x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ნალი და რიცხვი 7 – იღბლის და ბედნიერებისთვის. საიდან მოდის ეს ცრურწმენები?

image

ცხოვრებაში, თუნდაც ერთხელ, ყველა ადამიანს უსარგებლია რომელიმე სახის თილისმით. ზოგისთვის ეს შეიძლება მონეტა იყოს, ზოგისთვის – ნალი, ზოგისთვისაც – ტელეფონოს, ბინის ან მანქანის ნომერი, რომელშიც რიცხვით – 7 არის. არ არსებობს არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება, რომ თილისმები რაიმე გავლენას ახდენენ მოვლენის მსვლელობაზე. თუმცა, ძალიან ბევრ ადამიანს სჯერა, რომ ეს ასეა. და მაინც, ვინ და როდის მოიფიქრა ამა თუ იმ ნივთისთვის მაგიური თვისების მინიჭება და ხალხში რწმენის, თუ ცრურწმენის დანერგვა?

ბედნიერების და იღბლის მომტანი ბევრი სიმბოლოა ჩვენთვის ცნობილი, მაგრამ საყოველთაოდ აღიარებული – ცხენის ნალი და რიცხვი შვიდი არის.

image

ნალი


პირველი ნალები ძვ. წ. აღრ. I ათასწლეულში ეტრუსკებს ჰქონდათ (დღევანდელი იტალიის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ). ჩვენამდე მოღწეული უძველესი ნალი ძვ. წ. აღრ. 400 წლით არის დათარიღებული. სწორედ იმ პერიოდში, იტალიის ტერიტორიაზე ხშირი იყო კელტური ტომების შეჭრის ფაქტები, ხოლო ძვ. წ. აღრ. 390 წელს, კელტებმა რომი დაიპყრეს და გაძარცვეს. ნალის იღბლიანობის ისტორიაც იქიდან იწყება. სავარაუდოდ, კელტებმა დაპყრობილ მიწებზე ცხენის ნალები ნახეს და ის თავიაანთი ღმერთის სიმბოლოს – ნახევარმთვარეს მიამსგავსეს. ჩრდილოეთ ევროპაში, სწორედ მაშინ გაჩნდა ცრურწმენა, ნალის იღბალთან კავშირის შესახებ. ჩვეულებრივ, ნალს სახლში შესასვლელი კარების თავზე ამაგრებდნენ, რომ ტყეში მოხეტიალე ბოროტი ელფები დაეფრთხოთ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იღბლის მომტანად მხოლოდ რკინის ნალი ითვლებოდა, რადგან ელფებს კონკრეტულად რკინისგან დამზადებული იარაღის ეშინოდათ.
სხვადასხვა წყაროებში, ნალის თილისმად გამოყენების ხერხი განსხვავებულად არის გადმოცემული. ზოგ შემთხვევაში, ნალს კედელზე ზევით მიმართული ბოლოებით ამაგრებდნენ — რომ იღბალი მოეგროვებინათ, როგირც თასში. ხოლო იქ, სადაც ნალს ქვემოთ მიმართული ბოლოებით ამაგრებდნენ, ითვლებოდა, რომ იღბალი იმას «ეცემოდა» ვინც მის ქვეშ გაივლიდა (ამ შემთხვევაში, ნალი კარების ზემოთ მაგრდებოდა).
კიდევ ერთი ტრადიცის თანახმად, იღბლის მისაზიდად, ნალი 7 რკინის ლურსმნით უნდა ყოფილიყო კედელზე მიმაგრებული, რადგან რიცხვი 7, ასევე დადებითი ენერგეტიკის მქონე, ძლიერ სიმბოლოდ ითვლება.

რიცხვი 7


არის რამდენიმე რიცხვი, რომელიც ბედნიერების სიმბოლოდ ითვლება, მაგრამ მათ შორის, ყველაზე ძლიერი — 7-ია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მას თითქმის ყველა რელიგიასთან აქვს კავშირი და განსაკუთრებით ფასეული ებრაელებისთვის და ქრისტიანებისთვის არის. მაგ.,

7 ბრძენი, 7 სამყარო, 7 წმინდა ქალაქი... – ინდუიზმში;

სამოთხის 7 ცა, ჯოჯოხეთის 7 კარიპჭე... – ისლამში;

სამყაროს შექმნის 7 დღე: 6 სამუშაო და 1 დასვენების – იუდაიზმში;

7 საკრალურ რიცხვად ითვლება ქრისტიანულ რელიგიაში:

კვირის 6 სამუშაო დღე და მეშვიდე წმინდა — კვირა, როდესაც ქრისტე აღსდგა, შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა, მაცხოვრის მიერ დაწესებული 7 საიდუმლო, 7 სანთლიანი მენორა და ა. შ.

ეს რიცხვი ასევე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მითოლოგიაში. მაგ., ძველ ეგვიპტეში თვლიდნენ, რომ ზეცისკე მიმავალი 7 გზა არსებობდა, ხოლო ძველ ბერძნულ და ინდურ მითოლოგიებში, 7 ბრძენია ნახსენები.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთში რიცხვი 7 უბედურების მომტანად ითვლება, რადგან ის სიკვდილთან ასოცირდება. ხოლო რიცხვი 8 უყვართ, რადგან კარგად ირითმება სიტყვებთან: «აყვავება» და «კეთილდღეობ».

image

5
569
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
569
  
2017, 1 მაისი, 20:28
აი იცი რა იცი :D
2017, 1 მაისი, 15:47
მადლობა შეფასებისთვის. როგორც ვატყობ ეხლა 9 მოგწონს. ესეც ძალიან ძლიერი რიცხვია.
2017, 1 მაისი, 15:26
სამყურასთან დაკავშირებითაც არსებობს ცრურწმენა. ისიც იღბლის და ბედნიერების სიმბოლოდ ითვლება. გარდა ამისა, მცენარე ქრისტიანულ რელიგიაში სამებასთან ასოცირდება. როგორც ამბობენ, წმინდა პატრიკი ხალხს სამების არსს, სწორედ სამყურას მაგალითზე უხსნიდა.
კარგი სტატიაა და სურათმაც დამაინტერესა, ნალი, 7 და მგონი, სამყურას ფოთლებია... საინტერესოა, რატომ სამყურა?
2017, 1 მაისი, 10:35
ძალიან საინტერესო იყო, თუმცა შვიდი ნომერი მე საერთოდ არ მომწონს. (აღარ)
0 1 5