სხვა 5 დაუჯერებელი გადარჩენა, რომელიც მსოფლიო ისტორიას არ ავიწყდება! 2017, 1 მაისი, 10:54 ადამიანის ყველაზე ძირითად ისტიქტს, გადარჩენის და სიცოცხლის ინსტიქტი წარმოადგენს. ზოგადად ადამიანებს შეუძლებელი რაც ჰგონიათ, იმის გაკეთება უწევთ, მაშინ როდესაც სიცოცხლეს და სიკვდილს შორის რჩებიან. დღევანდელი სტატია ზუსტად ამ თემას ეხება! წარმოგიდგენთ 5 რეალურ ისტორიას, სადაც ადამიანების დაუჯერებელ გადარჩენაზე იქნება საუბარი. 1. ჯონ ბალსრუდი - 1943 წელი, ნორვეგიის მთებში 2 თვე! მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ნორვეგიელი კომანდო - ჯონ ბალსრუდი იმყოფებოდა გემზე, რომელიც ფაშისტებმა ჩაძირეს. ბალსრუდმა გაყინულ ზღვაში გაცურა და მიაღწია სანაპიროს, მისი დაუჯერებელი ისტორია ზუსტად მაშინ დაიწყო. ბალსრუდი ცდილობდა ფაშიტებისგან მიმალვას, მან 2 თვე გაატარა თოვლიან მთებში, სადაც განგრენა და თოვლის სიბრმავე დაემართა. ურთულეს სიტუაციაში გატარებული 2 თვის შემდეგ, მან იპოვა მიტოვებული ქოხი, სადაც დროებით თავი შეაფარა. როდესაც ბალსრუდი მიხვდა, რომ განგრენით იყო დაავადებული, მაშინვე მოიჭრა ფეხის 9 თითი. საშინლად გატარებული ორი თვის შემდეგ, ქოხის მეპატრონეების დახმარებით შვედეთის საზღვარზე გადავიდა და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა, სამწუხაროდ ფეხის 9 თითის გარეშე. 2. ჰირო ონოდა - 1944 - 1974 წლები, ფილიპინებში! ჰირო ონოდა იყო იაპონელი ოფიცერი, რომელიც გაგზავნილ იქნა ფილიპინებში. მისიის თანახმად, მას ყველაფერი უნდა ექნა იმისთვის, რომ ფილიპინებსა და აშშ-ს მეგობრული ურთიერთობა არ შემდგარიყო. იმის შემდეგ, რაც იაპონიამ ომში წააგო, ონოდამ ერთ ჯგუფ მეგობართან ერთად თავი ტყეს შეაფარა, ის ომში დამარცხებას არ აღიარებდა. ტყეში მას ძალიან დიდი სირთულების გადატანა უწევდა, შეტაკებებში დაკარგა ყველა მეგობარი და დარჩა მარტოდ. 30 წელი ცივილიზაციისგან შორს, ფილიპინების უღრან ტყეში ცხოვრობდა, რამოდენიმეჯერ დატოვილ იქნა გაზეთებიც, სადაც ომის დასრულების შესახებ სტატიები ქვეყნდებოდა, თუმცა ონოდა ფიქრობდა, რომ ეს იყო უბრალოდ სატყუარა. 1974 წელს, ფილიპინების ტყეში მსოფლიო ტურზე იმყოფებოდა იაპონელი ტურისტი ჰიპი, მან სრულიად შემთხვევით შეამჩნია ონოდა და ისაუბრეს რა მომხდარის შესახებ. ჰიპიმ ომის დასრულების შესახებ მოუყვა, თუმცა ონოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა, თუ ის მეთაურისგან მიიღებდა უკან დაბრუნების ბრძანებას. ამასობაში ყოფილი მეთაური უკვე ბიბლიოთეკარი გამხდარიყო. საბოლოოდ ხელწერილის საფუძველზე ონოდა 30 წლის შემდეგ, ფილიპინების ტყიდან იაპონიაში დაბრუნდა. 3. პუნ ლიმი - 1942 წელი, 133 დღე ატლანტიკის ოკეანეში! როგორც სტატიის დასაწყისში ავღნიშნეთ, როდესაც ადამიანი სიკვდილს უპირისპირდება, გადარჩენისთვის ყველაფერზეა წამსვლელი. პუნ ლიმი ასეთი სიტუაციების ერთ-ერთი უძლიერესი მაგალითია. 1942 წელს, მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას, პუნ ლიმი მუშაობდა ბრიტანულ სამარაგო გემზე, რომელიც გერმანელთა წყალქვეშა ხომალდმა ჩაძირა. უბედური შემთხვევიდან გადარჩენილი მხოლოდ პუნ ლიმი აღმოჩნდა. მან სამარაგო ყუთებისგან პატარა ნავის აწყობა მოახერხა, ყუთებიდან 40 ლიტრამდე დასალევი წყალი, რამოდენიმე შეკვრა შოკოლადი და ცოტა შაქარი ამოიღო(ეს რაც მოახერხა, მაქსიმალური იყო). საკვების და სასმელის მარაგის ამუწურვის შემდეგ, თავს ირჩენდა თევზაობით და წვიმის წყალს სვავდა. ერთ დღეს, როდესაც ქარიშხალი ამოვარდა, ლინმა ყველანაირი ინსტრუმენტი დაკარგა. უწყლობისგან სიკვდილის პირაზე მყოფმა დაიჭირა ჩიტი და მისი სისხლი დალია წყლის სანაცვლოდ. ყველაზე დაუჯერებელი მაინც ის იყო, რომ მან 133 დღის მანძილზე, ხელით აწყობილი ხის ნავით მთელი ატლანტიკის ოკეანე გაცურა და ბრაზილიის სანაპიროზე მეთევზეების მიერ შემთხვევით იქნა შემჩნეული. სასწაულებით გადარჩენილი ლიმის ისტორია, მსოფლიოს დღემდე ახსოვს. 4. Donner Party - 1846 წელი, ნევადა!
1846 წელს მკვლევართა ჯგუფი ნევადაში გაემგზავრა. გართულებული ამინდების და დიდთოვლობის შედეგად ისინი ადგილზე გამოემწყვდებიან. დონერის ტბის სანაპიროზე რამოდენიმე დღეს დაყოფის შედეგად, გარდაცვლილი მეგობრების ჭამით გარდაჩნენ. ჯამში 87 მკველვარიდან, მხოლოდ 43 -მა მოახერხა ცოცხლად დაბრუნება, თუმცა რამოდენიმე მათგანს კიდურები აკლდათ. 5. 1972 წლის ურუგვაის ავიაკატასტროფა!
1972 წელს ურუგვაის რეისის თვითმფრინავმა3000 მეტრის სიმაღლეზე მდებარე მთაზე კატასტროფა განიცადა. 29 მგზავრი გადარჩა. გადარჩენილებიდან 8 მეწყერს ემსხვერპლა, დანარჩენებმა შიმშილისგან გარდაცვლილი მეგობრები შეჭამეს. 16 კაციან ჯგუფიდან 2 დახმარების საძიებლად გაემგზავრება, 10 დღის შემდეგ, დახმარებასთან ერთად დაბრუნდებიან და გადარჩენილებს დააბრუნებენ ცივილიზაციაში. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
1. 6 უდანაშაულო ფოტო, რომლის უკან 6 საშინელი ისტორია იმალება! 2. როგორ მოქმედებს D ვიტამინი კუნთებსა და ძვლებზე? 3. გამოვლინდა 2017 წლის ყველაზე მიმზიდველი მამაკაცების ტოპ 100! 4. დაიდეთ ლიმონი საწოლის თავზე და შედეგი გაგაოცებთ! 5. საკვები პროდუქტები, რომელიც აპრილში აუცილებლად უნდა მივირთვათ! 1844 10-ს მოსწონს
|