სხვა ყურადღება! ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს, რაც ჩვენს გარშემოა... 2017, 27 აპრილი, 12:50 1.როდესაც მიდიხართ ქუჩაში და ძირს დაგდებულ ბუმბულს დაინახავთ, აიღეთ და სახლში მიიტანეთ. შეგიძლიათ ჩადოთ ვაზაში, დაკიდოთ ან უბრალოდ დადოთ. ეს ცისგან ნაჩუქარი ძლიერი თილისმაა. 2. ჩეაგროვე მდინარის ქვები. ისინი დიდ ძალას და ენერგიას ფლობენ! 3. მზის ენერგიით რომ ისაზრდოოთ, ამისთვის საჭიროა მზე 45 გრადუსიანი კუთხით იყოს ჰორიზონტიდან. უნდა შეაერთო ორივე ხელის დიდი და საჩვენებელი თითები ისე, რომ სამკუთხედი გამოვიდეს და ამ სამკუთხედიდან უნდა შეხედო მზეს. მაშინ მისი ენერგია მაქსიმალურად შემოაღწევს თქვენს სხეულში! 4. მთელი ძალისხმევით ეცადეთ სხვებს დაეხმაროთ. თუ არ შეგიძლიათ მიანიჭოთ სხვას სიხარული, ეცადეთ, თუნდაც არ ავნოთ. 5. გაუფრთხილდით თქვენს სიცოცხლეს, არ შეიძლება გარისკო სიკვდილ-სიცოცხლის დონეზე... სიკვდილს შეუძლია გაგეხუმროს, მას კი უხეში და ცუდი ხუმრობები აქვს. 6. იარეთ წინ და უკან აღარ მოიხედოთ! რაც იყო, დატოვეთ, ყველაფერს თავისი გაკვეთილი აქვს. ერთხელ რაც დაგჭირდათ, შეგიძლიათ გაუშვათ... 7. სირთულეები... ეს ფორმალობაა! სერიოზული სირთულეები -სერიოზულია, მაგრამ ფორმალური! ცა _ის ზოგჯერ ღრუბლებით იფარება, მაგრამ თუ მოვინდომებთ (დავჯდებით თვითმფრინავში), ღრუბლების ზემოთ ისევ ის ცისფერი ცაა. 8. ოცნებას რომ მიუახლოვდე, ზოგჯერ ერთი ნაბიჯის გადადგმაც საკმარისია. სირთულეების არ უნდა გეშინოდეთ, ისინი ყოველთვის არიან და იქნებიან. 9. თქვენი მორალური პრინციპების ამოსავალი წერტილი უნდა იყოს უარი ნებისმიერი ზიანის მიყენებაზე. ეს პრინციპი თქვენს ცხოვრებაში მყარი უნდა იყოს: „მე არასოდეს არავის მივაყენებ ზიანს.“ დაფიქრდით... 10. როდესაც თქვენ ყველა ცოცხალი არსების ბედნიერების წყარო გახდებით, თქვენვე გახდებით ყველაზე ბედნიერი. და თუ თქვენ ვინმეს ტანჯვის მიზეზი იქნებით, პირველი თქვენ გახდებით უბედური. დაფიქრდით... 11. დღეში ერთი საათი მაინც დაუთმეთ სიჩუმეს... ის ისევე გჭირდებათ, როგორც ურთიერთობა. 12. სიყვარულის უნარი ეს უმაღლესია, რაც დედამიწაზე არსებობს. გიყვარდეთ ყველა, თქვენი მტრებიც კი! 13. არ დაანაგვიანოთ წყალსაცავები. არანაირი. წყლის სულს შეუძლია ძალიან გაგიბრაზდეთ. მისი გული რომ მოიგოთ, შეგიძლიათ წყალში ჩაყაროთ პური, რძე, ფულის მონეტები. 14. როგორც წესი ჩვენს წარსულს ოქროს ხანას ვუწოდებთ, ოქროს დღეებს. ეს შეცდომაა. მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ თქვენი ცხოვრების ყოველი მომენტი - სწორედ ის ოქროს დროა. 15. ძალიან მარტივია შექმნა დარდის მიზეზი, ხოლო შექმნა ბედნიერების მიზეზი - არც ისე იოლია. დიდი სახლი რომ დაწვა, რამის სწავლა საჭირო არ არის, ეს ბავშვებსაც შეუძლიათ. ხოლო რომ ააშენო დიდი და ლამაზი სახლი, ბევრი რამის ცოდნაა საჭირო. დაფიქრდით. 16. ზაფხულის ბუნიაობა - ეს ცის კამარაზე მზის ყველაზე მაღალი წერტილია. მიაღწევს რა თავის ყველაზე მაღალ წერტილს, მზე მთელ თავის ძალას გვაძლევს. კარგია თუ ამ დღეს შეხვდებით მყუდრო ადგილზე წყალთან. მდინარეში ბანაობა, ან ტბაზე, გამწმენდი იქნება თქვენთვის. შეგიძლიათ წყალი მოიმარაგოთ ჭიდან, სათავიდან -ასეთი წყალი სამკურნალოდ ითვლება. 17. არ არსებობს სრულყოფილი რელიგია და რწმენა, არ არსებობს ცუდი მათ შორის ცუდი, ღმერთი ერთია. (ეს საკამატო მოსაზრებაა) ასე რომ ილოცეთ ვიზეც გინდათ, მაგრამ გახსოვდეთ მნიშვნელოვანი ცნებები: იცხოვრე ნამუსიანად, პატივი ეცი წინაპრებს, გიყვარდეს. 18. თუ გაქვთ მიზნად შეცვალოთ სამყარო, პირველად საკუთარი თავი შეცვალეთ. ისწავლეთ სიხარულის და სიყვარულის ენერგიის ფლობა. ეს ადამიანისთვის მთავარი მომენტებია. ღიმილი, სიცილი, სიხარული- უდიდეს ძალას ფლობენ. როდესაც ამას ისწავლით, თქვენთვის აღმოაჩენთ „სიყვარულს“. 19. ბაღში და ბოსტანში არ არის ველური ხეების ადგილი. ისინი კარგია ეზოს კარებთან. თუ ნაკვეთი დიდია, მაშინ ველური ხეების დარგვა ღობის გასწვრივაც შეიძლება, ან როგორც ცოცხალი ღობე. ველური ხეები კულტივირებული მცენარეების ზრდას უშლიან ხელს: ქაოსი ებრძვის წესრიგს. მაგალითად, არყის ხე 30 მეტრის რადიუსში ისრუტავს ნიადაგიდან ტენიანობას, ნაძვს საერთოდ ზედაპირული ფესვთა სისტემა აქვს და რაც უფრო მაღალია, მით უფრო დიდი ფართიდან იღებს საკვებ ნივთიერებებს. გარდა ამისა ნაძვი, როგორც მუხა, მეხს იზიდავს. 20. მოტეხეთ არყის ხის ტოტები. მათი ნაწილი ვაზაში ჩადეთ, სახლის გალამაზებისთვის, რაც ნათელ და კეთილ ატმოსფეროს შექმნის. რამდენიმე ტოტი წვრილად დატეხეთ დანის ან მაკრატელის გამოყენების გარეშე. ნატეხები ჩადეთ თიხის ან მინის ჭურჭელში და დაასხით ადუღებული წყალი არანაკლებ 3 საათით. თუ ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა გაქვთ, ისიც დაამატეთ. შემდეგ გადაწურეთ და საღამოს დაბანის შემდეგ შეიზილეთ ტანზე. ეფექტს თავადვე იგრძნობთ. 21. გაეცით... შეძლებისდაგვარად ეცადეთ ყოველთვის მისცეთ ფული ღარიბებს და გაჭირვებულებს. მნიშვნელობა არ აქვს თანხას, მნიშვნელოვანი თავად პროცესია. 22. ცხოვრება - დროის საშინლად მოკლე ნაწილია. ნუ დახარჯათ მას ჩხუბში და ცრემლებში, ბილწსიტყვაობაში და ალკოჰოლში! თქვენ შეგიძლიათ სიკეთე აკეთოთ, გააჩინოთ ბავშვები, დაისვენოთ და გააკეთოთ უამრავი სასიამოვნო რამ! 23. წვიმა... მას შეუძლია მართოს ადამიანის გრძნობები და ემოციები... შეუძლია გაგახსენოთ ცხოვრების რაღაც მომენტი...ან პირიქთ, ჩამორეცხოს მოგონებები. წვიმას გაწმენდაც შეუძლია... ცუდად ყოფნისას უბრალოდ დადექით წვიმის ქვეშ... 24. თუ თქვენი საყვარელი ადამიანი გიბრაზდებათ, თუ არ ხართ დამნაშავე- გადაეხვიეთ და ძლიერად ჩაეხუტეთ, ის დაწყნარდება. 25. პატივი ეცით წინაპრებს, როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი. 26. თუ თქვენ ცუდად გრძნობთ თავს, უბრალოდ იმღერეთ... იმღერეთ, რაც თქვენს გულს გაუხარდება... 27. პატივისცემით მოეპყარით თითოეულს და ნუ დააყენებთ საკუთარ თავს სხვაზე მაღლა... ეს ძალიან ცუდია. თუ გეწყებათ ეგოისტობა, განდიდების მანია- უნდა დაანარცხოთ ის მიწაზე და გაუშვათ ცაში, რადგან მისგან კარგი არაფერი გამოვა. 28. გახსოვდეთ გარდაცვლილები. ცხოვრებაში როგორებიც არ უნდა ყოფილიყვნენ, ისინი ჩვენზე ბძენები არიან, სულები გვეხმარებიან ჩვენ. გამოაცხვეთ კოკრები, ბლინები, წადით ტაძარში... 29. გახსოვდეთ ყოველთვის ღმერთი ერთია. ღმერთი - მთის წვერია. ილოცეთ. თქვენი მთავარი მიზანი უცოდველად ყოფნა კი არა, ღმერთის შეცნობაა. 30. თუ რამის გაკეთება გსურთ, არ დაეჭვდეთ საკუთარ თავში. შიში გაიძულებთ სწორი გზიდან გადაუხვიოთ, რადგან სწორედ შიშია ყველანაირი ბოროტების იარაღი. ამასთანავე არ დაკარგოთ იმედი, როდესაც ერთ ცდაზე რამე არ გამოგივათ. ყოველი პატარა გამარჯვება, დიდთან გაახლოვებთ. 31. გახსოვდეთ: ცხოვრებაში ყველა მიიღებს იმას, რასაც დაიმსახურებს. არ დაუშვათ პრობლემები სულში, გონებაში და მაშინ ვერ მიაღწევს ის თქვენს სხეულამდე. 32. ნამდვილი სიყვარული ყოველთვის თავისუფალია. ვამპირიზმის პირველი ნიშანი - როცა საყვარელი ადამიანი გაუგებარი მიზეზების გამო გაცივდა თქვენს მიმართ, მაგრამ აგრძელებს თქვენი გრძნობებით სარგებლობას. ყურადღებით გააანალიზეთ თქვენი ურთიერთობა. და თუ მიხვდებით, რომ დამოკიდებულების ქვეშ ექცევით, ეცადეთ გათავისუფლდეთ. დამოკედებულება- ეს სიყვარული არ არის, და არ უნდა ჰქონდეს თქვენთვის არანაირი ღირებულება. 33. არავითარი მაგია არ აიძულებს ადამიანს შეიყვაროს ის, ვის მიმართაც გულგრილია. მაგიური შელოცვა მსხვერპლს ინიციატორთან მხოლოდ მიაჯაჭვებს, აიძულებს განიცადოს გაუცნობიერებელი დისკომფორტი. ეს დისკომფორტი საბოლოოდ სასოწარკვეთილებამდე მიიყვანს ადამიანს, ართმევს ჯანმრთელობას. არ იხუმროთ „მოსახიბლი“ მაგიით. თქვენ დაანგრეთ იმ ადამიანის და მასთან ერთად თქვენს ცხოვრებასაც. გისურვებთ ნამდვილ და დიდ სიყვარულს! 34. ცხოვრება შეიძლება თქვენსკენ სახით შემობრუნდეს, შეიძლება ზურგი შეგაქციოთ, მაგრამ ცოტას თუ ესმის, რომ მას ჩვენვე ვაბრუნებთ. სხვისკენ მიმართული ყველა ცუდი აზრი თქვენ გიბრუნდებათ. ყველა შური საბოლოოდ თქვენთან მოდის. და რად გინდათ ეს? იცხოვრეთ მშვიდად და გამოზომილად... შური არ შეიძლება, და არც არის საჭირო.. მერე რა რომ იმ ადამიანს დიდი მანქანა ყავს, მისი სახე ამის გამო ხომ არ გალამაზებულა... ოქრო -საერთოდ ბინძური ლითონია, რა აქვს შესაშური. ხშირად გაიღიმეთ და თქვენც გაგიღიმებენ ახლობლებიც და თვით ცხოვრებაც. 35. თუ გსურთ პატივს გცემდნენ, პატივისცემით მოეპყარით სხვებს. სიკეთეს სიკეთით უპასუხეთ, ბოროტებას ყურადღებას ნუ მიაქცევ. ადამიანი, რომელმაც ცუდი გაგიკეთათ, უფრო დაიტანჯება იმისგამო, რომ ამას შენ ყურდღება არ მიაქციე. 36. საერთოდ არ დალიოთ სპირტიანი სასმელები. სპირტიანი სასმელი ორგანოზმს, ტვინს, და სულს ღუპავს. ალკოჰოლი ნამდვილად კლავს. იმისთვის, რომ მოდუნდეთ -არსებობს აბაზანა, რომ იმხიარულოთ -არის სიმღერები, იმისთვის რომ გამონახოთ საერთო ენა- არსებობს ჩაი, ხოლო იმისთვის, რომ ახლოს გაიცნოთ ქალი- ბოლოს და ბოლოს არსებობს შოკოლადები... 37. როდესაც ცუდ ხასიათზე ხართ, არ უნდა „გადააფრქვიოთ“ ეს სხვებზე. მათ ეს არ დაუმსახურებიათ. 38. გულის შეტევის დროს ეცადეთ არ დაწვეთ, დაჯექით მოხერხებულ პოზაში. ღრმად ისუნთქეთ და ძლიერი დაწოლით დაიზილეთ ნეკა თითები და ხელის გულები. სასურველია ეს მასაჟი ტკივილის დაწყებამდე გაიკეთოთ 2 დღეში ერთხელმაინც 10- 15 წუთის განმავლობაში. 39. როდესაც თქვენს მეორე ნახევარს ეძებთ, არ მოუსმინოთ არავის. იტყვიან თითქოს ისეთი სახე არ აქვსო, ისეთი ტანი არ აქვსო, ისეთი წარმომავლობის არ არისო... უსმინეთ მხოლოდ თქვენს გულს და იფიქრეთ თავით და არა იმით, რაც ქვევით გაქვთ! 40. გაიღიმეთ, ხშირად გაიღიმეთ და აჩუქეთ ღიმილი გამვლელებს! ეს თქვენც და თქვენს თანამოსაუბრესაც ძალას და ენერგიას მოგცემთ. 41. დააფასეთ პირადი და სხვისი სივრცე. უცნობთან არასოდეს მიხვიდეთ თავხედურად ძალიან ახლოს, მათ ენერგეტიკულ დონეზე თავი არაკომფორტულად შეიძლება იგრძნონ... 42. არაფერი არ ინანოთ, ეს ზედმეტია. ყველაფერი რაც ხდება, ღმერთის ნებითაა. 43. მოწევა. ორი ბერი ტაძრის შესასვლელთან იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. ერთი ეკითხება მეორეს: „რატომ არის ასე? აი შენ ოსტატმა ნება დაგრთო ტაძარში რომ მოგეწია, მე კი არა...“ მეორემ უპასუხა -„როგორ შეეკითხე?“ - „ნუ... ოსტატო, შეიძლება მედიტაციის დროს რომ მოვწიო? და მან მიპასუხა არა“ - „აი... მე ვკითხე, შემიძლია თუ არა მედიტაციის დროს მოწევა? და მან მიპასუხა კი... „( ეს იგავი ინდოეთში ოშოს მოსწავლემ მომიყვა), დამოკიდებულება სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს მოწევასთან და ასეთივე იყოს ზეგავლენაც. უკეთესია რა თქმა უნდა თუ არ მოწევთ, მაგრამ თუ თავის დანებებას არ აპირებთ, მაშინ ნუ წაიკითხავთ რაც კოლოფზე წერია, რადგან ეს საკუთარი თავის დაპროგრამებაა ავადმყოფობებზე. ჩვევის გამო არ მოწიოთ სიგარეტი, მოწიეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სურვილი გაქვთ...ნუ მიუდგებით მას, როგორც სასიკვდილო მავნე ჩვევას და მოწევისგან მიღებული ზიანიც ნამდვილად უმნიშვნელო იქნება. 44. უსმენთ რა კარგ მუსიკას, თქვენ მთელი დღის განმავლობაში დაგროვებული ნეგატიური ენერგიისგან წმენდთ საკუთარ თავს. მუსიკა - ეს თავისებური მედიტაციაა, რომელსაც შეუძლია საკუთარ თავთან ჰარმონიაში შეგიყვანოთ. 45. უკეთ რომ ისუნთქოთ, გულზე რომ არ დაგაწვეთ, ტირილი უნდა შეგეძლოთ... 46. თუ გეჩხუბებათ ადამიანი, და საზიზღრობებს გეუბნებათ და გწყევლით, უკან დაუბრუნეთ ( დაუბრუნე ის ნეგატივი, რაც თქვენ მოგაყარათ), ხმამაღლა - „შენი სიტყვები შენს მხრებზე, შენი აზრები შენს თავზე *** სახელი***“. 47. თქვენი ძალა თქვენს აზრებშია. არასოდეს იფიქროთ ცუდად საყვარელ ადამიანზე გაბრაზების დროს, რადგან თქვენდაუნებურად მას უბედურებას შეამთხვევთ. აზრები, ეს გონების ფარული ენერგიის ერთერთი წყაროა. ყოველი აზრი ბადებს მოქმედებას. 48. თუ თქვენ გრძნობთ რომ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდით, ასწიეთ ხელი მაღლა, შემდეგ დაიქნიეთ ხელი სიტყვებით „წავიდეს ერთი... „ და ისევ დაფიქრდით პრობლემაზე! როგორც ამბობენ „მაშინაც კი, თუ შეგჭამეს, ორი გამოსავალი არსებობს“ 49. ისწავლეთ სიყვარული, ისწავლეთ არ გაუბრაზდეთ, და თუ მაინც გეწყინათ რამე, სწრაფადვე პატიება შეძელით! იყავით ბედნიერები, გიყვარდეთ ერთმანეთი! იხილეთ ასევე: 1.იცი თუ არა, რომ ეკლესიაში არ შეიძლება შენი სანთელი სხვის სანთელზე აანთო? მიზეზი გამაოგნებელია! 2. რას იწვევს რეგულარული სექსი მამაკაცებში 3. ვანგას საუკეთესო რჩევები . 4. თავის ტკივილი საშიშია თუ არა- როგორ გამოვიცნოთ! 5. სასწრაფოდ გადაყარეთ სახლიდან! 679 8-ს მოსწონს 1-ს არა
|