x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დიმიტრი ლორთქიფანიძე:ხრესილის მემორიალურ დაფაზე წარწერა “თურქ დამყრობელს“ გადაშალეს და იგი სიტყვით “მტერს“ ჩაანაცვლეს

image

“დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რომ ტყიბულის რაიონში, სოფელ ხრესილთან აღმართულ საბრძოლო მემორიალზე წარწერა “თურქ დამყრობელს“ გადაშალეს და იგი სიტყვით “მტერს“ ჩაანაცვლეს, როგორც პოლიტიკოსი იტყობინება ეს ეს მოხდა 2009 წელს და ამ ფაქტს ტყიბულის ყოფილი მაჟორიტარი, ქ-ნი ელისო ჩაფიძეც ადასტურებს.


image

''ინტერნეტში ვერ მოვიძიე ფოტო და ჩემს ტყიბულელ მეგობრებს მინდა გთხოვოთ, სურათი გადაუღოთ სოფელ ხრესილთან აღმართულ საბრძოლო მემორიალის წარწერას და გამოფინოთ სოციალურ ქსელში!ყველანი ნათლად დაინახავთ ეპოქსიდით(!) გადაშლილ წარწერას, რომელიც გადაშლამდე გვაუწყებდა რომ 1757 წელს მეფე სოლომონ პირველის თაოსნობით ქართულმა ლაშქარმა სძლია თურქ დამპყრობელს.. და ახლა კი მომხდურის ვინაობა ერთი სიტყვითაა ჩანაცვლებული - "მტერს"!!! ეს მოხდა 2009 წელს ჩემი ინფორმაციით. ტყიბულის ყოფილი მაჟორიტარი, ქ-ნი ელისო ჩაფიძე ამ ფაქტს დამიდასტურებს!
საქმე იქით მიდის, რომ ისტორიიის სახელმძღვანელოებშიც მალე გაქრება ქართულ მხარესთან დაპირისპირებულ ისტორიულ მტერთა ვინაობა! გუშინ ხრესილი, დღეს უკვე დიდგორი.."

0
489
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
489
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0