საბუნებისმეტყველო ეტნა აღარ "იძინებს!!!" 2017, 3 აპრილი, 11:16 ეტნა - მოქმედი ვულკანი კუნძულ სიცილიაზე სიმაღლით დაახ. 3380 მ. ამჟამად ყველაზე მაღალი და ყველაზე აქტიური ვულკანია ევროპაში. მისი სიმაღლის მითითება ზუსტად შეუძლებელია, ვინაიდან ის მუდამ იცვლება ამოფრქვევებისა და შლაკების ამოსხმის გამო. ეტნას 400-მდე გვერდითი კრატერი აქვს. საშუალოდ სამ თვეში ერთხელ ლავას ამოაფრქვევს. სტატისტიკურად ვულკანი 150 წელიწადში ერთხელ რომელიმე დასახლებას ანადგურებს. თუმცა გაცივებული ლავის გამო ეტნის გარშემო ნიადაგი განსაკუთრებით ნაყოფიერია და მის კალთებზე ხილს, ზეთისხილსა და ვენახს აშენებენ. 1981 წელს მის ირგვლივ ეროვნული ნაკრძალი შექმნეს. იტალიის სამხრეთით, სიცილიის კუნძულზე მდებარე, ევროპის ყველაზე აქტიური ვულკანი ეტნა კვლავ გააქტიურდა, თუმცა ამჯერად აქტიურობის პროცესი მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდა. ეტნა აგრძელებს ლავების და ფერფლის გადმონთხევას. რამოდენიმე თვის წინ, გააქტიურებულ ეტნას ვულკანი დიდ საშიშროებას არ წარმოადგენდა, მაგრამ ამჯერად, იტალიის ეროვნული გეოფიზიკის და ვულკანოლოგიის ინსტიტუტი ეტნასთან დაკავშირებით, ნარინჯისფერ განგაშს აცხადებს! ეტნას ამომფრქვევის ისტორიას უბედური შემტხვევებიც ახსოვს. 1669 წელს საშინელი ამოფრქვევა მოხდა, როდესაც ლავამ სიცილიის უძველეს ქალაქ კატანიის რამდენიმე სოფელი და შემოგარენი გაანადგურა. 1992 წელს ლავის ორმა ნაკადმა მთლიანი მუნიციპალიტეტი გაანადგურა, სადაც 8 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1. "დროპას" დისკები - ჩვენი პლანეტის აუხსნელი საიდუმლოებები! 2. რომელი არსება კლავს ადამიანს ყველაზე სწრაფად?! 3. ნახეთ რა აღმოაჩინა მან, ახლადშეძენილ სახლში?! 4. 4 რამ, რაც ყოველდღიურად არ უნდა გააკეთოთ! 5. მან ბოსელი საუკეთესო ოფისად გადააქცია! 6. დაავადება, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში, პირველად ამ გოგონას შეეყარა! 7. რომელ თვეში, რომელი თევზი უნდა ვჭამოთ? 297 6-ს მოსწონს
|