ყველამ კარგად ვიცით, რომ ჰიგიენა უპირველეს ყოვლისა, თუმცა როგორი ინტენსივობით საჭიროებს ტანის ღრუბელი, კბილის ჯაგრისი, თეთრეული, პირსახოცი თუ სხვა პირადი მოხმარების ნივთები გამოცვლას თქვენივე ჯანმრთელობის მიზნით, ბევრი თქვენგანი სწორედ დღევანდელი სტატიიდან შეიტყობს.
1. საპარსი ხელსაწყოები.![ამ ნივთებს იმაზე ცუდად უვლით, ვიდრე
საჭიროა– დაიმახსოვრეთ! image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201704/2017040912021336558.jpg)
საპარს ხელსაწყოებში ჭარბად გროვდება კანის მკვდარი ქსოვილები, ბაქტერიები და კოსმეტიკის ნაშთები, რაც ხშირი გამოყენების შემდეგ იწვევს კანის სიწითლეს, გაღიზიანებასა და ინფექციებს. სწორედ ამ ფაქტორების თავიდან აცილების მიზნით გვირჩევენ ექსპერტები, რომ ის 5–7 გამოყენების შემდეგ აუცილებლად გამოვცვალოთ, გამოყენების პროცესში კი კარგად გავრეცხოთ მდუღარე წყლით და მშრალ ადგილას შევინახოთ.
2. თეთრეული.![ამ ნივთებს იმაზე ცუდად უვლით, ვიდრე
საჭიროა– დაიმახსოვრეთ! image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201704/2017040912033436558.jpg)
სტატისტიკურად გვაქვს მონაცემი, რომ ადამიანი ღამე ძილის დროს 250 მლ ოფლს ღვრის. პლუს ამას კანის მკვდარი ქსოვილები, პარაზიტები, მტვრის ტკიპები, სხვადასხვა სახის სოკო და ძნელი წარმოსადგენია, რომ საწოლში თეთრეული, რომელიც უბადლოდ სუფთა გგონიათ, სინამდვილეში მავნეა ჩვენი ჯანმრთელობისთვის თუ კვირაში ერთხელ მაინც არ გამოცვლით, ხოლო ზარმაცებმა, რომელთაც ხშირი დაბანა და შიშველი წოლა არ გიყვართ, უფრო ხშირად უნდა ცვალოთ ის.
3. ტანის ღრუბელი.![ამ ნივთებს იმაზე ცუდად უვლით, ვიდრე
საჭიროა– დაიმახსოვრეთ! image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201704/2017040912083736558.jpg)
დავიწყოთ ჯერ იმითი, რომ ექიმები არანაირად არ იძლევიან რეკომენდაციას ტანის ღრუბლის გამოყენებაზე, ვინაიდან ისინი მიკროორგანიზმების გავრცელების დიდი წყაროა. თუ კი ვერ წარმოგიდგენიათ შხაპი ღრუბლის გარეშე, გასწავლით რამოდენიმე ალტერნატიულ გზას, თუ როგორ ავირიდოთ თავიდან ღრუბლით გამოწვეული საფრთხე: 1). მუდამ ჰაერზე აშრეთ ღრუბელი. 2). ფეხის გაპარსვის შემდეგ მაშინვე ნუ გამოიყენებთ ღრუბელს. 3). არასოდეს არ გაიხეხოთ სახე და ინტიმური ადგილები ერთი ღრუბლით. 4). კვირაში ერთხელ ღრუბელი კარგად გარეცხეთ და ჰაერზე გააშრეთ. 5). რეგულარულად გამოცვალეთ ტანის ღრუბელი– სინთეტიკური ნაწარმის 1–2 თვეში ერთხელ, ხოლო ნატურალური ქსოვილის კი 3–4 კვირაში ერთხელ.
4. კბილის ჯაგრისი.![ამ ნივთებს იმაზე ცუდად უვლით, ვიდრე
საჭიროა– დაიმახსოვრეთ! image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201704/2017040912112536558.jpg)
პირის ღრუს სისუფთავის, იმუნური სისტემის დაქვეითების თუ კბილების დაავადებების თავიდან აცილების მიზნით სტომატოლოგები ყოველთვის მოგვიწოდებენ, რომ კბილის ჯაგრისი ყოველ 3–4 თვეში ერთხელ გამოვცვალოთ.
5. სავარცხელი.![ამ ნივთებს იმაზე ცუდად უვლით, ვიდრე
საჭიროა– დაიმახსოვრეთ! image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201704/2017040914074336558.jpg)
სავარცხლის ხშირი ცვლა დამოკიდებულია იმ ფაქტორებზე, თუ რა ნაწარმისგან მზადდება ის და არის თუ არა მეორადი სტილის პროდუქტებისგან შექმნილი, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, ექიმები რეკომენდაციას გვაძლევენ აუცილებლად გამოვცვალოთ 6-12 თვეში ერთხელ მაინც. მაგრამ გახსოვდეთ, რომ სავარცხლის რეგულარული ცვლა არ გარიდებთ ძირითადი წესებისგან ზრუნვას: კვირაში ერთხელ კარაგად გარეცხეთ ის და ყოველი გამოყენების შემდეგ გამოიღეთ მისი ღერებიდან თმის, მტვრისა და კანის ნარჩენები.
6. აბანოს პირსახოცი.![ამ ნივთებს იმაზე ცუდად უვლით, ვიდრე
საჭიროა– დაიმახსოვრეთ! image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201704/2017040914122036558.jpg)
მიუხედავად იმისა, რომ აბანოს პირსახოცს ტანისთვის ვიყენებთ და მხოლოდ შხაპის შემდეგ, მასზე მაინც რჩება კანის მკვდარი უჯრედები და წარმოადგენს კანის მიკროფლორას. ამიტომ ყოველი 3-4 გამოყენების შემდეგ გარეცხეთ ის.
7. პირსახოცი ხელებისთვის.![ამ ნივთებს იმაზე ცუდად უვლით, ვიდრე
საჭიროა– დაიმახსოვრეთ! image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201704/2017040914152536558.jpg)
ხელის საფუძვლიანი და რეგულარული დაბანა, ერთ-ერთი საფუძველია პირად ჰიგიენაში. თუმცა ეს ძირითადი პრინციპი ვერ გვიცავს მიკრობებისგან, ვინაიდან სისტემატიური გამოყენება გვიწევს და მითუმეტეს დიდ ოჯახებში, სადაც ხალხი ბევრია და ყველას ინდივიდუალური არ გაჩნია, ექსპერტები მოგვიწოდებენ, რომ გამოვცვალოთ ხელის პირსახოცი ყოველ დღე თუ არა, ყოველ 2 დღეში ერთხელ მაინც.
8. სახის პირსახოცი.![ამ ნივთებს იმაზე ცუდად უვლით, ვიდრე
საჭიროა– დაიმახსოვრეთ! image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201704/2017040914172136558.jpg)
სახისა და კისრის არეში კანი გაცილებით მგრძნობიარეა, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებში, ამიტომ არის საჭირო სახისთვის ვიქონიოთ სხვა პირსახოცი, რომლის ხშირი, ყოველდღიური ცვლა აუცილებელია. ან თუნდაც ჩაანაცვლეთ ის ერთჯერადი საგნებით- ქაღალდის ხელსახოცითა და ბამბით.
იხილეთ აგრეთვე:
●
ხრიკები, რომელთა გათვალისწინებით თავის დაბანა ყოველ მეორე დღეს აღარ მოგიწევთ
●
ჭუჭყსა და ცხიმთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი- სამზარეულოს სისუფთავის საიდუმლო
●
აუცილებლად დაყარეთ თქვენს ლეიბზე სოდა! იცით რატომ?
● როგორ მოვაშოროთ სახლიდან ტარაკნები?
● თუ თქვენ სახლში აშრობთ სარეცხს- სასწრაფოდ შეწყვიტეთ!
● სარეცხის მანქანა სოკოვან დაავადებებს იწვევს! როგორ გავწმინდოთ ის?
● როგორ მოვაშოროთ სუნი ფეხსაცმელს? ეს და სხვა ხრიკები
● რა მოგვივა თუ ტანს 2 დღე არ დავიბანთ? გაითვალისწინეთ
● სხეულის ყველაზე ბინძური ნაწილი, რომელიც შხაპის შემდეგაც ბინძური რჩება
● აი რითი უნდა დაიწყოთ ყოველი დილა- აუცილებლად გაითვალისწინეთ!