სხვა ძველი მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ ადვილად ამოიყვანოთ ჭუჭყი და ლაქები ტაფიდან 2017, 22 აპრილი, 10:57 დღესდღეობით უამრავი სამზარეულოს მოწყობილობა არსებობს: სენსორებით მომუშავე გაზქურები, ტოსტერები, ელექტრო საცხობები და სხვა. მაგრამ ყველაზე უბრალო და მოსახერხებელ ვარიანტად სამზარეულოს არსენალში განიხილება ჩვეულებრივი ტაფები, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ და მათზე კულინარიის კვალი ნარჩენების სახით რთული მოსაცილებელია.
მრავალი გამოყენების შემდეგ, ისინი არც თუ ისე სახარბიელოდ გამოიყურებიან, სტატიაში გაეცნობით უძველეს მეთოდს, რომელიც ძველ ტაფას ახალივით გახდის და შედეგი გასაოცარი იქნება.
შემადგენლობა 5 ლ წყალი. 4 სუფრის კოვზი სოდა. 150 მლ სილიკატური წებო. 100 გ სარეცხის საპონი. პროცესი. 1. აიღეთ მეტალის ვედრო ან პატარა თასი, შეავსეთ იგი წყლით და მოათავსეთ ცეცხლზე.2. სანამ წყალი ადუღდება, სარეცხის საპონი გახეხეთ წვრილად. 3. როდესაც წყალი ადუღდება, ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში კარგად. განათავსეთ წყალში თქვენი ტაფა და შეამცირეთ ცეცხლი, ამ ტემპერატურაზე დატოვეთ იგი დაახლოებით 1 საათი. სასურველია გამოაღოთ ფანჯარა, რათა არ ისუნთქოთ ეს ორთქლი. ნახევარ საათში დაინახავთ, თუ როგორ გამოიდევნება ჭუჭყი ტაფიდან.4. თუ ჭუჭყი ძალიან ძლიერია, მოგიწევთ დანარჩენი ნარჩენების ხისტი სახეხით ამოყვანა. 5. თუ ჭუჭყი და ნადები უმნიშვნელოა, ამისათვის საჭიროა მხოლოდ 20 წუთით ვედროში მოთავსება და ჭუჭყი გაქრება. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გვსურს მხოლოდ ქონის და ცხიმის ამოყვანა, ამისთვის საკმარისი იქნება 10 წუთი.აი ასეთი გასაოცარი გზით შეგიძლიათ დაუბრუნოთ სიცოცხლე თქვენს ჭურჭელს. გაუზიარეთ ეს სასარგებლო რჩევა მეგობრებს! ასევე დაგაინტერესებთ სტატიები 1 - დაჭრილი ბანანი და ხაჭო დაგეხმარებათ წონის დაკლებაში 2 - ამ მაგიური ნიღაბის საშუალებით დაემშვიდობებით ქუთუთოს ნაოჭებს 3 - სამუდამოდ დაემშვიდობეთ ჭაღარა თმას მხოლოდ ერთი ინგრედიენტის საშუალებით 4 - კბილების გახეხვისას დაშვებული შეცდომები და 9 რჩევა ამ შეცდომების გამოსასწორებლად 5 - წითელი სითხე უმ ხორცზე - ეს სისხლი არ არის! რა არის ეს? 850 6-ს მოსწონს
|