x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უდაბნოში დაკარგული. ყველაზე რთული მარათონი მსოფლიოში

image
ქვიშის მარათონი, საჰარის უდაბნოში, ერთ-ერთ ყველაზე რთულ მარათონად ითვლება მსოფლიოში. ამ ექვსდღიან შიჯიბრში, რომლის დისტანცია 250 კმ. არის, მხოლოდ ყველაზე გაბედული და გამძლე სპორტსმენები მონაწილეობენ. პირობები ძალიან მკაცრია: შესვენება მხოლოდ ძილის და საჭმლის მიღებისთვის შეიძლება, ორგანიზატორები მონაწილეებს მხოლოდ წლით, სამედიცინო დახმარებით და დასვენების დროს, ჩრდილით უზრუნველყოფენ, ხოლო საკვების მარაგი, საძილე ტომარა, ქვაბი, სადილის მოსამზადებლად, ფარანი, გველის შხამის გამომწოვი და სხვა ნივთები, თავად სპორტსმენს უნდა ჰქონდეს. ეს ყველაფერი, დაახლოებით, 9–10 კგ-ს იწონის.

საჰარის მარათონში მონაწილეობის მიღება სიცილიელმა ხუთჭიდელმა მაურო პროსპერმაც გადაწყვიტა. ოთხი დღის მანძილზე, ყველაფერი კარგად იყო, მაურო მე-7 მიდიოდა ფინიშისკე. მაგრამ შემდეგ, ქვიშის ქარიშხალი დაიწყო. წესის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში, შეჯიბრში მონაწილე ადგილზე უნდა გაჩერდეს და მაშველების მოსვლას დაელოდოს, მაგრამ იტალიელმა გადაწყვიტა, რომ ქარიშხალი ვერაფერს დააკლებდა! მან თავზე შარფი შემოიხვია და გზა განაგრძო.

image

image
6 საათის შემდეგ, ქარი ჩადგა და პროსპერი მიხვდა, რომ მთელი ამ დროის მანძილზე, სულ სხვა მიმართულებით მიდიოდა. ის იმდენად შორს იყო სხვებისგან, რომ მის მიერ გაშვებული სასიგნალო რაკეტები ვერავინ დაინახა. ის სრულიად მარტო დარჩა, ყველაზე დიდ და არასტუმართმოყვარე უდაბნოში დედამიწაზე.
მაუროს, სიარულის გარდა, არაფრის გაკეთება არ შეეძლო. რამდენიმე საათის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, ერთ მიტოვებულ მეჩეთს მიაგნო, რომელშიც, იქ მობინადრე ღამურების სისხლით, წყურვილი მოიკლა.
სასოწარკვეთილებისგან, მაურომ თვითმკვლელობა სცადა და მაჯებზე ვენები გადაიჭრა. მაგრამ, მისი გაუწყლოვებული სისხლი იმდენად სქელი იყო, რომ გარეთ არ გამოვიდა. მას ხელებზე მხოლოდ ორი განაკაწრი გაუჩნდა, რომელიც მაშინვე შეუხორცდა. და მაშინ, მარათონელმა სიცოცხლისთვის ბოლომდე ბრძოლა გადაწყვიტა.
მომდევნო 5 დღის მანძილზე, პროსპერი საჰარაში დაეხეტებოდა, ხვლიკებით იკვებებოდა, ხოლო წყურვილს ნამით იკლავდა. სტარტიდან 9 დღის შემდეგ, როგორც იქნა, მომთაბარეთა ჯგუფს შეხვდა და მათგან შეიტყო, რომ ალჟირში იმყოფებოდა, – 200 კმ-ით დაშორებული საფინიშო ადგილიდან.
გავიდა 2 წელი და პროსპერი ისევ ჩაეწერა მარათონში მონაწილეობის მისაღებად და ფინიშთან მთელი, უვნებელი და რაც მთავარია, დროულად მივიდა.

image

P. S. უნდა აღინიშნოს, რომ მარათონში მონაწილეობისთვის შესატანი თანხა – 2 500 ევროა. ხოლო, პრიზი გამარჯვებისთვის – მასში მონაწილეობის შესატანი თანხის გაორმაგებული თანხა არის.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageუცნაური ფაქტები სპორტის ისტორიიდან

რა უნდა ვიცოდეთ სირბილის შესახებ

0
143
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0