x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე უცნაური და წარმოუდგენელი ფაქტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან

სამყარო სავსეა უცნაური მოვლენებით. ერთ ადგილას, ადამიანი ოჯახის გამო, სიცოცხლეს წირავს, მეორეში კი, — ფრინველის ექსკრემენტისგან კოსმეტიკას ამზადებენ.


სენიციდი
image


სამხრეთ ინდოეთში, ხანდაზმულ ადამიანებში, სენიციდის, ანუ სიცოცხლის ნებაყოფლობით შეწყვეტის პრაქტიკაა გავრცელებული. ამას ისინი იმიტომ აკეთებენ, რომ ოჯახი მათზე ზრუნვის ტვირთისგან გაათავისუფლონ. ეს არ არის ევთანაზია, როდესაც ადამიანი, უკურნებელი სენის გამო, ამბობს სიცოცხლეზე უარს, არამედ ეს — ალტრუისტული სუიციდი. მაგ., ახალდაქორწინებულებისთვის საცხოვრებელი ფართის გასათავისუფლებლად.


ინცესტი ისლანდიაში
image


ისლანდიაში, დაქორწინების მსურველმა წყვილმა, ოჯახური კავშირები სპეციალური აპლიკაციის "ისლანდიელთა წიგნის" საშუალებით უნდა შეამოწმოს. საქმე იმაშია, რომ ისლანდიელთა რიცხვი იმდენად მცირეა, რომ ახლო ნათესავზე დაქორწინების რისკი, ძალიან მაღალია. ხოლო შემოწმება, ინცესტის თავიდან აცილებას უწყობს ხელს.


მიკრობები კბილის ჯაგრისზე
image


ბევრ ადამიანს სველი წერტილები კომბინირებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტუალეტის ჩარეცხვისას, მიკრობები მთელ აბაზანაში მიმოიფანტება ხოლმე. ამერიკელმა ექსპერტებმა, კვლევის დროს, კბილის ჯაგრისებზე 10 მილიონამდე ბაქტერია დათვალეს, მათ შორის, ფეკალური ბაქტერია E. coli. ამ სიტუაციაში, გამოსავალი მხოლოდ ერთია, წყალი ყოველთვის უნიტაზის სახურავის დახურვის შემდეგ უნდა ჩარეცხოთ. ხოლო ჯაგრისი, უნიტაზიდან 2 მ–ით დაშორებულ თაროზე მოათავსეთ.


კოსმეტიკა ფრინველის სკინტლისგან
image


და ბოლოს, ყველაზე უჩვეულო ფაქტი, რომელი თანამედროვე მსოფლიოში შეიძლება გაიგოთ. იაპონიაში, კუნძულ კიუსიუზე, ადგილობრივი კოსმეტოლოგები, ბოტოქსის ინიექციის ჩანაცვლებას, ფრინველის სკინტლისგან დამზადებული ნიღბებით სთავაზობენ. ამასთან, ნიღაბში, მხოლოდ ბულბულის ექსკრემენტს იყენებენ, რადგან ეს ფრინველები განსაკუთრებულ დიეტაზე არიან და ძირითადად, ნიადაგის ფაუნით იკვებებიან. ამიტომ, მათ სკინტლს სუნი არა აქვს.



image

არხის სხვა სიახლეები:


* მთვარეზე ისეთი რამ აღმოაჩინეს, რასაც ჩვენი სამყაროს შეცვლა შეუძლია

* დედამიწაზე ცივილიზაციები ასობით მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ

* გამოცანა ყველაზე დაკვირვებულებისთვის (პასუხი აქვს)

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
180
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0