საზოგადოებრივი სამარეში წაღებული 3 საიდუმლო 2017, 28 მაისი, 11:13 იმაში, რომ ზოგიერთები საიდუმლოს არასოდეს ამხელენ და სამარეში მიაქვთ, ახალი არაფერია. მაგრამ, არის ისეთი საიდუმლო, რომელიც გარკვეულ ისტორიულ მოვლენას ან მის მიერ გამოწვეულ შედეგს უკავშირდება და დიდი ინტერესის გამო ის, დროთა განმავლობაში, ერთგვარ გამოცანად იქცევა ხომე. აქ სწორედ, ამ კატეგორიის, 3 საიდუმლოა წარმოდგენილი:
ოტო გუნშე (Otto Günsche, 1917-2003) ოტო გუნშე 1943 წ. 12 იანვრიდან ადოლფ ჰიტლერის პირადი ადიუტანტი (შტაბის ოფიცერი) იყო. 1945 წ. 30 აპრილს მან პირადად ფიურერისგან მიიღო დავალება, დაეწვა მისი და ევა ბრაუნის გვამები. ოტო გუნშემ სრული სიმართლე იცოდა ჰიტლერის ცხოვრების უკანასკნელი წლის და გარდაცვალების შესახებ. თუმცა, მიუხედავად არაერთგზის თხოვნისა, მემუარების დაწერაზე უარი თქვა. არნე ბერლინგი (Arne Beurling, 1905 – 1986) არნე მათემატიკის შვედი პროფესორი იყო. 1940 წ. მან გერმანელების ის კოდი გატეხა, რომელსაც ფაშისტები სამხედრო-სტრატეგიული კომუნიკაციისთვის იყენებდნენ. მან ამის გაკეთება, სულ რაღაც 2 კვირაში, კოდირებული სატელეგრაფო ლენტის ჩანაწერის შესწავლით მოახერხა და შექმნა მოწყობილობა, რომლითაც გერმანიიდან, შვეციის და ნორვეგიის გავლით გადაიცემული ინფორმაციის დეშიფრირება შეიძლებოდა. როდესაც მეცნიერს ჰკითხეს, თუ როგორ მოახერხა კოდის გატეხა, მან უპასუხა, რომ «მაგი თავის საიდუმლოს არასდროს ასაჯაროებს». იოჰან ბესლერი (Johann Bessler, 1680 – 1745) იოჰან ბესლერი ზიტაუში (გერმანია) დაიბადა და შექმნა მანქანა, რომელიც მისი თქმით, თვითმავალი იყო. 1717 წელს, მან ათასობით ადამიანი დაარწმუნა იმაში, რომ თვითმხარდამჭერი მექანიზმის (მუდმივი ძრავა – ლათ. Perpetuum Mobile) საიდუმლოს ამოხსნა შეძლო და მის მიერ შექმნილმა მანქანამ უამრავი ტესტი და შემოწმება გაიარა. ოფიციალურ დოკუმენტებში დაფიქსირებულია, რომ აღნიშნული მექანიზმი, 54 დღის მანძილზე, განუწყვეტლივ მუშაობდა. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: ჩვენი წარსულის წარმოუდგენელი საიდუმლო მცენარეებით «ქსოვა» და სამარეში წაღებული საიდუმლო კაცი, რომელმაც სტალინს შვილი გადაურჩინა, ხოლო თავად მისი სიკვდილი დააჩქარა ნაპოლეონის თავის ქალაში უცხოპლანეტური წარმომავლობის მიკროჩიპი აღმოაჩინეს 1846 9-ს მოსწონს
|