x
image
მარიონი
სწავლა გერმანიაში


imageგერმანია და გერმანული კულტურა ბავშვობიდანვე ძალიან მაინტერესებდა.პირველი ინტერესი ოლივერ კანმა და ბასტიან შვაინშტაიგერმა გააღვივეს, შემდეგი, უფრო სერიოზული ინტერესი, საქართველოში გერმანიის ელჩთან საუბარმა გააღრმავა. ყოველთვის მინდოდა გერმანიაში სწავლა, ან თუნდაც ცოტახნით მოხვედრა. ჯერჯერობით, სურვილი სურვილად რჩება. განხორციელებამდე კი გადავწყვიტე ცოტა რამ გამერკვია გერმანიაში სწავლაზე, პირობებზე, თანხებზე და შესაძლებლობებზე.
როგორც გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის DAAD-ის, საინფორმაციო ბუკლეტში ამოვიკითხე, გერმანული საუნივერსიტეტო განათლების სტრუქტურა ჯერ კიდევ ვილჰემ ფონ ჰუმბოლტმა(1767-1835) განსაზღვრა, რომლისთვისაც საუკეთესო განათლების მაგალითს სწავლისა და კვლევის ერთიანობა წარმოადგენდა.
როგორც ცნობილია, გერმანიის უნივერსიტეტები ორი ძირითადი გამოწვევის წინაშე დგანან:მიიღონ უცხოელი სტუდენტების რაც სეიძლება დიდი რაოდენობა და საერთაშორისო საკონკურენციო მარათონში საუკეთესო მაჩვენებლებით დაიმკვიდრონ ადგილი.
გერმანიის უნივერსიტეტებში სპეციალობის ფართო არჩევანია, სწავლა გათვლილია უცხოელ სტუდენტებზე და 800-ზე მეტი საერთაშორისო ინგლისურენოვან პროგრამას სთავაზობენ მომავალ სტუდენტებს. თურმე დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 2.700-მდე ქართველი სტუდენტი სწავლობს გერმანიაში.
გერმანიაში არის როგორც უნივერსიტეტები, ასევე პროფესიული უმაღლესი სასწავლებლები, ხელოვნებისა და კინოაკადემიის, სამუსიკო სასწავლებლები. შეიძლება ითქვას, რომ არჩევანის მრავალფეროვნება ნებისმიერი სწავლასმონდომებული ადამიანის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
ისევე როგორც ჩვენთან, გერმანიაშიც უნივერსიტეტი უმაღლესი სასწავლებლის კლასიკური ფორმაა. გერმანიის 110 უნივერსიტეტში, რომელთა შორისა ჰაიდელბერგის, მიუნხენის, იენის, ტუბინგენისა და ბერლინის უნივერსიტეტები, სპეციალობის 12.000-მდე ჩამონათვალია.
ახლა რაც შეეხება სწავლის გადასახადს, გერმანიის უნისვერსიტეტების უმრავლესობა დაფინანსებას სახელმწიფოსგან ღებულობს, ამიტომ სწვალის გადასახადი შედარებით დაბალია ან საერთოდ არ არის. იმ ფედერაციულ მიწებზე, სადაც სწავლა ფასიანია სწავლის საფასური სემესტრში 350-500 ევროს შეადგენს, ხოლო კერძო სასწავლებლებში ღირებულება 11.000 ევრომდეც ადის.
ქართული ატესტატიტ გერმანიის უნივერსიტეტის ბაკალავრიატში სწავლის გაგრზელება არაა სესაძლებელი. გერმანიის უნივერსიტეტში მოსახვედრად ორი გზა არსებობს:
1. საქართველოში, აკრედიტირებულ უნივერსიტეტში ორი კურსის გავლის შემდეგ პირდაპირ გააგრძელებთ სწავლას გერმანიის უნივერსიტეტში, ბაკალავრიატის პირველ კურსზე;
2. ან საქართველოში ხურავთ პირველ კურსს და სემდეგ გერმანიაში აბარებთ აღიარებით გამოცდას, რისტვისაც გერმანიის კოლეჯში სწავლაა სავალდებულო (სწავლის ხანგრძლივობა ერთი წელია).
უნივერსიტეტში მოხვედრისთვის მზადებასთან ერთად უნადა მოიძიოთ ფინანსები და დაფინანსების წყარო, (ყველაზე კარგი გზაა გახდეთ DAAD-ის სტიპენდიანტი) აარჩიოთ სასურველი ფაკულტეტი და მოიპოვოთ ადგილი. ამ და სხვა საკითხებზე შემდეგ პოსტში ვისაუბრებთ.

3
710
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიონი
მარიონი
710
  
2014, 24 სექტემბერი, 20:34
იმედია სწორი კითხვაა სწორ ადგილას.თუ შეგიძლიად დამეხმაროთ ვეძებ მარაგების მართვის მინიმუმ 6 თვიან მაქსიმუმ 1 წლიან კვალიფიკაციის ასამაგლებელ კურსებს ბერლინში.წინასწარ დიდი მადლობა
2013, 24 იანვარი, 2:54
დამატებითი ინფორმაცია ამ სტატიასთან დაკავშირებით სად შემიძლია გავიგო? ან ვის მივწერო?
0 1 3