სხვა ფოსტით გაგზავნილი შენობა და ბავშვები 2017, 7 აპრილი, 16:09 XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც საფოსტო სამსახური ჯერ კიდევ ძალებს იკრებდა, ადამიანები მის მომსახურებას ტესტირებას უტარებდნენ, რათა დაედგინათ, თუ რამდენად უსაფრთხო და სანდო იყო ეს სერვისი. საფოსტო სამსახური აშშ-ში 1913 ამოქმედდა და მაშინვე ყველაზე მოთხოვნადი მომსახურება გახდა. ფოსტით ყველაფრის გაგზავნა შეიძლებოდა, წიგნებით დაწყებული და ბანკის შენობით (რა თქმა უნდა, დაშლილი სახით) დამთავრებული. ეს ისტორია 1916 წელს მოხდა. ბიზნესმენი უილიამ კოლტჰარპი ბანკს აშენებდა ქ. ვერნალში (იუტას შტატი). მას უნდოდა, შენობა ლამაზი გამოსულიყო და ამიტომ, შენობის აგება ტექსტურული (რელიეფური) აგურით გადაწყვიტა, რომელსაც აღნიშნული ქალაქიდან, 170 კმ-ით დაშორებულ, ქ. სოლტ-ლეიკ-სიტში ამზადებდნენ. ასეთ პირობებში, ფოსტით სარგებლობა, ყველა თვალსაზრისით, მომგებიანად გამოიყურებოდა და ჯესი ბოგეს ოჯახმა, ორეგონის შტატიდან, ფულის დაზოგვის მიზნით, ბებიასთან ბავშვი ფოსტით გაგზავნა. ამანათში ბავშვის მშობლებმა 15 ცენტი გადაიხადეს, დაზღვევაში – 50 დოლარი, რაც ბევრად უფრო იაფი იყო, ვიდრე მატარებლის ბილეთი.
"ფოსტით გაგზავნილი ბანკი", ვერნალი, იუტას შტატი, აშშ. 148 8-ს მოსწონს
|