x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138408
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ტუალეტში შესვლისას დახუჭეთ ცალი თვალი! - რჩევა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს
ჩვენს ორგანიზმში გამუდმებით მიმდინარეობს ამა თუ იმ სიტუაციასთან ადაპტირება და ზოგჯერ ეს პროცესი საკმაო უხერხულობას გვიქმნის. თუმცა არსებობს რამდენიმე ხერხი, რომელთა წყალობით ყოველთვის შეიძლება მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ.


დახუჭეთ ცალი თვალი


image


როცა ღამით, სიბნელეში ტუალეტში გასვლა დაგჭირდებათ, ყველაზე კარგია თუ ცალ თვალს დახუჭავთ, რათა სიბნელეს უკეთ შეეგუოთ. ტუალეტში შუქის ანთების შემდეგ თვალი ისევ დახუჭული გქონდეთ. უკან, საძინებელში დაბრუნებისას კი შეგიძლიათ გაახილოთ. ასე აღარ დაგჭირდებათ სიბნელესა და სინათლეზე გამუდმებით შეგუება.



აიწიეთ ყური


თავის ტკივილის დროს მექანიკურად ვიწყებთ საფეთქლების დამასაჟებას. თუმცა არის უფრო ეფექტური ადგილი - ყურის ბიბილოები. ოდნავ გამოქაჩეთ ყურის ბიბილოები და დაიმასაჟეთ. სულ მალე იგრძნობთ შვებას და თავის ტკვილი გაგიყუჩდებათ.



აბების ყლაპვა


image

დედიკოებმა კარგად იციან, რომ აბების მიღება ბავშვებისთვის ძალიან პრობლემურია. იმისათვის, რომ ყლაპვის რეფლექსის აქტივირება მოხდეს, საჭიროა პირში აბის ჩადების შემდეგ თავი წინ გადასწიოთ და ამ მდგომარეობაში გადაყლაპოთ. შედეგიც არ დააყოვნებს.



ვახურებთ ტვინს


image

ზაფხულში, როცა ძალიან ცხელა, ჩვეულებრივ, გაგრილება გვინდა და ვეტანებით ცივ სასმელებს. აზრადაც არ მოგვდის, რომ სხეულის ტემპერატურის მკვეთრმა დაცემამ ტვინის გადაგრილებაც შეიძლება გამოიწვიოს. ამის თავიდან ასაცილებლად, ენის წვერი მიაჭირეთ სასას. ეს ხერხი სიცხეში თავის ტკივილის მოხსნაშიც დაგეხმარებათ.


დაბუჟება


image

კიდურების დაბუჟება ძალიან უსიამოვნო პროცესია, რომელიც ერთ პოზაში გაუნძრევლად ჯდომას სდევს თან. ფეხს უბრალოდ ვეღარ ვგრძნობთ და მასზე დადგომაზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. დაბუჟებისგან თავის დაღწევა ორი გზით შეიძლება: პირველ რიგში, შეეცადეთ დაიმასაჟოთ დაბუჟებული ადგილი, შემდეგ კი უბრალოდ თავი მიატრიალეთ მარჯვნივ და მარცხნივ რამდენიმეჯერ. დაბუჟება სულ მალე გაგივლით.


სლოკინი


სამი ყლუპი წყლის ჩაყლაპვა, ღრმა ბალანსირებული სუნთქვა, ცალ ფეხზე ხტომა - სლოკინის შესაჩერებელი ყველა ეს ხალხური მეთოდი სინამდვილეში არაფერსაც არ შველის. შემდეგში, როცა ეს უხერხული პროცესი დაგეწყებათ, გააღეთ პირი რაც შეიძლება ფართედ და შეეცადეთ ამ პოზაში რამდენჯერმე ნერწყვი გადაყლაპოთ. სლოკინი მაშინვე გაგივლით.


გადადით ბმულზე და გაიგეთ სლოკინის შეჩერების კიდევ 4 ეფეტური ხერხი.


ნემსის გაკეთების შიში


image


ბავშვებს ძალიან ხშირად ეშინიათ ნემსის გაკეთების, თუმცა შპრიცის დანახვაარც მოზრდილებს უხარიათ. შემდეგ ჯერზე, როცა ნემსის გაკეთება გახდება საჭირო, მსუბუქად დაახველეთ ნემსის შერჭობის წინ. ასე ჩხვლეტა გაცილებით უმტკივნეულო იქნება.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ასე ყურების გამოწმენდა ძალიან სახიფათოა! - აუცილებლად გაითვალისწინეთ!

image

2. 7 პრობლემა, რომლის მოგვარებაშიც ორიოდე ბანანის მიღება დაგეხმარებათ - ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image

3. რატომ აქვს ბანქოში გულის მეფეს თავში გარჭობილი ხანჯალი - დაფიქრებულხართ?

image

4. თუ ტუალეტში გინდათ და ვერ შედიხართ, იფიქრეთ ამაზე... რჩევა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს!

image

5. როგორ მოვიქცეთ თუ ბანკომატმა ფული "ჩაგვიყლაპა" - ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image

0
4819
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
4819
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0