ქალი ეს მნიშვნელოვანია! როგორ ავიცილოთ მკერდის კიბოს დაავადება თავიდან? 2017, 4 აპრილი, 14:29 "თქვენ გაქვთ ძუძუს კიბო" - დამეთანხმებით, ეს არის ერთ - ერთი ყველაზე საშიში სიტყვა ნებისმიერი ქალბატონისათვის და რატომ? ამერიკის შეერთებულ შტატებში მკერდის კიბო კანის გავრცელებული დაავადების შემდეგ პირველ ადგილზეა, რის შედეგადაც ამერიკაში ყოველწლიურად 230 ათასი გამოვლინებიდან 40 ათასი ქალი იღუპება.
მოგეხსენებათ, ძუძუს კიბო არ ვითარდება ერთ წამში. გამოვლენილი სიმსივნე მკერდზე შესაძლებელია ოთხი და მეტი ათეული წლის მანძილზე ვითარდებოდეს ორგანიზმში, მწიფდებოდეს, იზრდებოდეს, იძენდეს ახალ მუტაციებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორი იმუნური სისტემით ხვდება ქალის ორგანიზმი დაავადებას და რამდენად შეუძლია ორგანიზმს იბრძოლოს გადარჩენისათვის.
სამწუხაროდ საშიში რეალობა ის არის რასაც ექიმები «ранним выявлением» უწოდებენ, ფაქტობრივად თანამედროვე მედიცინას არ შეუძლია ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინოს სიმსივნე.ასე, რომ მას აქვს უამრავი დრო გავრცელებისათვის.
ქალი აბსოლუტურად «здоровой» ითვლება, მაგრამ მილიონობით შემთხვევაა, როცა ვიზუალურად ჯანმრთელი ადამიანი შესაძლოა 20 - 30 წელი ძუძუს კიბოს მატარებელი იყოს.
როგორ უნდა დავიცათ თავი ავთვისებიანი სიმსივნისგან და რა განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს არა იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ კიბოს ინიცირება, არამედ დაითრგუნოს მისი პროგრესულად განვითარება? - როგორც წყარო წერს, ძუძუს კიბოს განვითარების რისკის კვლევის ცენტრის წამყვანი სპეციალისტი Dr Sumi Dinda, რომელმაც კვლევის შედეგები ენდოკრინოლოგთა საზოგადოების ყრილობაზე წარადგინა, აცხადებს, რომ აღმოჩენილია უამრავი ჰორმონალური პროდუქტები, რომლებიც პროვოცირებას ახდენს ორგანიზმში და აჩქარებს რისკებს. მისი განცხადებით, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებში, მაგალითად პლასტმასის ბოთლებში, კვების კონტეინერებში ნაპოვნია ქიმიური ელემენტები, რომლებიც ზრდის ძუძუს კიბოს რისკს. ამ საგანგაშო კვლევის შედეგად ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პლასტმასის ბოთლებში, კვების კონტეინერებში და სხვადასხვა ყოველდღიური მოხმარების საგნებში აღმოჩენილი Bisphenol A (BPA) შეიძლება ჰქონდეს იგივე ჰორმონალური ეფექტი, როგორც ე.წ. გენდერულ "bending", რომელიც რამდენიმე წლის წინ მკვლევარებმა დაამტკიცეს რომ, მკერდის გაზრდას უკავშირდებოდა ოღონდ მამაკაცებში - წერს წყარო. პ.ს. დავიმახსოვროთ უმთავრესი ფაქტორი! ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, რაც გულისხმობს ნაკლებ ნიკოტინს, ნაკლებ ალკოჰოლს და ბევრ ვარჯიშს! გარდა ამისა, მნიშვნელოვანია როგორ ვიკვებებით? თავი დავანებოთ ნახევარფაბრიკატებს და ბოლოს და ბოლოს ქალის ბუნებიდან გამომდინარე, თავად მოვამზადოთ ჩვენთვის და ჩვენი ოჯახის თითოეული წევრისთვის საყვარელი კერძები, ( თუ შევძლებთ ყოველდღე ბროკოლისგან მომზადებული კერძების ან თუნდაც ცოცხალი, კარგად გარეცხილი ბროკოლის მირთმევას, დამერწმუნეთ, თავს დავიცავთ რისკისგან ) რათა ავიცილოთ ურთულესი დაავადებები და დავიცვათ ოჯახის წევრებიც დაავადებებისგან! - ეს ძალიან მარტივია. 71 4-ს მოსწონს
|