პოლიტიკა კონსერვატიული რევოლუცია... ეს საინტერესოა 2017, 26 აპრილი, 11:15
აქ XX საუკუნის ისტორიაა... კონსერვატიული რევოლუციის შესახებ..
"ვინ იყიდა ეს??", " რა ღირდა?" "მართლა 4 ლარი?", "სად?", "დღევანდელმა ახლგაზრდობამ არც კი იცის რეიგანი ვინ არის...არ აინტერესებთ, ტელეფონში არიან თავჩარგულები..." ეს იმ კითხვების და კომენტარების არასრული ჩამონათვალია გუშინ, რომ მოვისმინე.. ეს მე ვიყიდე... 4 ლარი მივეცი. სად და ბიბლუსში... მეც სწორედ იმ ახალგაზრდობიდან ვარ ტელეფონში რომაა თავჩარგული, მაგრამ ვიცით რეიგანი და გვაინტერესებს ისტორია. აქ მოცემულია ინფორმაცია ვინ იყვნენ ამ პერიოდის მთავარი გმირები... რომელ პერიოდს უწოდებენ მაკარტიზმის ხანას, რომელიც ანტიკომუნისტური ისტერიით ხასიათდება. ვინ არის " მისტერ კონსერვატიულობა" და როგორ დაიმკვიდრა ეს სახელი... ინფორმაცია რეიგანის პოლიტიკის შესახებ... რას გულისხმობს პროექტი " ვარსკვლავური ომები"... მარგარეტ ტეტჩერის ინტერვიუ, სადაც ცდილობს საკუთარი მოსაზრებების დამტკიცებას, მაშინ მას განათლების მინისტრის პოსტი ეკავა. როგორ გახდა კონსერვატიზმი გლობალური მოვლენა... 1973 წელს ნავთობზე ფასის აწევით გამოწვეულმა მსოფლიო კრიზისმა ბოლო მოუღო კეინსისეულ ეკონომიკურ მოდელს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დამკვიდრდა დასავლეთის ეკონომიკაში. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის თაოსნობით გასული საუკუნის 80-იან წლებში მოწყობილი ნეოკონსერვატიული რევოლუცია წარმატებით დაგვირგვინდა. ამერიკულ და ევროპულ ეკონომიკაში " ჩაურევლობის პრინციპის დოქტრინა" გაბატონდა. ეს ის არასრული ჩამონათვალია, რისი გაგებაც შეგიძლიათ. სტერეოტიპი, რომ ახალგაზრდებს ტელეფონის, სოციალური ქსელების გარდა არაფერი გვაინტერესებს ისევ ახალგაზრდებმა უნდა დავამსხვრიოთ... 80 შეფასება არ არის
|