x
image
beko777
Mediator image
ნარდის საერთაშორისო ტურნირი საქართველოში - წელი მე-2
image
10 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით, საქართველოში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირები გაიმართება სპორტულ ნარდში. 10-14 მაისს სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ მსოფლიო თასის გათამაშება ჩატარდება სპორტულ ნარდში, 15-19 მაისს კი სასტუმრო „წყალტუბო პლაზა“ საერთაშორისო მედია-ტურნირს უმასპინძლებს. ტურნირებს ორგანიზებას უწევს საქართველოს ნარდის კლუბი, ნარდის მსოფლიო ფედერაციასა და საქართველოს ეროვნულ ფედერაციასთან ერთად. მსოფლიო თასის გათამაშების გენერალური სპონსორია კომპანია „აჭარაბეთი“.


image
აღსანიშნავია, რომ უკვე მეორე წელია მედია-ტურნირის გამართვას ორგანიზებას უწევს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელიც მონაწილეთა მგზავრობის, სასტუმროში განთავსების საკითხებსა და ასევე კულტურულ ღონისძიებებში ჩართულობას უზრუნველყოფს, ტურნირების მხარდამჭერია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.


მოახლოებულ ტურნირებთან დაკავშირებით, 19 აპრილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მედიის წარმომადგენლებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ტურნირის ორგანიზატორი გოდერძი ბუკია და ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი კახაბერ ნაჭყებია შეხვდნენ.

image
მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს 20-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი წარმომადგენელი, ხოლო მედია-ტურნირში 10-ზე მეტი ქვეყნის 40-მდე ჟურნალისტი. ორივე ტურნირზე ასპარეზობები გაიმართება ორ კატეგორიად - პროფესიონალებსა და მოყვარულებს შორის.
მსოფლიო თასის გათამაშებაზე გათვალისწინებულია ასევე სხვადასხვა ქვეყნების ნაკრებთა შეჯიბრებები. ტურნირებზე დაწესებულია როგორც საპრიზო ფონდი, ასევე წამახალისებელი ჯილდოები. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სპორტული ნარდის განვითარება და პოპულარიზაცია ჯერ კიდევ 2007 წელს, ქართველმა ბიზნესმენმა და მეცენატმა გოდერძი ბუკიამ დაიწყო.
10 წლის მანძილზე შეძენილი გამოცდილების, დიდი ძალისხმევისა და ნარდის მოყვარულთა წრეებში მოპოვებული ავტორიტეტის შედეგად, დღეს საქართველო სამი მნიშვნელოვანი ტურნირის ორგანიზატორია. ესენია - გოგი ბუკიას ღია მემორიალი, საერთაშორისო მედიატურნირი და მსოფლიო თასის გათამაშება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და რეიტინგული ტურნირია მსოფლიოში, მონტეკარლოს მსოფლიო ჩემპიონატთან ერთად. აღნიშნული ღონისძიებები სპორტული ნარდის განვითარებასთან ერთად ითვალისწინებდა ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას, მისი კულტურის, ფოლკლორის, ტრადიციების გაცნობას, რაც წარმატებით ხორციელდება საინტერესოდ შედგენილი პროგრამების წყალობით.
ასევე გამოსარჩევია, რომ გასულ წელს მსოფლიოს რამდენიმე პოპულარულ ჟურნალ-გაზეთსა და ტელევიზიაში 15-ზე მეტი სტატია და გადაცემა მომზადდა საქართველოს შესახებ.


image
„სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო რა თქმა უნდა მოხარულია, რომ უკვე მეორედ საქართველოში ტარდება მსოფლიო თასის გათამაშება სპორტულ ნარდში. სასიხარულოა, რომ გასულ წელს მაღალ დონეზე ორგანიზებული ტურნირის შემდეგ, უკვე მეორედ მოგვეცა მსოფლიო თასის მაპსინძლობის უფლება, როგორც ინდივიდუალურ, ასევე სანაკრებო დონეზე. ნარდის ფედერაციას ჩვენი მხრიდან სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ, სპორტსმენებს კი წარმატებას ვუსურვებ“, - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.


„საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უკვე მეორე წელია გახლავთ თანაორგანიზატორი სპორტულ ნარდში საერთაშორისო მედია-ტურნირისა, რომელიც მაისის თვეში საქართველოში ჩატარდება. მედია-ტურნირი ისეთი ცნობილი გამოცემების ჟურნალისტებით იქნება დაკომპლექტებული, როგორებიც არიან - „გარდიანი“, „ლოს ანჯელეს თაიმსი“, „ნიუ იორკ დეილი“ და ასე შემდეგ. აღნიშნული მედია-ტურნირი წყალტუბოში ჩატარდება და ჟურნალისტებს საშუალება მიეცემათ საქართველოს რამდენიმე რეგიონი დაათვალიერონ“, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
მედია-ტურნირში საერთო ჯამში, 10-ზე მეტი ქვეყნის 40-მდე ჟურნალისტი მიიღებს მონაწილეობას.

image

შარშანდელი ვიდეო-ფაილები


0
94
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0