x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ეს პროდუქტები 30 წლის შემდეგ აღარ მიირთვათ! ნამდვილად გასათვალისწინებელია
ალბათ უკვე ბევრისთვის მოვიდა დრო სიმართლეს ჩახედოთ თვალებში! დაკარგულ დროს ვერც პლასტიკური ქირურგია და ვერც სხვა რომელიმე ფაქტორი ვერ დაგიბრუნებთ, ხოლო ის ყოველივე, რაც ამდენი ხნის განმავლობაში გარს გეკრათ, 100%-ით ქრება და იცვლება. არსებობს საკვები, რომელთა მირთმევა 30 წლის შემდეგ აღარ შეიძლება და მიუხედავად იმისა, რომ ის თქვენ ძალიან გიყვართ, თქვენს სხეულს ამაზე საპირისპირო შეხედულება აქვს.



image


მოდით ერთად გადავხედოთ ჩამონათვალს, თუ რომელი პროდუქტების მირთმევა გვეკრძალება 30 წლის შემდეგ.



1. ცილები და ენერგეტიკული საკვები (სასმელი). გინდა დაიჯერეთ და გინდა არა, მაგრამ ამ ასაკიდან თქვენ აღარ მარაგდებით ცილებით და ენერგეტიკულებიც არ გმატებენ ენერგიას. უმჯობესია უხვად მიირთვათ ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული. ენერგეტიკული საკვებ-სასმელი შედგება ბევრი არასასურველი ნივთიერებებისგან: გლიცერინი, სორბიტოლი, ცილის შრატი, ფრუქტოზა, დექსტროზა, მათ კი შეუძლიათ ზიანი მოუტანონ თქვენს ჯანმრთელობას.





2. თეთრი პური. ყველაფერი, რაც რაფინირებული ფქვილისგან მზადდება- ცუდია. თეთრი პური და კრუასანები შეიცავს მაღალი რაოდენობით შაქარსა და გლუკოზას, რაც ხელს უშლის ორგანიზმში კოლაგენისა და ცილების გამომუშავებას, ეს კი მიზეზი ხდება ნაოჭების ნაადრევი გაჩენის. ამიტომ გადადით ჭვავის პურსა და კრენდილებზე, რაც ასევე დაასტაბილურებს შაქრის დონეს სისხლში.




3. ბატი-ბუტი. ალბათ ბევრს გიყვართ ბატი-ბუტი, თუმცა თქვენს სხეულს არა. განსაკუთრებით სახიფათოა ზეთით, მარილით და სხვა დანამატებით, რადგან ის მოქმედებს არტერიებზე და ხელი ეწყობა გულის დაავადებებს.




4. მარგარინი. კარაქის შემცვლელი ყველანაირი პროდუქტი შეიცავს ქოლესტერინსა და ტრანს-ცხიმებს, რომლებიც ახშობს არტერიებს და გულის დაავადებების მიზეზი ხდება. გარდა ამისა კი, აჩქარებს დაბერების პროცესს და ორგანიზმი მგრძნობიარე ხდება ულტრა სხივების მიმართ.




5. გადამუშავებული ხორცპროდუქტები. ბეკონი, ლორი, სალა, ძეხვი და სხვა ართმევს თქვენს კანს ელასტიურობას, რადგან ყველა ხორცპროდუქტი გადაჭედილია ნიტრატებითა და ნიტრიტებით. ასევე იწვევს სხეულის უჯრედების დაჟანგვას, რაც თავის მხრივ არღვევს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას.




6. ყავა ყინულით. ცივი ყავა ზაფხულის ერთ-ერთი განუყოფელი კოქტეილია, რომლის მირთმევა 30 წლის შემდეგ რეკომენდებული არაა. ის მოკავშირეა კანის დაბერების დაჩქარების პროცესის, ამავდროულად აფერხებს ძილის პროცესს, რის გამოც არღვევს კანის რეგენერაციის პროცესს ღამის განმავლობაში. ასევე ნუ გამოიყენებთ საწრუპ ჩხირს, რომელიც ტუჩის ირგვლივ აჩენს ნაოჭებს.




7. ლუდი და სხვა ალკოჰოლური სასმელები. რაც უფრო მეტია ასაკი, მით უჭირს ორგანიზმს ალკოჰოლის გადამუშავება. ასევე ხელს უშლის ხარისხიან ძილს, მას კი კარგად მოგეხსენებათ რა ცუდი შედეგები მოყვება და ასევე არღვევს კანის ელასტიურობას.




P.S. ეს ყველაფერი ექიმების რჩევებია, თუმცა ბოლოს მაინც ნება თავისუფალია- დაუჯერებთ თუ არა მათ. ჯანმრთელობას გისურვებთ!




იხილეთ აგრეთვე:


● 14 პროდუქტი, რომლებიც ერთად არ უნდა მივირთვად - ჯანმრთელობის ოქროს წესი

● 10 ყველაზე ბინძური პროდუქტი, რომელთაც ყოველდღიურად მივირთმევთ

● როგორ გარდაქმნის ცივი წყალი თქვენს საკვებს საწამლავად


1
244
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
244
  
2017, 10 მაისი, 1:27
ამ სიიდან დიდად არცერთზე არ ვგიჟდები და ზოგს საერთოდ ვერც ვიტან და ახლოსაც არ ვეკარები. მაგალითად ენერგეტიკულებს, ბატიბუტს და მარგარინს, მაგრამ ლუდს ნამდვილად ვერ დავთმობ :)))
0 1 1