საზოგადოებრივი XX საუკუნის ამოუხსნელი საიდუმლოებები 2019, 8 მაისი, 9:06 1900 წ.— ფლანის კუნძულზე (დიდი ბრიტანეთი) ეილინ მორის (Eilean Mòr) შუქურიდან 3 მეთვალყურე გაქრა. 1902 წ.— 29 - 30 დეკემბრის ღამეს 1:05 სთ-ზე პარიზის უმეტეს ნაწილში საათები გაჩერდა.
1913 წ.— ცეცხლოვანი მიწის სანაპიროებთან იალქნიანი გემი «მალბორო» აღმოაჩინეს, რომელსაც იალქნები აკეცილი ჰქონდა. მის გემბანზე და სათავსოებში 20 ადამიანის გვამის ნარჩენები ნახეს. ხოლო, გემის საბორტო ჩანაწერების ჟურნალიდან გაირკვა, რომ ის 1890 წელს ახალი ზელანდიიდან გამოვიდა, მაგრამ არცერთ პორტში არ შესულა.
1968 წ. — არის ი. გაგარინის გარდაცვალების ოფიციალური თარიღი. თუმცა, მისი სიკვდილის ამბის თითქმის არავის სჯერა. წინასწარმეტყველი ვანგა ამბობდა, რომ პირველი კოსმონავტი არ მოკვდა, – «ის წაყვანილ იქნა».
1987 წ. — ბრაზილიის სანამიპოზე 2000-მდე დელფინმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა.
1996 წ. — უცნაური ცოცხალ-მკვდარი არსება აღმოაჩინეს ქ. კიშტიმის (რუსეთი) მახლობლად მდებარე სოფ. კაოლინის სასაფლაოზე. ის პენსიონერმა ტამარა პროსვირინამ იპოვნა და სახლში წაიყვანა. მოგვიანებით, არსება «კიშტიმის ჯუჯას» სახელით გახდა ცნობილი. ის ადამიანის საკვებით იკვებებოდა, უცნაურად გამოიყურებოდა და სუნიც უცნაური ჰქონდა. მისი სიმაღლე, დაახლოებით, 30 სმ-ს შეადგენდა და ანუსის გარდა, ყველაფერი ჰქონდა, რაც ადამიანს აქვს. საკვების მიღებიდან, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მას ოფლი ასხავდა, რაც ორგანიზმის გამოყოფის სისტემის ფუნქციას ასრულებდა. მოხუცმა მას ბავშვის სახელი – «ალიოშკა» დაარქვა და «პატარამ» მის სახლში, თითქმის, 1 თვე იცხოვრა. ტ. პროსვირინა მარტოხელა იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც ალიოშკა იპოვა, მეზობლებთან საუბრისას ამბობლა, რომ ბავშვი ჰყავდა მისახედი და სახლში მიდიოდა. თანასოფლელებმა ჩათვალეს, რომ ქალს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა და მოხუცი შიზოფრენიის დიაგნოზით, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. ხოლო, სახლში უპატრონოდ დარჩენილი არსება გარდაიცვალა. მისი გვამი, პენსიონერის ყოფილი რძლეი მეგობარმა მამაკაცმა ნახა. მას გასაღები ჰქონდა და მოხუცის სახლში რამდენიმე დღით აპირებდა დარჩენას. როგორც ამბობდნენ, კაცი ლოთი იყო, მაგრამ გარდაცვლილი არსების დანახვისას მიხვდა, რომ საქმე უჩვეულო მოვლენასთან ჰქონდა. ამიტომ, ის ტილოში გაახვია და საყინულეში შეინახა. 1999 წლის 5 აგვისტოს გარდაიცვალა ტ. პროსვირინაც. აღნიშნულ ფენომენთან დაკავშირებით, მისგან ინტერვიუს აღებას იაპონიის ტელევიზია გეგმავდა და სწორედ იმ დღეს, ქალს მანქანა დაეჯახა. ალიოშკას ამბოთ უფოლოგები დაინტერესდნენ და მისი გვამი, კვლევის ჩასატარებლად, მათ გადაეცათ. გარკვეული დროის მანძილზე, ის ხელიდან ხელში გადადიოდა და შემდეგ... დაიკარგა. სავარაუდოდ, «კიშტიმის ჯუჯა» რუსი ოლიგარქის კოლექციაში მოხვდა. თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომლის თანახმად, იაპონელი მილიონერი მზად იყო მასში 200 000 დოლარი გადაეხადა...
902 6-ს მოსწონს
|