x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რა მოხდება თუ უნიტაზის ავზში ძმარს ჩავასხამთ?
image


ყველა ჩვენგანი ცდილობს სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვას, განსაკუთრებით კი ისეთ ადგილებში, სადაც ჩვენი სხეული ყველაზე დაუცველია ბაქტერიებისგან. გაწმენდა და დეზინფიცირება ყოველთვის დაკავშირებულია ხარჯებსა და ენერგიასთან, ამიტომ დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ალტერნატივას, თუ როგორ შეიძლება მივაღწიოთ საუკეთესო შედეგს მარტივად და ხარჯების გარეშე მხოლოდ ძმრის მეშვეობით, რათა ჩვენი საპირფარეშო იყოს სუფთა და უსაფრთხო.


ამისათვის რისი გაკეთებაა საჭირო? პირველ რიგში დაგჭირდებათ ერთი ჩაის ჭიქა 9%–ნი ძმარი და ასევე სოდა ან იოდის ხსნარი. თუმცა თუ სოდას გამოიყენებთ, ის ხელს შეუწყობს ეფექტს გაძლიერებაში. გაათბეთ ძმარი 40 ° C–მდე და დაამატეთ სოდა (იოდის ხსნარი). 200 მლ ძმარზე გათვლილია 1 სუფრის კოვზი სოდა და თუ იოდს იყენებთ, მაშინ იოდის ხსნარი ასევე 200 მლ ძმარზე 1:1 თანფარდობით. მიღებული ნაზავი კი ჩაასხით უნიტაზის ჩამრეცხ ავზში და გააჩერეთ რამოდენიმე საათით, უკეთესი იქნება თუ მთელი ღამით დააყოვნებთ.


ამის შემდეგ ჩარეცხეთ წყალი ავზიდან, გადაკეტეთ წყალი ცენტრალური საკეტით და მშრალი ღრუბლით ან ჩვარით გაწმინდეთ ავზი. ძმარში კარგად ჩასველებული ღრუბლით ან ჩვარით ასევე გაწმინდეთ უნიტაზის შიდა დ გარეთა ნაწილები, 2 საათის შემდეგ კი შეგიძლიათ გახეხოთ (არალითონური) სახეხის მეშვეობით. ეფექტი ნამდვილად გაგაოცებთ.





რაში მდგომარეობს ძმრის ძალა და ეფექტი?


ის აშორებს ნადებს, ასუფთავებს "მას" ჟანგებისგან, ახშობს უსიამოვნო სუნს, წვავს შარდის მარილებს, კლავს დიზინტერიის გამომწვევ ბაქტერიებსა და ნაწლავურ ჩხირებს.




იხილეთ აგრეთვე:

სარეცხის მანქანა სოკოვან დაავადებებს იწვევს! როგორ გავწმინდოთ ის?

როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ნადებისგან?

აუცილებლად დაყარეთ თქვენს ლეიბზე სოდა! იცით რატომ?

როგორ გავათეთროთ გაყვითლებული თეთრი მაისური "ქლორის" გარეშე

თუ თქვენ სახლში აშრობთ სარეცხს- სასწრაფოდ შეწყვიტეთ!

ჭუჭყსა და ცხიმთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი- სამზარეულოს სისუფთავის საიდუმლო

როგორ მოვაშოროთ სახლიდან ტარაკნები?



0
4332
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
4332
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0