რელიგია ცნობილი მეცნიერების ,პოლიტიკოსების და ხელოვანების ციტატები რელიგიაზე 2017, 21 აპრილი, 19:33 მეცნიერების უმეტესობა, რომ ათეისტია ეს კარგად მოეხსენება საზოგადოებას, თუმცა მეცნიერებს არც ხელოვანები და პოლიტიკოსები ჩამორჩებიან თავიანთი ათეისტური გამონათქვამებით. სანამ ციტატებს წარმოგიდგენდეთ, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგი იმდენად დამთრგუნველი და შეურაცხმყოფელია, იძულებული გავხდი ცენზურის ქვეშ გამეტარებინა, ანუ საერთოდ ამომეგდო, მით უმეტეს გავითვალისწინე რა ისეთ მორწმუნე ერის ინტერესი როგორც ქართველებია(ყოველ შემთხვევაში უმეტესობა ასე თვლის).... 1)როცა შენ ღმერთს ელაპარაკები ლოცვაა, ხოლო როცა ღმერთი შენ გესაუბრება შიზოფრენია(ბენჟამინ ჯონსონ ლანგი-კომპოზიტორი) 2)ბრმა რწმენას ძალიან ბოროტი თვალები აქვს(სტანისლვა ეჟი ლეცი-პოეტი) 3)რელიგიური რწმენა შესანიშნავი საბაბია იმისთვის, რომ ადამიანებს ყველანაირი სისაძაგლე გაუკეთო(რიჩარდ ოლდიგტანი, -მწერალი) 4)ორგანიზებული რელიგია არის აბლაბუდა ათასობით დოქტრინისგან, რიტუალებისგან და თავზე მოხვეული რწმენებისგან, რომლის ცენტრშიც ღმერთია - უდიდესი ობობა. ამ აბლაბუდაში ხალხი იღუპება(რიჩარდ ბახი-ამერიკელი მფრინავი და საავიაციო მწერალი) 5)მე შემიძლია მარსიანელებს ავუხსნა რისთვისაა საჭირო ბენზინგასამართი სადგური, მაგრამ ვერაფრით ავუხსნი რა საჭიროა ეკლესიები(ჯონ აპდაიკი, -მწერალი) 6)რელიგია თავიდან ბოლომდე უაზრობაა: მისი მორალი განკუთვნილია ბავშვებზე, მათი დანაპირები ეგოისტურია და მასხრად ამგდები(გი დე მოპასანი-ფრანგი მწერალი) 7)ვფიქრობ, რომ მე ვიყავი კარგი ქრისტიანი, მაგრამ ეკლესიამ ყველაფერი გააკეთა იმისითვის, რომ გამოუსწორებელი უღვთო გამხდარიყავი(ფრიდრიხ შილერი, -დრამატურგი) 8)ცივილიზაცია ვერასდოს მიაღწევს სრულყოფას, სანამ უკანასკნელი ეკლესიის ქვა მღვდელს ზედ არ დაეცემა(ემილ ზოლა, -მწერალი) 9)რელიგია - ხალხისთვის ოპიუმია(კარლ მარქსი-ფილოსოფოსი, ეკონომისტი, მეცნიერული კომუნიზმის ფუძემდებელი) 10)რელიგია -ეს არის კაცობრიობის თავს მოხვეული ნევროზი(ზიგმუნდ ფროიდი, ავსტრიელი ფსიქოლოგი და ფსიქიატრი) 11)სანამ ადამიანი თავიდან არ ამოიგდებს ღმერთს, მანამდე იგი თავისუფალი ვერ იქნება(დენი დიდრო-ფრანგი განმანათლებელი და ფილოსოფოსი) 12)აზროვნება მთავარი იარაღია ყოველგვარი სარწმუნოების წინააღმდეგ(ალბერტ აინშტაინი-მეცნიერი-ფიზიკოსი-თეორეტიკოსი) 13)მეცნიერება რელიგიის გარეშე კოჭლია, რელიგია მეცნიერების გარეშე - ბრმა. (ალბერტ აინშტაინი) 14)თუ ღმერთი არსებობს, მაშინ ათეიზმი მისთვის ნაკლები შეურაცხყოფაა, ვიდრე რელიგია.(ჟიულ დე გონკური-ფრანგი მწერალი) 15)რაზე ლოცულობს ადამიანი-ის ლოცულობს ყოველგვარ სასწაულზე.ყველა ლოცვა მიდის იქამდე, რომ "უფალო ღმერთო, გააკეთე ისე, რომ ოჯერ ორი არ იყოს ოთხი!"(ივან ტურგენევი-რუსი მწერალი) 16)ღმერთის რწმენა დამამშვიდებელი მარცვალია იმათთვის, ვისაც აზროვნების უნარი არ გააჩნია(ტომას ედისონი-ამერიკელი მეწარმე და გამომგონებელი) 17)ყველა მოაზროვნე ადამიანი ათეისტია(ერნესტ ჰემინგუეი-ამერიკელი მწერალი) 18)არცერთ რელიგიას არ შეუძლია გააკეთოს რაიმე ღირებული კაცობრიობისთვის(სტანისლავ ლემი-პოლონელი მწერალი) 19)დიახ მორწმუნე სკეპტიკოსზე უფრო ბედნიერად გრძნობს თავს, მაგრამ ეს ნაკლებად განსხვავდება იმ ფაქტისგან, რომ მთვრალი ადამიანი ფხიზელზე უფრო ჭკუამხიარულია(ბერნანდ შოუ-ირლანდიელი დრამატურგი) 20)თუ გადახედავთ ყველა ცოცხალ არსებას დედამიწის ზურგზე, გამოდის, რომ ღმერთს ყველაზე ძალიან მიკრობები და ბაქტერიები ჰყვარებია(კონრად ლორენცი-ავსტრიელი ზოოლოგი) 21)თუ მომცემდნენ შანსს შემეცვალა მსოფლიო, პირველ რიგში მოვაშორებდი რელიგიას-სიძულვილი და განადგურება-აი ყველაფერი რაც რელიგიას მოაქვს(ბიორკი-ისლანდიელი მუსიკოსი) 22)რელიგია განისაზღვრება უბრალო ხალხისთის როგორც სიმართლე, ჭკვიანებისთვის როგორც ტყუილი, ხოლო მთავრობისთვის, როგორც გამოსადეგი ოინბაზობა.(ედუარდ გიბონი-ინგლისელი ისტორიკოსი) 23)გასაოცარია, რომ ეს ქურუმები და წინასწარმეტყველები როცა ერთმანეთს უყურებენ, როგორ იკავებენ თავს, რომ არ ახარხარდნენ(ციცერონი-რომაელი პოლიტიკოსი, ადვოკატი და პოლიტიკური მოაზროვნე) 24)მთელი რელიგია იმაზეა დაყრდნობილი, რომ ადამიანების უმეტესობას ეშინია სიკვდილის, ხოლო უმცირესობა მოხერხებულად იყენებს ამ შიშს(სტენდალი-ფრანგი მწერალი) 25)ღმერთი იმითაა კარგი, რომ ყოველთვის მიმართო იმ დროს, თუ თავში სხვა რომელიმე ავტორიტეტის აზრი არ მოგივა(უისტონ ჩერჩილი-ინგლისელი პოლიტიკოსი) 26) თუ ბიბლიას თვალხილული წაიკითხავთ, მაშინვე მიხვდებით, რომ იგი დაწერილია საკმაოდ უსიამოვნო და გაუნათლებელი ადამიანების მიერ(რობერტ ინგერსოლი-ამერიკელი სამხედრო და იურისტი) 27)თუ ღმერთი არსებობს, მაშინ ათეიზმი მისთვის ნაკლები შეურაცხყოფაა, ვიდრე რელიგია(ჟიულ დე გონკური-ფრანგი მწერალი) 28)ალბათ ღმერთმა სპეციალურად შექმნა ასეთი მიმნდობი ადამიანები, რომ მღვდელმა ისინი ადვილად მოუტყუოს(ჯორჯ სევილ გალიფაქსი-ინგლისელი პოლიტიკოსი) 29)შეიძლება ყველა რელიგია ასეთი ცუდი არ არის, თუმცა უმჯობესია კვირა დღის დილა უფრო რაიმე სასარგებლო საქმეს მოახმაროთ(ბილ გეიტსი-ამერიკელი ბიზნესმენი და პროგრამისტი) 30)თუ მკითხავენ, თუ რატომ არაა ჩემს გულში არცერთი რელიგია, მე ვუპასუხებ რომ დავკარგე იგი, და დამნაშავე რელიგიაა.(ფრიდრიხ შილერი-გერმანელი პოეტი) 483 7-ს მოსწონს 1-ს არა
|