x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
შეიქმნა "საცავი განკითხვის დღისთვის",სადაც მთელი კაცობრიობის საინფორმაციო ბაზა არის თავმოყრილი
imageუკვე 10 წელზე მეტია შპიცბერგენის ყინულოვან მთებში(ნორვეგია)არსებობს საცავი, რომელშიც ინახება პრაქტიკულად ყველა მცენარის თესლი, რომელიც დედამიწაზე არსებობს.ეს პროექტი, რომელიც გაეროს მხარდაჭერით განხორციელდა იმისკენაა მიმართული, რომ გლობალური კატაკლიზმების, კატასტროფების ან ბირთვული ომის შემთხვევაში შენარჩუნებული იქნას მცენარეების სახეობები.



ამჟამად დაიწყო ანალოგიური საცავის მშენებელობა, სადაც დაცული იქნება ყველაფერი, რაც კაცობრიობას შეუქმნია.საცავში იქნება წიგნები, დოკუმენტები და სხვა საინფორმაციო მატარებლები.როგორც კომპანია Piql-ის წარმომადგენელი კატრინ ლეონ ტომსენი ამტკიცებს, საცავი იძლევა საშუალებას დოკუმენტები 1000 წლის განმავლობაში უსაფრთხოდ იქნას შენახული.


imageინფორმაციის მსოფლიო ბანკის ბაზა თესლების საცავის მახლობლადაა განთავსებული და ხელმისაწვდომია ყველა მკვლევარისთვის თუ სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციებისთვის მთელი მსოფლიოდან.


რაც შეეხებათ კერძო პირებს, მათ გარკვეული საფასურის სანაცვლოდ შეუძლიათ შეინახოს საკუთარი ინფორმაცია 1000 წლის განმავლობაში არქტიკულ მაღაროებში, რომელიც მუდამ ყინულოვან შპიცბერგენის მთებშია განთავსებული.



image


კომპანია Piql-მა ინფორმაციის შესანახად უკვე ძველმოდური ფოტოფირის საშუალებით გადაწყვიტა.სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სწორედ ფოტოფირი არის ყველაზე უსაფრთხოდ და ხანგრძლივად ინფორმაციის შენახვის გარანტი.სტაბილურ ტემპერატურაზე, რომელიც ნორვეგიის მთებშია ფოტოფირს შეუძლია თავისუფლად გაძლოს 1000 წელიწადი, ბირთვული ომის შემთხვევაშიც კი, რა დროსაც ტემპერატურა მკვეთრად მატულობს, ფოტოფირს 500 წელი შეუძლია შეინახოს ინფორმაცია.


image

1
225
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
225
  
2017, 6 აპრილი, 12:44
საინტერესოა.:O
0 1 1