სხვა 10 შეცდომა, რომელსაც ფოტოების გადაღების დროს უშვებთ 2017, 2 მაისი, 14:52 ბევრს ჰგონია, რომ მოდელების კარგი ფოტოები მხოლოდ მათი სილამაზის დამსახურებაა, მაგრამ, სინამდვილეში, დიდ როლს თამაშობს პოზირების უნარი.
სტატიაში გთავაზობთ პროფესიონალების მოცემულ რჩევებს იმისთვის, რომ ყოველთვის საუკეთესოდ გამოიყურებოდეთ ფოტოებში.
შეხების იმიტირება ![]() პრობლემა: თუ ხელები კამერისკენ გექნებათ, დარჩება შთაბეჭდილება, რომ ის ჩარჩოდან ამომხტარია. პირველ ფოტოზე მოცემული ჟესტი ასევე გამოგიჩენთ უფრო პატარა სახეს. გადაწყვეტა: მეორე ფოტოზე მოცემული ჟესტით ხაზს გაუსვამთ თქვენს სახის ნაკვთებს. მნიშვნელოვანია, ისწავლოთ, როგორ გააკეთოთ შეხების იმიტირება ისე, რომ უშნოდ არ შეეხოთ კანს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გახსოვდეთ, არის ის, რომ არასდროს ჩამალოთ სახე ხელებში და არ მოიკიდოთ ხელები თმაზე. ნიკაპი წინ ![]() გადაწყვეტა: აწიეთ თავი მაღლა. შეიძლება, არაბუნებრივად მოგეჩვენოთ, მაგრამ ფოტოში ასეთი პოზიცია ელეგანტურობას და მომხიბვლელობას შეგძენთ. არ გადააჯვარედინოთ ხელები ![]() გადაწყვეტა: როცა კამერის წინ დგახართ, სხეული ოდნავ შეატრიალეთ რომელიმე მხარეს, ჩამოუშვით ხელები. ასე თქვენი კისერი უფრო გამოიკვეთება და სხეულის კონტურებიც უკეთ გამოჩნდება. აკონტროლეთ პოზა ![]() გადაწყვეტა: გაშალეთ მხრები და გაიმართეთ წელში. კარგი იქნება, თუ ოდნავ შეტრიალებული იქნებით კამერისკენ. შეცვალეთ კუთხე ![]() გადაწყვეტა: ამის გამოსასწორებლად უბრალოდ შეარჩიეთ სწორი კუთხე, ოდნავ მიტრიალდით კამერისკენ, ფეხები დადეთ ერთად, ოღონდ ერთი ოდნავ უფრო მაღლა ასწიეთ. მოაბრუნეთ ტანი ![]() გადაწყვეტა: ყველაზე კარგი გამოსავალია, რომ კამერისგან სამი მეოთხედით მოტრიალებული იყოთ. ასე უფრო ვიწრო წელი გამოგიჩნდებათ. ყურადღება მიაქციეთ ხელებს ![]() გადაწყვეტა: "ქვიშის საათის" ფორმა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარიანტია, როცა ზიხართ. ერთი ფეხი მეორეს გადაადეთ და ზედა მუხლზე მსუბუქად დაიდეთ იდაყვი. ერთი მკლავი ვერტიკალურ მდგომარეობაში გქონდეთ, მეორე - ჰორიზონტალურში. ეს პოზა ქმნის ელეგანტურ ვიზუალურ ხაზებს და გამოკვეთს თქვენს სახეს და ფიგურას. შექმენით ვიზუალური ხაზები ![]() გადაწყვეტა: დააშორეთ ხელები სხეულს. სცადეთ მათი გამოყენება სწორი ხაზებისა და კუთხეების შესაქმნელად, რომლებიც ხაზს გაუსვამენ თქვენს ფორმებს და იმას, რაც მართლა მნიშვნელოვანია. თავიდან აიცილეთ ხალვათი ტანსაცმელი ![]() გადაწყვეტა: ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ხელები მიიტანეთ წელთან. დარწმუნდით, რომ წელი ვიწრო ჩანს და ერთი ხელი მეორეზე მაღლაა. თუმცა, საერთოდ, რა თქმა უნდა, სჯობს, რომ გადაღების დროს ასეთი ტანსაცმელი არ ჩაიცვათ. არ გამოაჩინოთ იდაყვი ![]() გადაწყვეტა: თუ ფოტოში ხელები გიჩანთ, ის ხაზს უნდა უსმევდეს და ემსახურებოდეს სხეულის და სახის ლამაზი ნაწილების გამოკვეთას. 2961 6-ს მოსწონს
|