x
image
ლიკა ელიშვილი
იცოდით სად როგორი პასპორტები გამოიყენება?
მსოფლიოში პასპორტის 4 ფერი არსებობს.თვითვეულ ქვეყანას საკუთარი მიზეზი აქვს არჩეული პასპორტის ფერთან დაკავშირებით.


imageწითელი საფარის მქონე პასპორტი იმ ქვეყნებს აქვთ, სადაც კომუნისტური წყობა იყო წარსულში ან აწმყოში.მაგალითად : სლოვენია, ჩინეთი, სერბეთი, რუსეთი, ლატვია, რუმინეთი, ხორვატია, პოლონეთი, საქართველო.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გარდა ყველას აქვს თანდართული ბუკლეტები. ასევე გამოიყენება შინდისფერი და წითელ ფერთან მიახლოვებული პასპორტები.

ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებული არიან ევროკავშირში გაწევრიანებით, როგორიცაა თურქეთი, მაკედონია და ალბანეთი, რამდენიმე წლის წინ შეცვალეს წითელი პასპორტები.



image ლურჯი ყველაზე გავრცელებული ფერია. იგი აშშ-ში 1976 წლიდან არსებობს.

ასეთი საფარი სიმბოლურად "ახალ მსოფლიოს" ნიშნავს.იგი 15 ქვეყანაში მოქმედებს. სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ლურჯი პასპორტი დაიბლოკა მის სიმბოლურობასთან დაკავშირებით, როგორიცაა ბრაზილია, არგენტინა, პარაგვაი, ვენესუელა.


image
მწვანე საფარის მქონე პასპორტები ძირითადად გამოიყენება მუსლიმურ ქვეყნებში.მაგალითად მაროკო, საუდის არაბეთი, პაკისტანი.მწვანე ფერი, მუსლიმანების საყვარელი წინასწარმეტყველის მუჰამედის რჩეულ ფერად ითვლება და ბუნებისა და ცხოვრების სიმბოლოა.ამ ფერის დოკუმენტს ასევე დასავლეთ აფრიკის მოქალაქეები გამოიყენებენ, როგორებიცაა ბურკინა ფასო, ნიგერია, ნიგერი, სპილოს ძვლის სანაპირო და სენეგალი.


image
და მეოთხე, უიშვიათესი შავი პასპორტი გამოიყენება ზოგიერთ აფრიკულ ქვეყნებში, როგორებიცაა ბოტსვანა, ზამბია, ბურუნდი, გაბონი, ანგოლა, ჩადი, კონგო, მალავი და სხვები. გარდა ამისა შავი ფერის პასპორტი გამოიყენება ახალ ზელანდიაშიც, რადგან შავი მათი - ეროვნული ფერია. image

რუკაზე ნაჩვენებია სხვადასხვა ქვეყნები იმ ფერების შესაბამისად, რა ფერის პასპორტებიც მოქმედებს.









0
73
5-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ელიშვილი
ლიკა ელიშვილი
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0