო ისტორიას არ ავიწყდება!

2. "ვწერ მათთვის, ვისაც ეს სჭირდება-სიმსივნე განაჩენი არაა!"

3. როგორ მოქმედებს D ვიტამინი კუნთებსა და ძვლებზე?

4. ნახეთ რა აღმოაჩინა მან, ახლადშეძენილ სახლში?!

5. ვინ არის ცნობილი მოდელი, რომელიც ბუნების სილამაზეში ცხოვრობს!

0
1319
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1319
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0