ფოტოგრაფია 6 უდანაშაულო ფოტო, რომლის უკან 6 საშინელი ისტორია იმალება! 2017, 27 აპრილი, 13:27 ფოტოებში ერთი შეხედვით არაფერი ჩანს. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 6 უდანაშაულო ფოტოს, რომლის უკან 6 საშინელი ისტორია იმალება. მოეჭიდეთ სკამებს და ყურადღებით თვალი ადევნეთ ჩვენს დღევანდელ სტატიას! 1. ფოტოზე ხედავთ ორ მყვითავს, აქედან ერთი უკან ხედზე ჩანს. ეს ის ქალბატონია, რომელიც მეუღლემ წყლის ქვეშ სიცოცხლეს გამოასალმა. ეს სინამდვილეში "თაფლობის თვის" ჩაყვინთვა იყო. 11 დღით ადრე გარდაცვლილი თინა ვატსონი და გეიბი დაქორწინდნენ. ჭორების თანახმად, გეიბმა მეუღლე შემთხვევით მოკლა. თუმცა მტკიცებულებების არ არსებობის გამო გეიბი განთავისუფლებულ იქნა. რაც შეეხება დანარჩენ მყვინთავებს, ისინი მიცურავენ თინასკენ, მის გადასარჩენად. 2. ფოტოზე მარჯვნივ რომ ახალგაზრდა დგას, მთელი ოჯახი ამოწყვიტა. ამის შემდეგ, მან მეგობრებთან ერთად დიდი წვეულება მოაწყო! 2001 წელი - 17 წლის ტეილორ ჰედლიმ ჩაქუჩის გამოყენებით მთელი ოჯახი სასტიკად მოკლა. ამის შემდეგ ოჯახის ანგარიშიდან 5 000$ მოხსნა და დიდი წვეულება მოაწყო, სადაც სამეგობრო წრე დაპატიჟა. რამოდენიმე ჭიქის ალკოჰოლის მიღების შემდეგ, ჰედლიმ მეგობრებს მოუყვა ოჯახის წევრების ამოწყვეტის შესახებ და მეორე სართულზე აიყვანა ისინი, სადაც მშობლების ცხედრებს მალავდა. რამოდენიმე წუთში ტეილორ ჰედლი პოლიციამ დააკავა. 3. ამ ფოტოს გადაღებიდან რამოდენიმე წამში, ბავშვებს მეხი დაეცათ! მიშელ და შონ მაკ-კილკენები მეხის დაცემამდე, რამოდენიმე წამით ადრე უდანაშაულოდ პოზირებდნენ ფოტოაპარატის წინ. საბედნეიროდ, ბედისწერამ ისინი დაინდო და ორივე გადარჩნენ, თუმცა უმნიშვნელო დამწვრობები დღემდე მოჰყვებათ. 4. ფოტოგრაფის მიერ გადაღებული უკანასკნელი ფოტო! მკვლელიც ჩანს კადრში! ფოტოგრაფი იყო ფილიპინელი პოლიტიკოსი რეინალდო დაგსა. 2011 წელს საახალწლო ფოტოებს ოჯახთან ერთად იღებდა, როდესაც მას მოულოდნელად ესროლეს. მკვლელი კადრშიც ჩანს და ეს არის ისტორიული მოვლენა, სადაც საკუთარი მკვლელი ფოტოგრაფმა დააფიქსირა. 5. ჯონ ლენონი, რომელიც თავის მკვლელს ავტოგრაფს უტოვებს. ლენონის ფანებმა ამ ფოტოს ისტორია საკმაოდ კარგად იციან. მარჯვნივ ხედავთ ჩეპმენს, რომელმაც ავტოგრაფის აღებიდან რამოდენიმე საათის შემდეგ ჯონ ლენონი მოკლა. 6. ფოტოზე ნამდვილი შოკია! ეს გოგონა გადაღების დროს უკვე მკვდარი იყო! XIX საუკუნე - ეს ის პერიოდია, როდესაც ფოტოგრაფია ახალი ხილი იყო მსოფლიო მასშტაბით. ფოტოები ყოველთვის ბუნდოვანი გამოდიოდა, თუმცა ეს გოგონა რატომ ჩანს ასე მკვეთრად? ამ კითხვაზე დღეს პასუხს მარტივად გავცემთ, რადგან გოგონა იყო მიცვალებული. XIX საუკუნეში მიცვალებულთან სამახსოვრო სურათის გადაღება ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
1. როგორ მოქმედებს D ვიტამინი კუნთებსა და ძვლებზე? 2. მსოფლიოს ყველაზე შოკისმომგვრელი 6 ქორწინება! 3. 6 სუპერ-ფუნქცია, რომელიც თქვენს ჭკვიან ტელეფონს გააჩნია!!! 4. საკვები პროდუქტები, რომელიც აპრილში აუცილებლად უნდა მივირთვათ! 5. 10 პრეისტორიული არსება, რომელიც ჩვენს პლანეტაზე ბინადრობდა! 1289 9-ს მოსწონს
|