სხვა თანამედროვე სტილის ბაღისა და ეზოს დიზაინი – 50 კრეატიული იდეა 2017, 19 აპრილი, 13:13 ჩვენი სახლის ექსტერიერი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ინტერიერი. ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში ვცხოვრობთ – Facebook, Twitter, YouTube, Whatsapp, ეს ყოველივე დღეს პრიორიტეტული გახდა ადამიანისთვის, ამავდროულად დამქანცველიც. ამის გათვალისწინებით აუცილებელია განტვირთვა, ბუნებასთან ახლოს ყოფნა, მისადმი სიყვარულის განვითარება. თანამედროვე სტილის ბაღისა და ეზოს მოწყობა წარმოადგენს პროცესს, რომელიც მოიცავს ახალ იდეებს და გეგმებს სრულყოფილი, თითქმის უნაკლო ექსტერიერის შესაქმნელად. დიზაინი შეიძლება გაკეთდეს ან თავად მფლობელის მიერ, თუ მსგავსი საქმიანობისადმი უნარი და გატაცება გააჩნია, ან გამოცდილი პროფესიონალის მიერ. გაითვალისწინეთ ერთი რამ, სანამ თქვენი ბაღის რეკონსტრუქციის პროცესს შეუდგებით, აუცილებლად გააკეთეთ მონახაზი სივრცისა და სახლის მდებარეობის და სტილის გათვალისწინებით. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სტუმრების მიღებისას მთავარი – პირველი შთაბეჭდილებაა, ამიტომაც მნიშვნელოვანია თქვენი ბაღი იყოს კარგად დაპროექტებული, ელეგანტური, მიმზიდველი და ამასთან, თქვენი სახლის ინტერიერთან ჰარმონიულად შერწყმული. ამას გარდა, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ უპირველეს ყოვლისა ამას თქვენთვის აკეთებთ, შესაბამისად ისე მოაწყეთ, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ, თქვენი მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებიათ, რათა სრულიად მოეშვათ და განიტვირთოთ დამქანცველი დღის მერე.
სურნელოვანი და დიდი ზომის მცენარეების გამოყენება უფრო მეტად გაუსვამს ხაზს თქვენი სახლის სილამაზესა და მიმზიდველობას. კიდევ ერთი მიზეზი, რაც ბაღის მოწყობის აუცილებლობაზე მიუთითებს – ბავშვებია, მათი აღზრდა ბუნებასთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, რაც უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ფსიქოლოგიური და ფიზიკური განვითარებისთვის. თუ ბაღი სწორედაა დაგეგმილი, ის აუცილებლად მოახდენს პოზიტიურ გავლენას ირგვლივმყოფებზე. მისი შექმნის აუცილებლობაზე კი შემდეგი არგუმენტები და რჩევები მიუთითებს: * თუ ღია ცის ქვეშ გიყვართ მუშაობა, მაშინ ვარდების ან ბოსტნეულის ბაღის გაშენება არაჩვეულებრივი იდეაა. * მოგეხსენებათ ბავშვებს ბაღში უყვართ თამაში, რა დროსაც ბუნებრივ გარემოს ეცნობიან, სუფთა ჰაერს სუნთქავენ. მცენარეებთან ერთად კარგი იქნება თუ ბავშვებისთვის ეზოს მოსაწყობად უფრო მეტად ხრეშსა და გაზონს გამოიყენებთ, ვიდრე ფილაქანს. * სადილი ღია ცის ქვეშ – საოცრად ჟღერს. დაამატეთ ექსტერიერის შესაფერისი ავეჯი – დასასვენებელი კუთხე, უფრო კომფორტულად რომ იგრძნოთ თავი. * თუ სპორტის მოყვარული ხართ და სივრცე ამის საშუალებას გაძლევთ, კალათბურთის პატარა მოედანი მოაწყეთ. * იმ შემთხვევაში კი თუ წვეულებები გიყვართ, პატარა აუზი ან ბუხარი ღია ცის ქვეშ განსაკუთრებულ ელფერს მისცემს ნებისმიერი სახის აქტივობას. გაითვალისწინეთ აღნიშნული რჩევები და თვალი გადაავლეთ სტატიაში წარმოდგენილ ნიმუშებს თქვენი ოჯახისთვის იდეალური გარემოს მოსაწყობად. წარმატებებს გისურვებთ! 1. თანამედროვე სტილის ბაღი პატარა აუზით 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10. 11. 12. 13. ბაღის გაფორმება დეკორატიული ბუჩქებით 14. 14. 15. 16. 17. 18. 19. 20. 21. 22. 23. 24. 25. 26. 27. ცეცხლის დასანთები კერა ღია ცის ქვეშ – განსაკუთრებული მყუდროება თქვენს ბაღში 28. 29. 30. 31. 32. 33. 34.35. ხე – არაჩვეულებრივი მასალა ბაღის გასაფორმებლად 36. 37. 38. 39. 40. 41. 42. 43. 44. 45. სწორედ დამონტაჟებული განათება უფრო მეტ სიმყუდროვეს შესძენს თქვენს საცხოვრებელს 46. 47. 48. 49. 50.ასევე დაგაინტერესებთ: როგორ გავაფორმოთ სახლი და ეზო რიყის ქვით – 60 კრეატიული იდეა ( III ნაწილი) როგორ გავაფორმოთ სახლი და ეზო ხის კუნძებით – 70 საოცრად ორიგინალური იდეა (ნაწილი II) როგორ მოვაწყოთ ყველაზე მყუდრო ადგილი სახლში – 60 საოცრად კრეატიული იდეა სახლებისა და ეზოების გაფორმება თიხის ქოთნებით – 75 კრეატიული იდეა (ნაწილი II) როგორ გავაფორმოთ სახლი ულამაზესი მცენარეებით – 65 კრეატიული იდეა ბაღებისა და ეზოების დიზაინი ხრეშის გამოყენებით – 65 კრეატიული იდეა (ნაწილი II) როგორ გავაფორმოთ ტერასები და ვერანდები ულამაზესი მცენარეებით – 50 კრეატიული იდეა 4623 13-ს მოსწონს
|