შოუბიზნესი უიტნი ჰიუსტონი 2012, 11 ივნისი, 20:33 უიტნი იუსტონი 1963 წლის 9 აგვისტოს, ნიუჯერსის შტატის ქალაქ newark-ში დაიბადა.უიტნის დედა სოულის მომღერალი იყო.ერთი პერიოდი დედა-შვილი ერთადაც მღეროდა.რაც შეეხება კარიერას უიტნიმ 11 წლის ასაკში დაიწყო.თავიდან მისავე ქალაქში არსებული ეკლესიის სოლისტი იყო და გუნდში მღეროდა, ასევე მას გარეგნობაც ხელს უწყობდა და გარკვეული პერიოდი მოდელიც იყო.
როდესაც სოლო-სიმღერას ასრულებდა მისი ვოკალით და შესრულების მანერით ყველა მოიხიბლა და მთელი დარბაზი ტიროდა, ეს მის ბავშვობაში მოხდა.რაც შეეხება მის პროფესიონალურ სცენაზე დგომას ის პირველად ჩაკ ჰანასა და ლუ როლზისთან ერთად გამოვიდა.პარალელურად როგორც მოდელი ცნობილ ჟურნალებზე იწონებდა თავს, როგორიცაა "seventeen" და "glamour".
18 წლისამ მენეჯერ ჯიმ ჰარვისთან გააფორმა კონტრაქტი სადაც სამსახიობი, საცეკვაო ხელოვნებასა და ვოკალს დაეუფლა.ამის შემდეგ უიტნი 1985 წელს ხმის ჩამწერ "arista records"-თან აფორმებს 2 წლიან ხელშეკრულებას და მისი პირველი ალბომიც გამოდის, რომლის 13 მილიონი ეგზემპლარი იყიდება.
უიტნის პირველი გრემი, სიმღერამ "saving all my love for you"-მა მოუტანა.
ორი წელი უიტნიმ გასტროლებში გაატარა.ამის შემდეგ 1987 წელს მან მეორე ალბომი"whitney" გამოუშვა რომელმაც ჰიტ-აღლუმები დაიპყრო. 1990 წელს კი მან უფრო საცეკვაო სიმღერების კრებული გამოუშვა სახელწოდწბით "I, m your baby tonight". ამ ყველაფერს ისევ გასტროლბი მოჰყვა, ყველაფრისგან დაღლილმა უიტნიმ პირადი ცხოვრების მოწესრიგება დაიწყო. ვიტნის ხანმოკლე რომანები ჰქონდა ედი მერფთან და რენალ კანინგემომთან. ხანმოკლე რომანების შემდეგ უიტნი რიტმენ-ბლუზის ცნობილ შემსრულებელთან ბობ ბრაუნთან 1990 წელს აბავს რომანს, მიუხედავათ იმისა რომ ბობი ცუდი რეპიტაციით იყო ცნობილი. უიტნი და ბობი 2 წელში დაქორწინდნენ.მათ 800 კაციანი ქორწილი გადაიხადეს. მალევე იჩინა პრობლემებმა თავი, გაუთავებელი კომფლიკტი და ბობოს მუდმივი პრობლემები კანონთან.უიტნი ამ ყველაფერს შეეგუა და ეს მისთვის ჩვეულებრივ ამბავად იქცა, თუმცა უიტნიც საკმაოდ კაპრიზული ქალბატონი გახლდათ. უიტნი ერთდროულად პოპულარული მომღერალი და დედა გახდა.დაქორწინებიდან 1 წელში კი 1993 წელს ქალიშვილი შეეძინათ ბობი ქრისტინა.14 წლის განმავლობაში უიტნი ბობისგან ითმენდა ყოველგვარ შეურაწყობას, რამაც უიტნი ნარკოტიკებზე დამოკიდებული გახადა.2007 წელს ისინი დაშორდნენ ერთმანეთს.ამ ყველაფრის შემდეგ მისმა ფანებმა ჩათვალეს რომ უიტნი გამოსწორდებოდა, მან მკურნალობაც დაიწყო მაგრამ უშედეგოდ უიტნი ისევ ნარკოტიკებზე დამოკიდებული გახდა. 2012 წლის 11 თებერვალს უიტნი ბევერლი ჰილტონის სასტუმროში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.ადგილობრივი პოლიციის თქმით გვამს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა.როგორც ვარაუდობენ მისი სიკვდილი ფსიქოტროპულმა წამლებმა და სასმელმა გამოიწვია. დოლი ჰარტონმა განაცხადა:"მე ყოველთვის უღრმესი მადლობელი ვიქნები უიტნისი, რადგან მან ჩემი სიმღერა ასე შეუფასებლად შეასრულა და მე გულის ყველაზე ღრმა ცერტილიდან ვეუბნები უიტნის "I will always love you, whitney".ასევე უამრავი კომენტარები გააკეთეს ცნობილმა ადამიანებმა, უიტნის სიკვდილის ამბავი ბობ ბრაუნმა (ყოფილმა მეუღლემ) რომ გაიგო დაუფარავ ემოციებს გამოხატავდა, ტიროდა და საშინელ მდგომარეობაში იყო, თუმცა ამის მიუხედავად მან მისისიპის კონცერტი არ გააუქმა რომელიც ამ ამბიდან ერთ საათში იწყებოდა.ბობი კონცერტზე ტირილს ვერ იკავებდა, ჰაერში კოცნებს გზავნიდა და სულ იმეორებდა "I love you, whitney" 386 4-ს მოსწონს
|