x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138984
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
როგორ შევუნარჩუნოთ მკერდს სიმკვრივე- ყველა ქალის ოცნება ასე მარტივია
ლამაზი მკერდი ყველა ქალის სიამაყე და ყველა მამაკაცის სიყვარულის ობიექტია, თუმცა სხეულის ეს ნაწილი იმდენად სათუთია, რომ გარკვეული ფაქტორების გავლენით ძნელია მისი სიმკვრივის შენარჩუნება.


image



ნუ დაღონდებით თუ უკვე დაკარგა მან სიმკვრივე, ყველა ქალის ოცნების ასრულება ძალზედ მარტივია. სწორედ დღევანდელ სტატიაში მინდა გესაუბროთ იმ მარტივ ხრიკებზე, თუ როგორ შევუნარჩუნოთ მკერდს სიმკვრივე.



1. ცივი შხაპი არანაირად არ შეიძლება იყოს სასიამოვნო, თუმცა ძალზედ სასარგებლოა მთლიანად სხეულისა და კანის ტონუსისთვის. თუ ვერ ბედავთ ცივი შხაპის მიღებას, მაშინ ყინულების ან სველი და ცივი საფენების მეშვეობით მკერდზე კომპრესი გაიკეთეთ ხოლმე.image





2. წელში მოხრა ერთ-ერთი მიზეზია მკერდის სიმკვრივის დაკარგვის, რადგან წელში მოხრის პოზიცია ხელს უწყობს გულ-მკერდის კუნთების მოდუნებას.image




3. შეეცადეთ არ დაიძინოთ მკერდზე და ბიუსტჰალტერიც შესაფერისი ზომის შეარჩიეთ, რადგან მჭიდრო ბიუსტჰალტერები მავნეა მკერდისთვის და დისკომფორტთან ერთად არღვევს სისხლის მიმოქცევას.image




4. სირბილი, აერობიკა და სხვა მოძრავი სახის სპორტი, რა თქმა უნდა სასარგებლოა თქვენი ფიგურასა და ჯანმრთელობისთვის, თუმცა შესაძლოა იყოს უკიდურესად საზიანო თქვენი მკერდისთვის. არასწორმა და მკვეთრმა მოძრაობებმა შეიძლება გამოიწვიოს სუსტი ქსოვილების დაზიანება, ამიტომ სწორად შეარჩიეთ ბიუსტჰალტერი, ის უნდა იყოს სპორტული და მისი არ ქონის შემთხვევაში ნუ ირბენთ და იხტუნავებთ.image




5. რუჯის მიღება და განსაკუთრებით მზისგან დამცავი სპეციალური საცხების გარეშე იწვევს კანის სიმშრალესა და ელასტიურობის დაკარგვას. სოლარიუმი და სანაპირო არ არის საუკეთესო იდეა, ვისაც მკერდის სიმკვრივის შენარჩუნება გსურთ.image



იხილეთ აგრეთვე:


სასარგებლო რჩევა მკერდის ფორმის მიხედვით

თუ თქვენ "ბიუსტჰალტერით" გძინავთ, მაშინ ეს აუცილებლად წაიკითხეთ

აი რატომ უნდა წაისვათ მკერდის ქვეშ დეოდორანტი

სამოსი, რომელიც ზედიზედ ორჯერ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიცვათ

ჯანმრთელობისთვის საშიში 6 ტანსაცმელი, რომელიც თქვენს კარადაშია

მარტივი ხრიკი, რათა მკერდზე ღილი აღარ გაგვეხსნას




5
588
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
588
  
2017, 9 აპრილი, 20:05
მულატი უნდა გყავდეს წინაპრებში და პრობლემაც მოხსნილია, ქვასავით მკერდი აქვთ. :)
რაც შეეხება ცივი წყლის შხაპს ძალზე სასიამოვნო პროცედურაა როცა მიეჩვევი.
2017, 6 აპრილი, 14:04
მკერდის რა მოგახსენოთ და ცივი წყლით ბანაობა მთელი ორგანიზმისთვის სასარგებლოა... წლებია უკვე ცივი წყლით ვბანაობ ზამთარ-ზაფხულ, ჩვეულებრივ ონკანის წყლით არავითარი გაგრილება და გათბობა. თუ დამიჯერებთ ბავშვობის შემდეგ სურდოც კი არ დამმართნია. თუმცა ეს იმას არ ნისნავს, რომ მიუცვეველმა ადამიანმა ეგრევე ცივი წყლიტ დაიწყოს ბანაობა, ამას ნელ-ნელა უნდა შეაჩვიო ორგანიზმი. რა დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღედეს ცხელი წყალი სერიოზულ დისკომფორტს მიქმნის.
2017, 4 აპრილი, 23:58
კი , 3 წუთიც ბევრია უცებ უნდა გადაივლო.
2017, 4 აპრილი, 23:06
კიი, გეთანხმებით 100%–ით, მაგრამ მაქსიმუმ 3 წუთია დასაშვები გრილი წყლით დაბანა, ხოლო ვისაც გულ–სისხლძარღვთა პრობლემა აწუხებთ, მათთვის აკრძალულია.
2017, 4 აპრილი, 17:33
ოდნავ გრილი შხაპი კანისთვის არის ძალიან კარგი. დაბანისას, ბოლოსკენ, ოდნავ უნდა გააგრილო წყალი და გადაივლო. კანს აჯანსაღებს და სისხლის მიმოქცევასაც აუმჯობესებს.
0 1 5