სხვა ყველაზე პოპულარული სახელები 2012, 12 ივნისი, 0:49 საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ, დგეს, იმ სახელების მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც მიმდინარე წელს, ახალდაბადებულებს დაარქვეს.
მონაცემების თანახმად, ახალშობილებს ყველაზე ხშირად ნიკოლოზს და მარიამს არქმევენ. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე, ახალშობილ ვაჟებს შორის პირველობას სტაბილურად სახელი გიორგი ინარჩუნებდა. იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს ინფომაციის დამუშავებისა და მონაცემთა ხარისხის ანალიზის განყოფილების ინფორმაციით, რომელიც სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ერთიან ბაზას ეყრდნობა, 2012 წ სტატისტიკის მიხედვით ვაჟების პოულარული სახელებია: ნიკოლოზი, გიორგი, ლუკა, საბა, დავითი, ალექსანდრე, ანდრია, მათე, დემეტრე, ილია და ირაკლი. ხოლო, ახალშობილი გოგონების პოპულარული სახელებია:მარიამი, ნინო, ანა, ელენე, ანასტასია, ბარბარე, ლიზი, ნია, სალომე, ლიკა და თამარი. მოგეხსენებათ, რომ სამეგრელოს რაიონი უცნაური სახელებითაც გამოირჩევა . საინტერესოა სამოქალაქო რეესტრის ბაზაში აგრიცხული იშვიათი სახელები:მილიარდი, სამძიმარა, ვებერთელა, მხედარი, ვინარი, კუკუშა, ედემი, ფუჩქი, ფიზიკა, პელე, გარინჩა ნიუტონი, სევდაგულ, ფემისტოკლე, კეკლუცა, ნექტარი, ლამაზი, ვარგისო და მოქეიფე. ამასთან, აგსანიშნავია ინგლისელი თერაპევტის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა.მეცნიერი მიიჩნევს, რომ გულისა და სისხლძარგვის დაავადება უფრო ხშირია ადამიანთა შორის, რომელთა სახელი ანბანის ბოლო მესამედის ასოებით იწყება .უმჯობესია მშობლებმა შვილს ის სახელი დაარქვას რაც მის გულთან ახლოსაა. 2975 9-ს მოსწონს 1-ს არა
|