x
image
ლიკა ელიშვილი
უცნაური ადგილები დედამაიწაზე,სადაც წყალი ქრება
imageუცნაური მოვლენები დედამიწაზე გასაკვირი აღარაა, მაგრამ ამ მოვლენების გამოკვლევა და გაგება ცოტა რთულია.არსებობს ადგილები სადაც წყალი უბრალოდ ქრება, ჩადის მიწის წიაღში, მაგრამ ზუსტად სად მიდის? ან როგორ? გაურკვევლია.ასეთი 7 ადგილია ნაპოვნი:


1.დაკარგული ტბა.ორეგანო

imageტბაზე წყლის რაოდენობა ყოველ ზამთარს იმატებს, მაგრამ სეზონის ცვლილებებთან ერთად 6 ფუტის ხვრელი შთანთქავს მას.როგორც გაარკვიეს აქ არის გვირაბის მსგავსი სტრუქტურა, სადაც ადრე ლავა გაედინებოდა ანუ ეს ხვრელი ადრე ვულკანის შედეგად წარმოიქმნა, მაგრამ ახლა სად მიდის წყალი და სად ქრება დაუდგენელია.


2.ჩილე


image 2007 წელს ყინულიანი ტბა უცებ გაქრა.სიტუაციის გასარკვევად ადგილზე გეოლოგები გამოცხადდნენ მაგრამ უშედეგოდ.ისინი ვარაუდობდნენ, რომ მიწისძვრის შედეგად ტბა მიწაში ჩავიდა.სინამდვილეში მყინვარი გადნა და წყლის რაოდენობა მოიმატა, რამაც 5 მილის სიგრძის ხვრელი გააჩინა.ამის შემდგომ წყლის რაოდენობა ტბაზე ხან იმატებს ხან კი საერთოდ ქრება.


3.გრენლანდია

imageცოტა ხნის წინ მილიარდობით გალონი წყალი სადღაც გაუჩინარდა.მეცნიერებმა ვერაფერი დაადგინეს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ დედამიწაზე ტემპერატურის მატებამ ყინულის ფენა გაადნო და ტბაზე წყლის დონემ ამიტომ დაიწია.


4.მინესოტა

image
ამ ჩანჩქერის მდგომარეობის გამო მეცნიერები უკვე საგონებელში არიან.როგორც ჩანს აღმოსავლეთ მხარეს წყალი ჩვეულებრივ მოედინება, ხოლო დასავლეთით სადღაც ქრება.მეცნიერების ვარაუდით წყალი სადმე გაედინება და ტბას უერთდება, მაგრამ ეს ვერ დამტკიცდა.წყალში გაუშვეს საღებავები, პინგპონგის ბურთები და ა.შ.რომ გაეგოთ სად გავიდოდა წყალი, მაგრამ ამაოდ.


5.რუსეთი

image
ტბა 2005 წელს გაქრა ერთ-ერთი სოფლიდან.დარჩენილმა სიღრმემ ისევ იწყო წყლით შევსება, მაგრამ ისევ დაიწია წყლის დონემ.

ეს პირველი შემთხვევა არ იყო.1935 წელს რამდენიმე საცხოვრებელი სახლი გაქრა და შემდეგ მათ ადგილზე ტბა გაჩნდა.1600 წელსაც ჩაიძირა ეკლესია.

მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ მიწის ქვეშ გვირაბები და გამოქვაბულებია, რის გამოც წყალი ხშირად მონაცვლეობს.ადგილობრივი მოსახლეობის თქმით კი იმ ადგილებში ხშირად ჩნდება მოწითალო შუქი და მომხდარ ამბებს მას უკავშირებენ.


6.ავსტრია

image ავსტრიის ერთ-ერთ ქალაქში არსებობს ტბა, რომელიც გაქრა.ტბა ხელოვნურ აუზს წარმოადგენდა, რომელიც ივსებოდა, მაგრამ გასადინარი არ გააჩნდა.მიზეზად გვალვა დასახელდა.როდესაც სავსეა ამბობენ, რომ აქ თევზაობა შეიძლება, ხოლო როდესაც წყალი ქრება მას ფერმერები პირუტყვისთვის იყენებენ.


7.ჰავაი

image2010 წელს ტბის დონემ იკლო და 2013 წელს თითქმის გაქრა.მიზეზად აქაც გვალვა სახელდება, მაგრამ ამდენი წყლის გაქრობა ცოტა არ იყოს უცნაურია.


0
355
7-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ელიშვილი
ლიკა ელიშვილი
355
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0