სხვა ყველაზე საინტერესო, მცენარეების შესახებ (+ ფოტო – მარიხუანას ღიმილი) 2017, 4 მაისი, 18:24
«ზარბაზნის ხე», კურუპიტა გვიანის (ლათ. Couroupita guianensis)
დედამიწაზე უამრავი საინტერესო ადგილი, ადამიანი, ძეგლი, შენობა და ნივთები არის. ამ ნაკრებში კი წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს მცენარეების შესახებ:
2. ბამბუკს შეუძლია 1 დღე-ღამეში 3 მ-მდე გაიზარდოს. 3. პლანეტაზე ყველაზე ხანდაზმულ მცენარედ სეკვოია «პრეზიდენტი» ითვლება. ის აშშ-ს ნაციონალურ პარკში იზრდება და როგორც ვარაუდობენ, დაახლოებით 3240 წლის არის. თუმცა, ისე მხნედ გამოიყურება, სულაც არა გავს მოხუცს. მისი პარამეტრები კი ასეთია: სიმაღლე – 73, 4 მ. დიამეტრი – 7, 1 მ (1, 5 მ. სიმაღლეზე), ღეროს გარშეომწერილობა ხის ძირში – 28, 3 მ. 4. ტულე (ესპ. Árbol del Tule) – ყველაზე მსხვილი ხე არის მსოფლიოში. ის მექსიკაში, ქ. სანტა-მარია-დელ-ტულეს ცენტრში დგას. ხის ღეროს დიამეტრი - 14 მ-ია, ხოლო გარშემოწერილობა - 42 მ. ერთი შეხედვით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ხე რამდენიმე ძირი მცენარის ერთობლიობას წარმოადგენს, მაგრამ დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ერთიანი ორგანიზმია. მისი სიმაღლე 40 მ-ია, მასა 635 ტ. და თავისი ჩრდილის ქვეშ 500 ადამიანის შეფარება შეუძლია. 5. მეცნიერებმა მიკროსკოპით მარიხუანას შესწავლა გადაწყვიტეს და ნანახმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა: 6. ზარბაზნის ხე (Cannonball Tree) ყველას გაოცებას იწვევს, ვინც მას პირველად ნახულობს – ის სამხ. ამერიკის ტყეებში, სამხ. ინდოეთის და კარიბის ზღვის კუნძულების ტიპიური მარადმწვანე მცენარეა. მისი ნახვა ინდოეთში, შივას ტაძრებთან და შრი-ლანკას და ტაილანდის ბუდიდტური ტაძრების ირგვლივ შეიძლება. მცენარის სამეცნიერო სახელი კურუპიტა გვიანის (ლათ. Couroupita guianensis) არის. ხოლო ადგილობრივები მას ზარბაზნის ხეს ეძახიან, რადგან დიდი ზომის (15-24 სმ.) ყავისფერი ნაყოფი აქვს. 7. მდ. ამაზონის ჯუნგლები – საიდუმლოებით მოცული ადგილია, სადაც უამრავი უჩვეულო და მოულოდნელი რამის ნახვა შეიძლება. სწორედ იქ იზრდება პალმის უნიკალური სახეობა – სოკრატია შიშველფესვიანი (ლათ. Socraetea Exorrhiza), რომლებსაც სიარული შეუძლია. ეს სახელი მის გარეგნობას სრულად შეესაბამება, რადგან ფესვები მიწის ზევით არის და ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მას გადაადგილება შეუძლია, მაგრამ ძალიან ნელა. ხის «სიარულის» მექანიზმი კი ასეთია: როდესაც გრუნტიდან სასარგებლო ნივთიერებები ამოიწურება, მის ღეროს გვერდიდან წანაზარდები ეზრდება, ხოლო ძირითადი ღეროს ძალა ნელ-ნელა კლებულობს და ბოლოს ხმება. ამის შემდეგ, ხე წანაზარდებისკე იხრება და ახალ ადგილზე ერჭობა. 8. შიშველფესვიანების კიდევ ერთი წარმომადგენელი ბენგალური ფიკუსი (ლათ. Fícus benghalénsis) არის. ეს მცენარე ყველანაირად ცდილობს რომ მის ირგვლივ არსებული სივრცე მთლიანად დაიპყროს. მისი გავრცელების არეალები ბანგლადეშში, ინდოეთში და შრი-ლანკაზე არის. მცენარეს ფესვები ჰორიზონტალურ ტოტებზე გამოსდის და შემდეგ ქვემოთ ეშვება, რომ მიწიდან წყალი და საჭირო მინერალები აითვისოს. 9. უჩვეულო ადგილია Glacier Gardens ბოტანიკური ბაღიც, რომელიც ალასკაზე მდებარეობს. ამ ბაღში დაახლოებით 100-მდე ხე არის, რომელიც ბოტანიკის ყველა წესს არღვევს და წვერით მიწაში, ხოლო ფესვებით ცისკე იზრდება, რაც ბაღის მფლობელების სტივ და სინდი ბოუჰეების (Steve and Cindy Bowhay) მრავალწლიანი შრომის შედეგია. 10. ყველაზე უნივერსალური მცენარე, რომლის ფოთოლი, ყვავილი, ნაყოფი, ქერქი და ფუღუროც კი გამოიყენება – ბაობაბი არის. მისი ნაყოფი ძალიან გემრიელია და მისგან კარაქს და გამაგრილებელ სასმელებსაც ამზადებენ. ნაყოდის მოხლისა და დაფქვის შემთხვევაში, უგემრიელესი ყავის მომზადება შეიძლება. ბაობაბის ფოთლებით გემრიელი სალათების გაკეთება და სუპებს მოხარშვა შეიძლება. ყვავილის მტვერი კი, წებოს დასამზადებლად გამოიყენება. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: ყველაზე უჩვეულო ყვავილები მსოფლიოში ცისფერი ყაყაჩო მცენარეებით «ქსოვა» და სამარეში წაღებული საიდუმლო საინტერესო ფაქტები ყვავილების შესახებ 1363 13-ს მოსწონს 1-ს არა
|