სხვა საშიში ისტორია. მიტოვებული სახლი 2017, 2 მაისი, 23:53 ბავშვობიდან მახსოვს სახლი ჩვენს მეზობლად დგას რომელშიც ადრე მოხუცი ქალი ბარბარე ცხოვრობდა მარტო. ბარბარეს ყველა იცნობდა როგორც გრძნეულს რადგან ის მართლაც გრძნეული იყო და შეეძლო ბევრი რამის წინასწარმეტყველება. მის ეზოში ნამდვილი ედემის ბაღი იყო, როგორც კი ფეხს ჩაადგამდით ეზოში იმ წამსვე საოცარი სიმსუქუბე და სიმშვიდის შეგრძნება დაგეუფლებოდათ თითქოს ჯადოსნურ სამყაროში გადადიოდით. ბევრისგან მსმენია რომ ბებია ბარბარეს ეზოში ჩასვლის შემდეგ იქიდან გამოსვლა აღარავის უნდოდა. მოხუცი ყველას უყვარდა და აფასებდნენ. როდესაც ბებია ბარბარე გარდაიცვალა მოხდა საოცარი რამ, თითქოს მისმა სახლმა და მთელმა კარმიდამომაც ძალიან განიცადა ეს ამბავი, ხეებს და ყვავილებს ფოთლები დაცვივდა იქ დაბუდებული ჩიტები რომლებიც ადრე ბედნიერად ჟღუტულებდნენ ყველამ დატოვა ბუდე და მას შემდეგ არცერთი ჩიტი არ ჩაფრენილა იმ ადგილში. მთელი სამეზობლომ სურვილი გამოთქვა რომ ბარბარეს ეზოსთვის და სახლისთვის მოევლოთ და ყოველდღე მთელი სამეზობლო ბარბარს კარმიდამოს უვლიდა მაგრამ უშედეგო იყო ეს მცდელობა, რატომღაც გაჯიუტდენ ხეები და ყვავილები მათ თითქოს სიცოცხლე აღარ სურდათ და დღითიდღე ყველაფერი დაჭკნა და მოკვდა. მიუხედავად თავდაუზოგავი მცდელობისა ვერაფერი უშველეს. ბოლოს და ბოლოს სამეზობლომ გადაწყვიტა რომ თავი დაენებებინათ ამ ყველაფრისთვის. მას შემდეგ რაც სამეზობლომ თავი დაანებეს სახლკარის მოვლა პატრონობას იმ სახლიდან ღამღამობით უცნაური ხმები გამოდიოდა. გავიდა წლები და გავიზარდე. ერთ დღესაც მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ ღამით შევსულიყავით ბარბარეს სახლში, აგვისტო იყო და როგორც აგვისტოში იცის ღამეც ძალიან ცხელა. როდესაც ფეხი შევადგით ბარბარეს ეზოში იმ წამსვე საშინელი სიცივის შეგრძნება დაგვეუფლა თითქოს ყინულით სავსე კასრში ჩაგვყარესო. ყველამ ერთმანეთს გადავხედეთ გაფითრებული და გაოცებული სახებით მაგრამ გამბედაობა მოვიკრიბეთ და ამ ფაქტმა კიდევ უფრო ინტერესი გაგვიღვივა, გაბედულად ვუახლოვდებოდით სახლის კარებს, როდესაც კარის გასაღებად სახელურს შევეხე კარები თავისთვის გაიღო ჭრიალით, არვიცი გავგიჟდით თუ რა დაგვემართა ინტერესის სურვილმა კიდევ უფრო მეტი გამბედაობა შეგვმატა. კარის ზღურბლს როგორც კი გადავცდით იმ წამსვე მთელს სახლში საშინელი დემონური ხმები შემოგვესმა, ამ ხმაურზე კარიც უცნაურად აჭრიალდა და დახურვას აპირებდა მაგრამ მოვასწარით და ხელით დავაკავეთ კარები, შიშისგან ყველამ გარეთ გამოვცვივდით და ეზოდან გადავედით იქვე გავჩერდით და ერთმანეთს გაოცებული შიშისგან აკანკალებულები ვუყურებდით, ხმას ვერცერთი ვერ ვიღებდით, რამოდენიმე წუთის შემდეგ დავმშვიდდით და როდესაც გონს მოვეგეთ ისევ შიგნით შესვლა გადავწყვიტეთ, მოჩვენებების არ გვჯეროდა და ვიფიქრეთ რომ ვიღაც მაგრად გვეხუმრებოდა, მაგრამ ამჯერად უსაფრთხოების მიზნით თავდასაცავად ხელკეტებით და დანებით შეიარაღებულები რომლებიც სახლიდან ჩუმად გამოვიტანეთ, შევიარაღდით და ისევ ჩავედით ეზოში ისევ საშინელი სიცივე ვიგრძენით სახლში შევედით ყველაფერი დუმდა და ჩაწყნარებული იყო. ავანთეთ ფანრები და ვიყურებით ირგვლივ, კედლებზე დამტვერილი ძალიან დიდი ფოტოები ეკიდა რომლებზეც ბებია ბარბარეს ნათესავები და და-ძმები იყვნენ გამოსახული. სიძველისგან საშინელი შესახედაობა ჰქონდა ფოტოებს როგორც ფილმებშია. შევამჩნიეთ ძველი მტვრიანი მაგიდა რომელზეც თითქოს ვიღაცამ ამ წამს მტვერზე დაწერა რომ აქედან წავსულიყავით, ეს გაფრთხილება არაფრად ჩავთვალეთ და ისევ იმ აზრზე ვიყავით ვიფიქრეთ, რომ ვიღაც მაგრად გვეხუმრებოდა ვიღაც მაწანწალა და უსახლკარო რომელმაც მიტოვებული სახლი იპოვა და დაბინავდა, შემდეგ დავინახეთ ჭერში სხვენში ასასვლელი მაგრამ კიბე არ გვქონდა რომ იქ ავსულიყავით, ამიტომაც მეგობარმა შემომთავაზა რომ მის მხრებზე შევმდგარიყავი ზემოთ როგორმე ავსულიყავი და შემდეგ მეგობრებიც ამეყვანა. დავთანმხდი და მეგობარს მხრებზე შევადექი სხვენში შესასვლელს მივწდი ხელებით ტანი ავიწიე და ჩამოვეკიდე, თავი დავიკავე და მეორე ხელით სხვენის ბნელ კუთხეებში ფანრით ვანათებდი რადგან ჯერ მინდოდა დამეთვალიერებინა ხომ არაფერი იყო საშიში. უამრავი ძალიან ძველი ნივთები ეყარა სხვენში, შემდეგ როგორც კი სხვენის ერთ ბნელ კუთხეში ფანარი მივანათე მოულოდნელად იქიდან ვიღაცის ან რაღაცის თვალებმა შემომანათა რომელიც ძალიან სწრაფად გამოიქცა ჩემი მიმარულებით და შიშისგან ძირს ჩამოვვარდი დაბლა დავეცი, მეგობრებმა მომვარდნენ ფეხზე წამომაყენეს და მეკითხებოდნენ რა მოხდა, შიშისგან ძლივს ამოვილუღლუღე რომ სხვენში ვიღაც დავინახე და ყველამ ერთდროულად სხვენს ფანრები მივანათეთ, იქიდან კი ეშმაკის მსგავსი არსება გვიყურებდა ძალიან ბრაზიანი სახით, ამან მართლაც ყველა ისე შეგვაშინა ძარღვებში სისხლი გაგვეყინა, რაც ხელში მოგხვდა ყველაფრის სროლა დავუწყეთ ეშმაკს და საშინელი ხმით ვუყვიროდით, მან კი დაიმალა და უცნაური ბოროტული ხმით თითქოს დაგვცინოდა. მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ იქიდან გამოვსულიყავით და იქ აღარასოდეს დავბრუნებუიყავით. სამეზობლოში ყველას ვუამბეთ ეს ამბავი და არ გაკვირვებიათ რადგან იცოდნენ სახლში რაც ბინადრობდა და ყველამ გვირჩია რომ იქ აღარასოდეს შევსულიყავით და მიტოვებული სახლის ბინადარი არ გაგვეღიზიანებინა. 146 8-ს მოსწონს
|