მინდა გიამბოთ ადამიანზე, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ალპნიზმის ერთ-ერთი სახეობის, კედლოვანი ასვლების განვითარებაში. ეს ადამიანია გოჯი ზურებიანია.
გოჯი ზურებიანი დაიბადა 1906 წელს მულახში, სოფელ ცალდაშში. ( მულახის თემი, რომელიც მესტიიდან 12 კილომეტრითაა დაშორებული) იგი ცნობილია როგორც: ალპინისტი, მეგზური, მთასვლელობის ინსტრუქტორი. მას უამრავი მედალი აქვს. 1950 წელს გოჯიმ მიიღო ოქროს მედალი შხელდა-უშბის ტრავერსის გავლისათვის.გოჯის ერთი უჩვეულო ჩვევა ქონდა, როდესაც მთაზე ადიოდა მთის წვერზე ფეხს არასდროს ადგამდა, რადგან მისთვის წმინდა ადგილს წარმოადგენდა. გოჯი კარგი მონადირეც იყო. მასზე უამრავი ლეგენდა არსებობს. მე მისი შვილთაშვილი, გიამბობთ ერთ-ერთ მათგანს :))
მ ო ნ ა დ ი რ ი ს უ ც ნ ა უ რ ი თ ა ვ გ ა დ ა ს ა ვ ა ლ ი
იყო ერთი მონადირე გოჯი ზურებიანი, რომელიც სოფელ ცალდაშში ცხოვრობდა. ერთ დღეს იგი მარტო წაავიდა სანადიროდ. მან წინასწარ იცოდა, რომ ერთ გამოქვაბულში მოუწევდა ღამის გათევა. გოჯი ვახშმის მზადებას შეუდგა. ხურჯინიდან ამოალაგა პური და არაყი. გოჯიმ ლოცვის დააპირა, მაგრამ ამ დროს მისი მეზობელი კახიანი შემოვიდა გამოქვაბულში. მეზობლები გულთბილად მიესალმნენ ერთმანეთს. ზურებიანმა კახიანს ჰკითხა:
- იარაღი სადა გაქვსო?
- გარეთ დავტოვეო.
- შიგნით შემოგეტანაო?
- გარეთ არაფერი უჭირსო.
ორივემ ილოცა. არაყი დალიეს, ცოტა საჭმელი შეჭამეს. კახიანმა უთხრა ზურებიანს:
- ამაღამ მთვარიანი ღამეა, ჯიხვების სამყოფი ადგილი ვიცი, წავიდეთ და მოვკლათო.
- ღამე ნადირობა არავის გაუგია, გათენდეს და მერე ვნახოთო.
კახიანმა დაიჯინა. ზურებიანი გამოიყვანა გამოქვაბულიდან. დააპირეს წასვლა, მაგრამ კახიანმა იარაღი არ აიღო.
- მე იარაღი არ მჭირდებაო.
შეყვნენ კამათს. სტაცა კახიანმა ხელი ზურებიანს. როგორც იქნა ზურებიანმა იმარჯვა, ჰკრა ხელი და ციცაბო კლდიდან გადაჩეხა. ზურებიანი დაბრუნდა გამოქვაბულში. ბევრი ინანა, ეს რა მომივიდა - მეზობელი შემომაკვდა.ძილი არ მიეკარა. დილით ადრე ადგა. ნახა ის ადგილი, საიდანაც მეზობელი გადააგდო. აქედან გადაგდებული კაცი კი არა, ქვაც არ გადარჩებოდა. ჟრუანტელმა დაუარა და სახლისაკენ გაუდგა გზას. სანამ სახლში მივიდოდა, ნახა, რომ, გოჯი კახიანი და მისი ძმა სათიბს თიბავდნენ სახლის ახლოს . ზურებიანმა გამარჯობა არ უთხრა.
- რას გვემდური გოჯი, ყოველთვის ნანადირევით დატვირთული არავინ მოდის, მაგრამ გამარჯობას კი ამბობენო.
- ნანადირევთან არა მაქს საქმე, მე თქვენთან მექნება საქმე დღეიდანო.
ძმებს გაუკვირდათ. მათ არავითარი ბრალი არ მიუძღოდათ. დაიწყეს ერთმანეთს შორის მოციქულობა. კახიანმა გაიგო თუ რა ბრალი ედებოდა მას, მაგრამ იმ ღამეს კახიანი სახლიდან არ გასულა. ფიცზე გავიდა კახიანი თავის ძმასთან ერთად.
დარწმუნდა ზურებიანი, რომ იმ ღამეს მასთან კახიანი არ ყოფილა. მას გოჯის სახით ტყეში მცხოვრები ტყის კაცი ან სხვა არსება მოევლინა.