კონფლიქტები ომი გარდაუვალია? ტრამპმა სენატი დაიბარა და გადაწყვიტა "საბოლოოდ გადაჭრას ჩრ. კორეის პრობლემა 2017, 25 აპრილი, 10:39 ფოტოზე:ამერიკული მზვერავი თვითმფრინავი სამხრეთ კორეის აეროპორტზე დაეშვა, საიდანაც აშშ-ს ადმინისტრაცია იღებს ცნობებს ჩრ.კორეაში განვითარებულ მოვლენებზე. აშშ-ს ადმინისტაციამ საკმაოდ მკვეთრი ნაბიჯი გადადგა, თეთრ სახლში მოიწვია ამერიკის სენატი სრული 100 კაციანი შემადგენლობით, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის საკითხი განიხილონ, მანამდე კი ტრამპმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიმართა მოწოდებით- "საბოლოოდ გადაჭრან ჩრ.კორეის საკითხი." ექსტერნად გამართულ თათბირზე, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება, 100 კონგრესმენი მიღებს მონაწიელობას(კონგრესის ზედა პალატას ორი წარმოამდგენელი ჰყავს ყოველი შტატიდან), ამასთანავე იქნებიან სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი და თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მეტისი. ქვეყნის კონსტიტუციით თანხმად ომის გამოცხადება აშშ-ს კონგრესს შეუძლია. ბოლოს აშშ-მ ომი 1942 წელს ბულგარეთს, რუმინეთს და უნგრეთს გამოუცხადა. შეიძლება თუ არა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის დამარცხება? კორეას შეიარაღებაშია:20-მდე ბირთვული იარაღი, 700 სამხედრო ხომალდი, 1.2 მილიონიანი არმია, 4 მილიონიანი რეზერვი, 1100 სახმედრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 5 500 ტანკი, M1978 და М1989 Koksan 170 მმ ჰაუბიცები და მრავალი სხვა. ჩინეთი, რომელიც ჩრ.კორეის მთავარი მოკავშირეა, მოუწოდა აშშ-ს თავის შეკავებისკენ. ქვეყნის პრეზიდენტმა სი ძინპინმა კვირას სპეციალურად დაურეკა ტრამპს და შესთავაზა ერთად განიხილონ ეს საკითხი და ურჩია"მოერიდოს ნაბიჯებს, რომელმაც შესაძლოა დაძაბულობა გაამწვავოს." 3330 8-ს მოსწონს 1-ს არა |
ჩრდილოეთ კორეას მიზერული შანსიც კი არაა მის მიერ გაშვებულმა თუნდაც ბირთვულ ქობინიანმა რაკეტებმა მიზანს მიაღწიოს, ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსებს შესწევს ძალა სტარტიდან რამდენიმე წამში გაანადგუროს ფხენიანის ბირთვული არსენალი.
ომის დ აწყებიდან რამდენიმე წუთში ამერიკული ტომაჰავკების მიერ განადგურებული იქნება ყველა ოპერატიული მართვის ცენტრი და სტრატეგიული ობიექტი.