სასარგებლო პროდუქტები სამზარეულოს ხრიკები,რომლებიც ყველას არ გამოადგება,როგორც ინტერნეტშია ნაჩვენები 2017, 3 მაისი, 18:38 გიჩვენებთ მაგალითებს, რომლებმაც მთელი ინტერნეტი მოიცვა, მაგრამ ეს მაგალითები ყოველთვის არ არის სწორი გამოცდილება ეფექტურობის უზრუნველსაყოფად.შესაძლოა ბევრჯერ სცადოთ მაგრამ აი შედეგიც.
“პომიდვრის მარტივად დასაჭრელად გამოიყენეთ 2 თეფში, როგორც სურათზეა და დაუსვით დანა.'' შედეგი არც ისე სასიამოვნოა. თუ ქვაბიდან მუდმივად გადმოგდით რძე ან სხვა საჭმლის წვენი, ქვაბზე მაღლიდან დადეთ ხის კოვზი.როფოეც ხედავთ არც ეს ჭრის ყოველთვის. მიკროტალღოვან ღუმელში შეიძლება ძალიან სწრაფად და თან გემრიელი საჭმლის გაკეთება. მოამზადეთ ტორტი. აიღეთ 1 კვერცხი, ცოტა ფქვილი, შაქარი და კაკაო, დააამატოთ ცოტა წყალი, გამაფხვიერებელი და ცოოტა მარილი. აი შედეგიც: ეს ხერხი მუშაობს, მაგრამ ყველას ნამდვილად არ გამუვა. კვერცხი ადვილად გაიფრცქვნება, თუ მას მოხარშვის შემდეგ ცივ წყალში გავაჩერებთ. დიახ.ეს ძველისძველი ხრიკია, რომელიც ჩვენმა ბებია-ბაბუებმაც კი იცოდნენ. ღვინო მალე გაცივდება თუ მასში ცივ ყურძნებს მოათავსებთ. ეს ნამდვილად კარგი არჩევანია. თუ ხახვს ჭრით და არ გინდათ იტიროთ, ცრემლების შესაჩერებლად მოაყარეთ მარილი ხახვს. ეს მეთოდი ძალიან მცირედით თუ დაგეხმარებათ. თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ და შემდეგ გამოიყენოთ გაყინული ზეითუნის ზეთი მასში მოთავსებული მწვანილებით. ეს ხერხი გამოგადგებათ მაშინ, თუ ნამდვილი, სუფთა ზეთი გაქვთ.სხვა შემთხვევაში არა. ლიმნის წვენი დაიცავს თქვენს გაჭრილ ვაშლს დაჟანგვისგან. დიახ, ეს ხერხი კარგად მუშაობს. ბანანი აღარ გაშავდება, თუ მის ყუნწს ცელოფანში შევფუთავთ. ეს ხერხიც არ მუშაობს. ამ ხერხით კვერცხის ერთი გული ზედა მხარესაა, მეორე ქვედა მხარეს. როგორც არ უნდა ეცადოთ არ გამოგივათ. თუ გინდათ მწვანილები დიდ ხანს შეინახოთ, ასე მოიქეცით. ბევრი ადამიანი მწვანილების შესანახად გაზეთს ან უბრალოდ პარკს იყენებს.ჯობია მწვანილები წყლიან ჭიქაში მოათავსოთ და პარკით შეფუთოთ.ასე დიდხანს გაძლებს. ეს ხერხიც მუშაობს. წარმატებებს გისურვებთ. 468 11-ს მოსწონს
|