x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138418
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
მოხდენილობის 9 ხერხი - რატომ არ სუქდებიან ფრანგები
image
ფრანგი ქალები თავიანთი სიბრძნის წყალობით ინარჩუნებენ ქალიშვილურ აღნაგობას 40, და 50 წლის ასაკშიც კი. საინტერესოა, როგორ ახერხებენ ამას? ჩვენი რჩევების ავტორი პარიზში ცხოვრობდა და მუშაობდა, აკვირდებოდა იქაურების ქცევებს.

მაშ ასე, ფრანგები...

იოლად ამბობენ უარს საუზმეზე

ფრანგი ქალი დილით თავისი დროის დიდ ნაწილს სიამოვნებით დახარჯავს ჯინსისა და ბლუზის შეხამებაში, ვიდრე სრულფასოვანი საუზმის მომზადებაში. "ახალი დღის მთელი მომხიბვლელობა გაქრება, თუ დილას გაზქურასთან გაატარებთ"- გვიამბობს პარიზელი ჯულიეტ მერსიე - "ჩემს ოჯახში იყო ტრადიცია: მამა ყოველ დილით იცვამდა თავის ხალათს, გააღებდა სასადილოს ფანჯრებს და ადუღებდა უგემრიელეს შავ ყავას. ჩვენ, მოსწავლეებს გვიმატებდნენ ცოტაოდენ ნაღებს და გვაძლევდნენ ცოტა ნამცხვარს. არასდროს ვსაუზმობდით ერთად, უფრო მნიშვნელოვანი იყო ერთობლივი ყავის სმა. მას მერე დილით ყავის სმა უკვე 20 წელია ჩვევად მექცა". სამსახურში სადილამდე ყავას რამდენჯერმე სვამენ და ამისთვის შესვენებებიც აქვთ, თუმცა არასდროს აყოლებენ ფუნთუშებს და ბუტერბროდებს.image


სადილისთვის არჩევენ სალათს და ბოსტნეულს

მოსამსახურე ფრანგები უფრო მეტად სადილობენ კაფეებში. უკვეთავენ სალათებს და "გრილზე" მომზადებულ ბოსტნეულს, ცოტა ქათამს ან თევზს, პატარა ნაჭერ თხის ყველს, სალათის ფურცლებს. "ხანდახან მგონია, რომ ცხვარს ვგავარ, ყოველ დღე ვჭამ ერთ "ბუჩქ" სალათს, თუმცა ამასაც აქვს თავისი დადებითი მხარე, მირჩევნია მოხდენილი ვიყო"-ამბობს სტილისტი ვერონიკა აბუე.

ყველა რესტორანში შეკვეთამდე ოფიციანტს უფასოდ მოაქვს კალათით ახალი თეთრი პური, გრაფინით წყალი და კარაქი. ჭამის წინ ფრანგი ყოველთვის მიირთმევს კარაქიან პურს, ოღონდ 2-3 ლუკმას, ჭამის დროს დაიჭერს ხელში პურის ნაჭერს, მაგრამ არ ჭამს, სამაგიეროდ დალევს 2-3 ჭიქა წყალს.

კვებისთვის ხარჯავენ მკაცრად განსაზღვრულ თანხას "ქალბატონო, ახალი ბატკნის კანჭი გვაქვს, ხომ არ მოგართვათ? - ოჰ, სიამოვნებით შევჭამდი, მაგრამ ფული მხოლოდ ცოტაოდენი თევზისთვის მაქვს". ასეთ დიალოგს ხშირად მოისმენთ რესტორანში. სულაც არ აქვს მნიშვნელობა, რომ მას აქვს იმდენი შემოსავალი, იკვებოს საუკეთესო რესტორანში. შესვენებაზე გასვლისას ის არ წაიღებს საფულეს, არამედ განსაზღვრულ ცოტაოდენ თანხას. არასდროს გადააჭარბებს დაგეგმილ ბიუჯეტს.image

წვავენ მიღებულ კალორიებს თუ აღმოჩნდა, რომ გუშინ ცოტა ზრდმეტი მიირთვა, რა უჭირს, დღეს და ხვალ უვახშმოდ გაძლებს. ზოგს წიგნაკიც კი აქვს კალორიების აღსარიცხად. თუ რომელიმე მათგანი კორპორატიულ წვეულებაზე ბოსტნეულს მიირთმევს შეიძლება მოგესმათ: რას იზამ, მადლენი გუშინდელ ღორის მწვადს ინელებს.

წახემსებისთვის არჩევენ სეზონურ ხილს "კოლეგებო, დეიდაჩემმა ამელმა ესპანეთიდან გამომიგზავნა ახალი ხილი. ვინ გასინჯავს?" ასეთ წინადადებას აღფრთოვანებული შეძახილებით ხვდებიან 15 წუთიან შესვენებაზე. ყველა მიატოვებს საქმეს და შეექცევიან. მეორე დღეს სხვა გაანებივრებს მსხლით ან ვაშლით და ასე შემდეგ.image

ცოტას ჭამენ წვეულებებზე ფრანგული წვეულება ასე გამოიყურება: მქრალი შუქები, გაღებული აივნის კარებები და რამდენიმე ყუთი ღვინო. არავითარი საჭმელი. "ჩვენ მოვდივართ რომ მოვილხინოთ, გავერთოთ და არა მუცლების ამოსავსებად". ყოველ ჭიქა ღვინოს წყალს აყოლებენ. დათრობა მიღებული არაა.

არ მიირთმევენ დესერტს ტორტი "ნაპოლეონი" ტურისტებისა და უცხოელებისთვის მოიგონეს. ნამდვილი ფრანგები ძირითადი სადილის მერე ტკბილს არ გეახლებიან. თუ მაინც და მაინც შეუკვეთავთ, მხოლოდ რამდენიმე კოვზს დააგემოვნებენ. ამიტომაც ფრანგულ რესტორნებში დესერტის მენიუ კლიენტის მოთხოვნით მოაქვთ.image

ბევრს საუბრობენ სუფრასთან ფრანგების ერთი მთავარი წესია: ნელა ჭამა, სიამოვნების გახანგძლივება. ყოველი ლუკმის შემდეგ დასვამენ კითხვას ამინდზე, საერთო მეგობრის ჯანმრთელობაზე, არჩევნებზე და ასე შემდეგ. ზგჯერ კვება მხოლოდ მიზეზია, როცა საუბარი სურთ სხვადასხვა თემაზე.

ბევრს დადიან ფეხით ფრანგები თვლიან, რომ მშობლიური ქალაქის ყველა კუთხე-კუნჭული უნდა იცოდნენ. ზოგი 2-3 საათით ადრე გამოდის სახლიდან, რათა გაიაროს ფეხით, მიესალმოს მეზობლებს, ბევრი ფრანგი მეტროში მხოლოდ მაშინ ჩადის, თუ წვიმს. ცნობილია, რომ მოხდენილი ფიგურის შესანარჩუნებლად, დღეში 10 ათასი ნაბიჯი უნდა გაიაროთ. ალბათ ფრანგები ამას წარმატებით ახერხებენ.image

როგორ აღვზარდოთ ბავშვი არისტოკრატად. 8 პრინციპი, რომელიც დღესაც აქტუალურია

ჰოლივუდური სკანდალები. ვის უღალატა ჯულია რობერთსმა ქორწილამდე ორი დღით ადრე სინამდვილეში

ურწმუნო ექიმის მოგზაურობა სამოთხეში(კომიდან გამოსულის მონათხრობი)

0
484
2-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
484
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0