სასარგებლო პროდუქტები საკვები პროდუქტები, რომელიც აპრილში აუცილებლად უნდა მივირთვათ! 2017, 3 აპრილი, 13:51 აპრილი - გრიგორიანული კალენდრის მეოთხე თვე. აპრილში 30 დღეა. სახელი ეწოდა ლათინური სიტყვის გამო: aperire — „გახსნა, გაშლა“. ძველი ქართული წარმართული კალენდრით მისი სახელწოდებაა იგრიკა. აპრილი არის გაზაფხულის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და შემოდგომისა — სამხრეთ ნახევარსფეროში. აპრილის ზოდიაქოს ნიშნებია ვერძი და კურო. აპრილი იწყება კვირის იმავე დღეს, როგორც ივლისი ჩვეულებრივ წლებში, და როგორც იანვარი — ნაკიან წელში. გადავიდეთ სტატიის ძირითად თემაზე. აპრილის თვეში გასათვალისწინებელია საკვების მოხმარების წესები. რა უნდა მივირთვათ, რომ უფრო ჯანსაღი გამოდგეს გაზაფხულის შუათანა თვე ჩვენთვის? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად წაიკითხეთ ჩვენი დღევანდელი სტატია! გისურვებთ ჯანმრთელ და ბედნიერ ცხოვრებას! აპრილში იმუნიტეტის ასამაღლებად უნდა მიირთვათ ბევრი ხილი და ბოსტნეული. ამ თვეში სასარგებლო მწვანილეულობა ამოსვლას იწყებს. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სატაცური, რომელიც ჯანმრთელობისთვის 1/100 სასარგებლოა. ხილი: მარწყვი, გრეიფურტი, ფორთოხალი, ლიმონი კივი და ვაშლი. ვიტამინების და მინერალების ნაკლებობას თუ განიცდით, მიიღეთ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ხილის სახეობა ყოველდღიურად და თქვენ იქნებით ყველაზე ძლიერი იმუნიტეტის მატარებელი ადამიანი. ბოსტნეული: არტიშოკი, ბარდა, ლობიო, ახალი ხახვი, ახალი ნიორი, სატაცური, ჭარხალი, ისპანახი, სტაფილო, კომბოსტო და თალგამი.
ბოსტნეული აუცილებელია დღის რაციონში. შესაძლოა, ყოველდღიურად ხილის საშუალება არ გქონდეთ, მაგრამ ბოსტეული აუცილებელია. მწვანილეულობა: სალათის ფოთლები, კამა, როზმარინი, პიტნა, ოხრახუში და წიწმატი.
არ მოაკლოთ მწვანილეულობა დღის რაციონს! ზემოთ ჩამონთვლილთაგან შეგიძლიათ ყველას გამოყენება, ამ გაზაფხულის თვეში.
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
1. საკვები, რომელიც თებერვალში უნდა მივირთვათ! 2. რომელ თვეში, რომელი თევზი უნდა ვჭამოთ? 3. გამოცხადდა ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტები, რომელიც ზამთარში უნდა მივირთვათ! 4. 4 გასაიდუმლოებული სამხედრო ექსპერიმენტი! 5. მან ბოსელი საუკეთესო ოფისად გადააქცია! 6. 4 რამ, რაც ყოველდღიურად არ უნდა გააკეთოთ! 7. ეტნა აღარ "იძინებს!!!" 1848 7-ს მოსწონს
|