x
image
ცუდი ბავშვი
საშიში ისტორია. მიტოვებული სახლი. გაგრძელება
image



დასაწყისი იხილეთ ამ ლინკზე.

საშიში ისტორია. მიტოვებული სახლი



მას შემდეგ რაც ბებია ბარბარე გარდაიცვალა გავიდა 25 წელი. მიტოვებული სახლიდან ხშირად გამოდიოდა ჩუმი ტირილის ხმა და ხანდახან საშინელი ღრიალის ხმები. 25 წლის თავზე ერთ მშვენიერ გაზაფხულზე მოხდა სასწაული, ეზოში ყველა ყვავილმა და ხეებმა დაიწყო გაფოთვლა და ამოვიდა ახალი ყვავილები, მთელი სამეზობლო შოკში იყო ყველას გვიკვირდა რატომ ხდებოდა ეს სასწაული, ამდენი ხნის უსიცოცხლო ხეებმა ასე უბრალოდ როგორ მოახერხა ეს. არ გასულა დიდი ხანი და გაზაფხული თითქმის მთავრდებოდა რომ ამ დროს სოფელში გამოჩნდა ორი ახალგაზრდა, 25 წლის გოგო და 30 წლის ბიჭი რომლებიც იყვნენ ახალი დაქორწინებულები და ეძებდნენ ბებია ბარბარეს სახლს. როგორც შემდეგ გაირკვა გოგო ბებია ბარბარეს ყველაზე უმცროსი შვილიშვილი იყო, გოგონა ძალიან გავდა ბებიას ახალგაზრდობისას თითქოს მისი ასლი იყო. სახლის სანახავად რამოდენიმე მეზობელი თან გავყევით და მივაცილეთ მიტოვებულ სახლამდე. როგორც კი ეზოში ფეხი ჩაადგეს უცნაური რამ მოხდა, საოცარი და სასიამოვნო თბილი ნიავი ამოვარდა, ხეებმა და ყვავილებმა უცნაურად დაიწყეს შრიალი და ერთი წუთი ასე გაგრძელდა, თითქოს იქაურობას ამ გოგოს დანახვა ძალიან გაუხარდათო და შრიალით შეეგებეს ახალგაზრდებს, სახლმაც კი უცნაურად დაიწყო ჭრიალი, ისევ იგრძნობოდა სასიამოვნო სითბო და სიმსუბუქე, გოგოც უცნაურად მოიქცა ყველა ხესთან და ყვავილებთან სათითაოდ მიდიოდა და ესალმებოდა, ხელს ნაზად უსვამდა ეფერებოდა და რაღაცას ეჩურჩულებოდა უცნაურ ენაზე.



image

შემდეგ სახლში შევიდნენ და ჩვენც შიგნით შევყევით, მოულოდნელად ჭერში სხვენიდან ნაბიჯების ხმა შემოგვესმა თითქოს ვიღაც დარბოდა, ახალგაზრდებმაც გაიგონეს და ამ პატარა გოგონამ მოულოდნელად დაიწყო საუბარი ისევ ჩვენთვის გაუგებარ უცნაურ ენაზე რაღაცას ხმამაღლა ეუბნებოდა სიხარულით და თვალებზე ცრემლები მოადგა, გინდ დაიჯერეთ გინდ არა სხვენიდან იმ პატარა არსებამ იგივე ენაზე რაღაც დაიძახა და გაჩუმდა, ამის შემდეგ ახალგაზრდებმა მთელი სახლი დაათვალიერეს ნახეს და გვითხრეს რომ აქ აპირებდნენ ცხოვრებას, გვთხოვეს რომ სამეზობლო მივხმაებოდით სახლის დასუფთავებაში ვისაც ამის სურვილი ჰქონდა. გარდაცვლილ ბებია ბარბარეს დიდ პატივს ვცემდით ყველა და რადგან ეს გოგონა მისი შვილიშვილი იყო სიხარულით დავთანმხდით წყვილს მიხმარებაში. ერთ კვირაში სამეზობლოს თავდაუზოგავი მონდომებით სახლკარი ისევ ადრინდელივით გამოიყურებოდა ისე როგორც ბებია ბარბარეს სიცოცხლეშივე იყო. შემდეგ ხშირად დადიოდნენ მეზობლები მათთან სტუმრად და ყოველთვის მიჰქონდათ პატარა საჩუქრები, ბარბარეს შვილიშვილი კი მათ უანგაროდ მკითხაობდა ყველას და რჩევებს გვაძლევდა. ერთ დღეს მე თვითონ ვესტუმრე ბარბარეს შვილიშვილს და მათ მოვუყევი ადრინდელი ამბავი რაც მის სახლში დავინახეთ მე და ჩემმა მეგობრებმა, მითხრეს რომ ეს პატარა არსება ბარბარეს დროსაც აქ იყო და როდესაც მოხუცი წავიდა იმ ქვეყნად ამ არსებას სახლი არ მიუტოვებია დარჩა და იცავდა კარმიდამოს, მას არ უყვარდა უცხო სტუმრები. ხალხში გავრცელდა ჭორი რომ ბარბარეს შვილიშვილი თვითონ ბარბარე იყო, როცა მოხუცმა სხეული დატოვა ის გადავიდა ახალ სხეულში. ამის ყველას გვჯერა რადგან ყველა ფაქტიც ასე მეტყველებს ბარბარეს შვილიშვილზე.


image

2
227
4-ს მოსწონს
ავტორი:ცუდი ბავშვი
ცუდი ბავშვი
227
  
2017, 4 მაისი, 13:04
:D ვეცდები გავაგრძელო მძაფრი სიუჟეტებით
არ დაასრულო, რაა და უფრო გაამძაფრე, ფლიიიზ)
0 1 2